ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში შვეიცარიასთან წაგების (0:2) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო, მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთში ძალიან გვაჯობეს. პირველი გოლი რომ გაგვეტანა, ეს თამაშს შეცვლიდა. ისევე როგორც შვეიცარიელებისთვის გოლმა შეცვალა ყველაფერი.

პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე ნაკრებში. ემოციებით დატვირთული ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთელმა უნდა გადალახო.

ირლანდიაც ძლიერი გუნდია, მით უმეტეს გასვლაზე თამაში ძნელია. თუმცა, შვეიცარიის დონის არ არის და მოგება შეიძლება".

ასევე დაგაინტერესებთ