ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოთარ კაკაბაძე: ჩვენს დანაკლისს ქართველი გულშემატკივარი შეავსებს

AutoSharing Option
შვეიცარიასთან ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

"ტრავმის სამკურნალოდ საკმაო დრო დამჭირდა, მაგრამ რადგან დღეს აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრების დასახმარებლად 100%-ით მზად ვარ.

რა თქმა უნდა, შვეიცარიის დონის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში არ გვყოლია, თუმცა კარგი ნაკრები გვყავს და შეგვიძლია შვეიცარიელებთან თანაბრად ვითამაშოთ.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს დანაკლისს ქართველი გულშემატკივარი შეავსებს და წარმატების მისაღწევად ძალას მოგვცემს".

ასევე დაგაინტერესებთ