ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

zentralplus.ch: ოთარ კაკაბაძის გასაოცარი დაბრუნება - როგორ შეიძლება ის "ლუცერნში" არ ათამაშონ?

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე შვეიცარიასთან მატჩში (0:2) საქართველოს ნაკრების მცველის ოთარ კაკაბაძის თამაშით გაკვირვებული დარჩა შვეიცარიული zentralplus-ი.

გამოცემას მიაჩნია, რომ ტრავმამორჩენილი კაკაბაძის დაბრუნება გასაოცარი იყო. მან ბოლოს "ლუცერნში" ნოემბერში ითამაშა "ციურიხთან" (2:5) და იმის გასარკვევად, თუ რატომ არ აძლევენ თავის გამოჩენის საშუალებას, კლუბის სპორტულ დირექტორს რემო მეიერს შეეხმიანენ.

"ოთარმა ტრავმის შემდეგ ორი კვირის წინ დაიწყო ვარჯიში, ახალგაზრდულ გუნდში სპეციალურად ერთი ტაიმი ითამაშა, რათა სანაკრებოდ მომზადებულიყო. ეროვნულ გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის ახალ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა აქვს", - უპასუხა მეიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ