ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები დუბლინში ჯანო ანანიძის გარეშე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის ჩასატარებლად ირლანდიაში გაემგზავრა. გუნდს ვერ გაჰყვა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ნაოპერაციევი მუხლი გაუმიზეზდა, თუმცა სერიოზული არაფერია. უბრალოდ, ტრავმის რეციდივისგან თავი დაიზღვიეს.

სერიოზული არ აღმოჩნდა გიორგი მერებაშვილის ტრავმა და ის ეროვნულ გუნდთან ერთად გაემგზავრა. "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბლინში თორნიკე ოქრიაშვილიც წაიყვანა.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დუბლინის 51 700-იან "ავივა სტადიუმზე" 26 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ