საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს - ვატო არველაძემაც სრული დატვირთვით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით
(tkt.ge) , აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ.

ევროპის ჩემპონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის პირველი ტური:

23 მარტი
საქართველო-შვეიცარია 18:00
გიბრალტარი-ირლანდია 21:00

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 19 /
ხალხო, ვატოს არც გენი აკლია და არც არაფერი, ასე რომ ველით დიდ ფეხბურთში, თუმცა მანამდე რა გალაპარაკებთ სისტემატურად დაიწყო გოლების გატანაო....?! ჯერ მხოლოდ 3-4 გოლია მის ანგარიაშზე და შევიკავოთ თავი ასეთი დასკვნებისაგან რა...
vato
21 მარტი 2019 16:23
1
mamikos bichebit, rom sxva fexburtelebi ichagreba zalian gulsatkenia, tips ori tamashi aakvs ziritadshi natamashebi, u21 shiz tavi arafrit ar tarmouchenia))) zarandias zalian kargi presa aakvs polonetshi da gundis motoria, ukve ramdenjer moxvda polonetis chempionatis simbolurshi, magram xom unda dachagraot, sxva aba raa, unamusoebo((((
qomagi
21 მარტი 2019 15:19
2
არ შეიიძლბა ასეთი მიდგომა ბიჭებო. მე პირადად ვატოს თამაში ნანახი მაქვს ბურთთან საკმაოდ კარგათ არის და თავის გაბარიტებთან შედარებით საკმაოდ ტექნოკურია . შესანიშნავ დარტყმას ფლობს . იმის მაგივრად წარმატება უსურვოთ ბიჭი პირველად გამოიძახეს ნაკრებში დგახართ და კრიტიკოსობთ ვისი შვილი და შვილიშვილიც არუნდა იყოს ხალხს ვერ დააბრმავებენ მოვლენებს ნუ უსწრებთ წარმატებები ვატოს და სრულიად ნაკრებს ... ოქრი მევასები ..
Abiko
21 მარტი 2019 14:46
0
პატრონი რომ პატრონობს ვატოს გამოძახებაში, ამაში გასაკვირი არაფერია, არც ახალია მაი ამბავი. საქართველოში კი არადა მსოფლიოს ფეხბურთშიც მოსული პონტია ეგა. აქ მთავარია როგორ ფორმაშია იგი. ტექნიკურად და ტაქტიკურად ძალიან კარგი ბიჭია, დარტყმაც უვარგა. ერთადერთი, რაც არ მომწონს, არის მისი წონა და ფიზიკური კონდიციები, სისწრაფე და აჩქარება, რიოკი უნდა ჰქონდეს თავდამსხმელს პირველ რიგში. იგივეს ვიტყვი ზუსტად კაჭარავაზეც , ზუსტად, რომ მირბის, მეშინია არ დაიშალოს. ჩემის აზრით, ზარანდია მაგათ, ორივეს სჯობს ერთად აღებულს, ასევე ლობჟანიძეც, ასევე არაბიძე სჯობს ოთხივეს ერთად აღებულს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვატოს ფიზიკაში მომატებული აქვს, დიდი იქნება მისი მოტივაციაც და დიდი იმედი არა, მარა ვნახოთ. ზარანდია და ლობჟანიძე იქნებოდა იდეალური ფლანგებზე,ცენტრში ჯანო და წინ ქვილო ან ვაკო. პატრონი რო ყავდეს არაბას, საბას და ზარანდიას, ან ებრალიძეს, და საერთოდ სამართლიანად რომ ხდებოდეს ბიჭების გამოძახება, ნაკრები რეიტინგში მინიმუმ 10-ში იქნებოდა. არველაძე და კაჭარავა რას გაექცევა ვიკინგებს, რაკეტებივით დარბიან. ვნახოთ, მთლად უიმედოდაც არა ვარ, ისე ნიჭი და ხედვა მამამისისააქ ვატოს. კვიცი გვარზე ხტისო.
ლევანი
21 მარტი 2019 14:26
2
ჯერ საქმე , მერე ქება
gio
21 მარტი 2019 14:12
0
ძლივს გოლის გამტანი ფორვარდი გვეღირსა და იქნებ ერთად ვუსურვოთ წარმატება? მეორე თამაში კიდევ უფრო რთული იქნება და გავამხნევოთ ვატო!
გუჯა კახაძე
21 მარტი 2019 12:53
1
2:1 ვიგებთ ამ თამაშს და ორივე გოლს პირველ ტაიმში გავიტანთ
გოგა
21 მარტი 2019 12:15
0
ამდენი ბოღმა საიდან? თუ ბევრი არ გაუკეთებია ეს გასგებია ჯერ 21 წლისაა, თამაშობდა ასაკობრივ ნაკრებებში, შემდეგ ახალგაზრდულში. გადავიდა პოლონეთის ექსტრაკლასის ლიგაში, ბოლო პერიოდი გამოდის ძირითადში, სისტემატურად გააქვს გოლები, რა არის ამაში გასაკვირი, რომ გამოიძახეს ნაკრებში? სადაც ყველაზე მეტად უჭირს ნაკრებს. ის რომ ყოფილი ფეხბურთელის შვილია, არა მგონია დანაშაული იყოს. ზურა ხიზანიშვლმა უდიდესი შრომა ჩადო ნაკრებში და ღირსეულად წავიდა, თავის დროზე ზოგიერთი თავგაცხელებული იგივეს ამბობდა მასზე. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ვატოს სპორტულ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.
გიზოგ
21 მარტი 2019 11:30
0
ეს ვატო თუ ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის კარგად ყოფილა მაგათი საქმე.
ვასო
21 მარტი 2019 10:56
4
ნუ შეაწუხეთ გული ვატო არველაძით, ხომ ხედავთ ღიზიანდება ხალხი! ისე კი წარმატებებს ვუსურვებ ვატოსაც, ოქრისაც, ჯაბასაც, ჯანოსაც, საბასაც, ვაკოსაც და ჩვენს ყველა ფეხბურთელს. საქართველო გაუმარჯოს! დინამო არენა უნდა გავაყროუთ!
ლაშა
21 მარტი 2019 09:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული