ვაკო გვილია: შვეიცარია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მათი არ გვეშინია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შვეიცარიული luzernerzeitung.ch-ი საქართველოს ნაკრებისა და ზაბრზეს "გურნიკის" ნახევარმცველის, ვაკო გვილიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.

24 წლის ნახევარმცველი პოლონურ კლუბში "ლუცერნიდან" იჯარის წესით ასპარეზობს, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის.

"შვეიცარია ამ კვირაში ვაკო გვილიას სპორტული მეტოქეა. თუ ის ეროვნული გუნდის რიგებში ითამაშებს, ეს მისი მეოცე საერთაშორისო შეხვედრა იქნება და თბილისში პირველად ითამაშებს იმ ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც 2018 წელი გაატარა.

"საინტერესო მატჩი იქნება. არ გვეშინია საკვალიფიკაციო ეტაპის შვეიცარიასთან მატჩით დაწყების, მიუხედავად
იმისა, რომ ეს ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ამბობს ვაკო გვილია.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთში მასზე უკვე კარგი შთაბეჭდილება ჩამოაყალიბა. ჯერ კიდევ "ლუცერნში", 24 წლის ნახევარმცველი საკუთარი ტემპერამენტით პროფესიონალიზმის მაგალითი იყო. იანვრის შემდეგ პოლონურ "გურნიკშია", რომელიც ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

გვილია ცენტრალურ და შემტევ ნახევარმცველად თამაშობს. მან პოლონეთში გადასვლის შემდეგ 6-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გოლიც გაიტანა. ამ პერიოდში "გურნიკმა" 10 ქულა მოიპოვა და მე-14 ადგილიდან მე-12-მდე დაწინაურდა.
"გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ და დიდ ენერგიას გვაძლევენ. ლუცერნშიც და ზაბრზეშიც კარგი ქომაგები გვყავს. ჩემთვის ფანები უმნიშვნელოვანესები არიან. ისინი ყოველთვის ერთგულები არიან კლუბის მიმართ, მაშინ, როდესაც ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც დროებით ვართ აქ", - განაცხადა ვაკო გვილიამ.

ქალაქი, სადაც 175 000 ადამიანი ცხოვრობს, გვილიას მოსწონს, რადგან აქაურები მის მიმართ ძალიან მეგობრულები არიან, თუმცა ვაკომ მთავარ განსხვავებად მაინც სხვა მიზეზი დაასახელა:

"პოლონეთში ყველაფერი მინიმუმ 5-ჯერ იაფია, ვიდრე შვეიცარიაში, თუმცა, ალბათ, ვერსად შეძლებ ისეთ მაღალ დონეზე ცხოვრებას, როგორც შვეიცარიაში".

"ლუცერნში" დაბრუნება სამი შესაძლებლობიდან ერთ-ერთია
ვაკო გვილია "ლუცერნიდან" ახლო კონტაქტს ინარჩუნებს თანამემამულე ოთარ კაკაბაძესა და სერბ ლაზარ ცირკოვიჩთან.

"ფეხბურთში წინასწარ არ იცი, რა მოხდება. ლუცერნი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ტბითა და მთებით. რაც შეეხება კლუბის ახალ მწვრთნელს, ტომას ჰაბერლის არ ვიცნობ, ვნახოთ", - ამბობს გვილია და გონება "გურნიკსა" და საქართველოს ნაკრებზე აქვს გადართული.

ზაფხულში ვაკო გვილიას სამი ვარიანტი ექნება: დარჩეს "გურნიკში", სხვა კლუბში წავიდეს თუ "ლუცერნში" დაბრუნდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი ხანია ასე მოტივირებულები არ ყოფილან ჩვეი ბიჭები წარმატება მათ და ყველანი სტადიონზეეეეეეეეეე !
semi
11:09 21-03-2019
3
მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა ჩაკვეტაძის მიმართ, მარტო ფეხბურთში არაფერი არ ხდება პატივი ვცეთ ფეხბურთელებს ,რომლებიც თავს არ ზოგავენ.
gia jashi
16:34 21-03-2019
0

სიახლეები პოპულარული