გიორგი ქვილითაია: ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით - დიდი მოლოდინი მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის შემდეგ კომენტარი თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გააკეთა.

"დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.

ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია
როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვირკველია რო კითხულობს თამაშს და ჭრის ბურთებს მაგას შეძლებს ვითომ ხოჭოლავა. 8 მილიონად შეფასებული ფეხბურთელი ზამენაზე გვიზის ქართველებს.რას მოვესწარით:)
დავით
23 მარტი 2019 17:34
0
არველაძეს რათ უნდა დამტკიცება? ხო ჰყავს მამა და ბიძები?
555
22 მარტი 2019 17:35
3
იმედია არ დამცინებთ, ჩვენ ჯგუფიდან გასვლის შანსიცა გვაქვს.
20 მარტი 2019 12:19
3
დაგცინებ კი არა მეც მაგ აზრის ვარ რომ აქედანაც შანსი გვაქვს
ჯონათან
23 მარტი 2019 16:14
0
ზარანდიას შანსი არ აქვს, ამ ეტაპზე მაინც თორემ ორივეს აქვს გატანილი გოლები პოლონეთში, აქდან ზარადიას გაცილებით მეტი, მაგრამ - ზარანდიაა და არა არველაძე!
kote
20 მარტი 2019 00:03
6
გეთანხმები რომ ზარანდია იმსახურებს ნაკრებში ყოფნას და ძალიან სასარგებლო იქნება უკვე, თუმცა მისი დროც აუცილებლად მოვა და არველაძის გვარი და შინაურობა თავისას შვება მარა თავდასხმაში სხვა პრობლემაა და იქნებ გაამართლოს თემაც არის... მარა ზარანდია ამ შესარჩევზე გაიბრწყინებს მაინც...
რა მაფიაა?
20 მარტი 2019 02:03
2
ქვილითაია,არველაძის დუეტი თავდასხმაში.
გიო
19 მარტი 2019 22:35
19
არველაძემ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ზარანდიაზე მეტია, ასე უფრო სამართლიანი იქნება. მარტო ის რომ ერთი ორი გოლი გაიტანა პოლონეთში არ ნიშნავს ნაკრების დონეს. არ გახდეს სანანებელი აჩქარება ამ საკითხში...
kote
19 მარტი 2019 23:35
1
ქვილითამ უნდა დაიწყოს ძირითადში და თუ მაინც ვერაფერი გააწყო კაჭარავას შემოყვანა გვჭირდება მერე, ძლიერია და მაღალი.. ჩაწოდებებით შეიძლება ცოტათი უკეთესად გამოგვივიდეს რამე.. რავიცი,რავიცი
ზურა
19 მარტი 2019 21:56
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული