ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

irishnews.com: ჭკვიანი ქართველების წინააღმდეგ მარტივი არასდროსაა

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩის წინ ირლანდიური გამოცემა irishnews.com-ი გასამართ შეხვედრას ეხმაურება.

"ქარიან გიბრალტარში არაკომფორტული მატჩის შემდეგ ირლანდია საქართველოს დუბლინში უმასპინძლებს - გუნდს, რომელიც ჩვენს გუნდთან მუდმივად აგებს.

ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ ირლანდიელი გულშემატკივარი უკეთეს თამაშს ელოდება.

2017 წელს, როცა ეს გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად შეხვდნენ, მატჩი ფრედ დასრულდა, რამდენიმე დღეში კი ირლანდია სერბეთთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ავტომატურად მოხვედრის შანსი დაკარგა.

მასპინძლებისგან განსხვავებით, საქართველომ გამოიყენა ერთა ლიგის ფორმატი და C დივიზიონში დაწინაურდა, შემდეგ შვეიცარიას ზედმეტი ოპტიმიზმით დახვდა, თუმცა მეტოქემ ტიპური პრაგმატიზმით შეძლო მეტოქის დამარცხება.

იმ შემადგენლობიდან, რომელმაც შვეიცარიასთან ითამაშა, 6-მა 2017 წლის სექტემბერში ირლანდიის წინააღმდეგ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაკარტის გუნდში კი ასეთი ოთხია.

ყოველთვის, როცა ირლანდია ქართველებს ეთამაშებოდა, მეტოქე ბურთს ფლობდა. მათთან კიდევ ერთი გამარჯვება ახლოა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ეს მარტივი არასდროსაა ჭკვიანი ქართველების წინააღმდეგ", - წერს irishnews.com-ი.

ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრა 26 მარტს, 23:45 საათზე, დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" გაიმართება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

altკობიაშვილის ჯარიმა და ოქრიაშვილის ულამაზესი დარტყმა - ქართველების შთამბეჭდავი გოლები ირლანდიის კარში [VIDEO]

altირლანდია VS საქართველო - ეს დაწყევლილი ირლანდია... დღეს მაინც გავტეხოთ

altგიორგი ქვილითაია: შეცდომები გავაანალიზეთ - ლამაზი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ

altვლადიმირ ვაისი: არასდროს მოგვიგია ირლანდიასთან, შევეცდებით, რომ ისტორია შევცვალოთ

ასევე დაგაინტერესებთ