საქართველოს ნაკრები დღეს დუბლინში პირველ ვარჯიშს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას დუბლინში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, ირლანდიის დედაქალაქში 24 მარტს, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ეროვნული ნაკრები დუბლინში 23 ფეხბურთელთან ერთად ჩაფრინდა. ტრავმის გამო, ნაკრებს ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები ირლანდიაში პირველ ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 23 საათზე (ადგილობრივი დროით 19:00), კარლაილის მოედანზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი,
შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა ირლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს, ავივას სტადიონზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
cucuns tavi daanebe ra chempionats bavshebis fexbutts shexedet ra dgeshia ageb micemoba arakompetenturi mcvrtnelebi isa esa ra pretenziebi gaqvt ro mougon am gundebs jer es moagvaret elementaruli da mere gagichndet ambiciebi.
aleko
13:16 25-03-2019
0
მე მივხვდი ჩემსას მხოლოდ ყოველ მეორე დაფოსტილს თუ დებთ :))) ამიტომ თავიდან ვცდი იგივეს, დაკოპირებული მაქვს :))) : ეს ის შემთხვევა არ არის როცა მწვრთნელს უნდა უხმოდ აცალო თამაში. ოქრიაშვილი თუ არ გამოვიყვანეთ ირლანდიასთან, ისედაც ანანიძის გარეშე, - წავაგებთ იქაც. ანანიძის როლი შვეიცარიასთან დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ითამაშა - ეს იმიტომ მოხდა რომ შვეიცარიელებმა იმუშავეს სპეციალურად ამაზე და ამოკეტეს, მაგრამ ამით გარკვეული რესურსი იმათაც დააკლდათ პირველ ტაიმში. ეხლა, ირლანდიაში ჩვენებს მხოლოდ მაშინ ექნებათ შანსი თუ ჩაკვეტაძის არყოფნაში ოქრიაშვილი მაინც ითამაშებს, რომელსაც ექნება თავისუფლება შეტევების წამოწყების და თავის თავზე აიღებს გადამწყვეტ მომენტში თამაშს. გუშინდელ მატჩში ეს კაკაბაძემ გააკეთა რაც შეეძლო და ეგრევე გამოაფხიზლა გუნდიც და ტრიბუნებიც, უბრალოდ ეს კაცი მცველია და თან ჩანს, რომ მხოლოდ ეხლა შედის ფორმაში ისევ, ირლანდიაში ასეთი გვინდა წინ. გვილია მე რომ მკითხო შეცვლაზე უნდა შემოვიდეს, ზუსტად მაშინ გააძლიერებს შეტევას ბოლოსკენ, რადგან ისე თავიდან ზედმეტს და ხშირად აფუჭებს, სულ თვითონ უნდა დარტყმაც და გატანაც და ხშირად ამას კარგი შეტევა ეწირება. ოქრიაშვილი სკამზე ესაა სისულელე, ამას ჯობია სულ არ წაიყვანონ. 88 წუთზე რომ თორნიკეს შეიყვან - ამას რა აზრი აქვს. ირლანდიასთან ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, კაშია (თუ ნავალოვსკი არაა ფორმაში), ოქრიაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ქვილითაია. რაც მთავარია ოქრიაშვილი რაც შეიძლება უკან უნდა იყოს ჩამოწეული, რომ შეტევები მან დაიწყოს და ბურთი გაანაწილოს. საბოლოო ჯამში ამ წაგებით არაფერი ისეთი არ მომხდარა, კარგად ითამაშეს ჩვენებმა და უბრალოდ კლასი არ ეყო არც გუნდს და არც მწვრთნელს, ამაში არაფერია საშინელი. დაგვიბრუნდება ჩაკვეტაძე და მოვიგებთ რაღაცეებს ნელ-ნელა, მთავარია იქამდე ყველაფერი გავაკეთოთ სწორად, არ გვინდა კვერკველიას ბოლო 88 წუთზე შემოყვანა და წაგებისას დაცვის გაძლიერება, ზარანდიაზე და ხარაიშვილზე უარის თქმა სამომავლოდ
გადასარევი გიორგი
04:33 25-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0