მიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება

AutoSharing Option
ფოტო: twitter.com/FAIreland

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, საქართველოსთან მატჩის წინ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ პრესკონფერენცია გამართა.

"შეინ დაფიმ ქუსლი იტკინა და დღეს ის დავასვენეთ. იმედი მაქვს, ის კარგად იქნება. მას გამოკვლევები ჩაუტარდება. როდესაც შედეგებს გავიგებთ, მერე გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ის საქართველოსთან.

მატჩი ძლიერად უნდა დავიწყოთ და ამისთვის "ავივა სტედიუმის" მხარდაჭერა დაგვჭირდება. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან რთული თამაში გველის.

ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესონი არიან. შეუძლებელია ითხოვდე მეტს, ვიდრე ისინი აკეთებენ ჩვენთვის.

ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს ვესაუბრე.
ჩემი აზრით, მაღალი ხარისხის შემსრულებლები გვყავს და გოლების გატანა შეგვიძლია. ამ კუთხით ნეგატიური შეფასებები კეთდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის.

ნაკრებში დაბრუნების შემდეგ ეს დუბლინში ჩემი პირველი მატჩი იქნება. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც სათადარიგო სკამთან დავდგები და ეროვნული ჰიმნი აჟღერდება.

ჩემი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა და გამარჯვებების მიღწევაა. საშინაო მატჩები ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს ასე იყო და სულ იქნება.

მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს გიბრალტართან მატჩის საფუძველზე. იქ თავისებური მინდორი და ძლიერი ქარი იყო. ვიცი, რომ ჩემს ფეხბურთელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ იმაზე უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე გიბრალტართან მატჩში გამოვჩნდით.

ჩვენ გვჭირდება სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი, რომელიც ყველას გვიყვარს და რომელიც გულშემატკივარს გაახარებს. დარჩა 7 თამაში. ამიტომ მოგებაც გვჭირდება", - განაცხადა მაკარტიმ.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 26 მარტს დუბლინში, "ავივა სტედიუმზე", თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციის "ტვიტერის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
სწრაფი და შემტევი ფეხბურთი გვჭირდებაო ,ამბობს. ჩვენც ეგ გვჭირდება ზუსტად, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სტილი, ეს უნდა მოითხოვოს მწვრთნელმა ფეხბურთელებისაგან. ვისაც ასე არ შეუძლია თამაში ,ის ნაკრებში არ უნდა მოიწვიო, ეს უნდა გახდეს მთავარი მოთხოვნა
თამაზი
23:40 25-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული