საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდია.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის
მოგერიება მოუხდა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, გვილია, ქვილითაია

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი, ჯაკა, როდრიგესი, ზუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი, ემბოლო
მკითხველის კომენტარები / 22 /
თამადა სადაა თამადა, გუშინ რო წერდნენ ვაისზე, ჯგუფში გიბრალტარს შეიძლება მოუგოს და ბოლოსეინა ადგილი განაღდებული გაქვთ. ვერ გავიგე რას ელოდით? ერთა თასზე ჭ კლასის გუნდებთან მოგებით გინდოდათ ფონს გასვლა? ეგრე არაა ბიძია, შვეიცარია ანდორის ნაკრები არაა, თუნდაც ლიტვის. ნაკრებში არაფერი შეცვლილა, როგორიც უსუსური იყო იგივეა დღესაც, ფაქტი სახეზეა დღევანდელი თამაშის შემდეგ
riko
20:11 23-03-2019
1
ჰააააააა ჰააააააააააააა ჰააააააა, საქართველოს საერთოდ ჰყავს გუნდი? ანდორასთან, ყაზახეთთან და ლიტვასთან მოგების შემდეგ ფეხი არ გედგათ მიწაზე, ჰაერში დაფრინავდით თქვენი გეგონათ ევროპა, მაგრამ დღევანდელმა მატჩმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, მე გუშინ გითხარით რამდენ გოლს გაუშვებდა საქართველოს ნაკრები (2-3), მადლობა შვეიცარიას რომ მოიგო, მეც გვარიანად მოვიგე
kirile
20:06 23-03-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული