პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის პირველი ტაიმი ირლანდიასთან 0:1 წააგო.

შვეიცარიასთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ  შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებდა და ასეც მოიქცა - ძირითადში საბა კვირკველია დააბრუნა, ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი დააყენა და პირველად ათამაშა ვატო არველაძე. მან შემადგენლობა უფრო ოპტიმალური და შემტევი გახადა.

მოკლედ, ვაისმა სტრატეგია შემტევი, ტაქტიკა კი 4-5-1 აირჩია.

დებიუტში მასპინძლმა აქტიურად შემოგვიტიეს და 11-ე წუთზე ლორიამ ჰულიჰანს არ დაანება გოლის გატანა, მომდევნო იერიშისას ჰენდრიკმა ოდნავ ააცილა ბურთი ჩვენს კარს. საქართველოს ნაკრები თავიდან ცენტრში ბურთს
ვერ იჭერდა, თუმცა შუა ტაიმში წინ აწევა და რამდენიმე უხიფათო იერიშის მიტანაც მოახერხა.

36-ე წუთზე კი ჰურიჰანმა საჯარიმოდან ანგარიში გახსნა.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გვილიამ 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

დუბლინი. "ავივა"
ირლანდია - საქართველო
გოლები: 1:0 ჰურიჰანი (36)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, სტევენსი, დაფი, კეო, უილანი, მაკდოლდრიკი, ბრედი, მაკლინი, ჰენდრიკი, ჰურიჰანი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვირკველია, კვეკვესკირი, კანკავა, კიტეიშვილი, გვილია, არველაძე, ქვილითაია
მკითხველის კომენტარები / 10 /
არაფრის გამკეთებლებოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! სამარცხვინო გუნდი!!!!!!!!!!!!!!
Biannkoneri
01:38 27-03-2019
3
ვაისი ამ წაგებეზე ხელფას მაინც იხებს და ეს ტანხა მილიონზე მეტია წელიწადსი..რატომ საინტერესოა?
gigi
01:21 27-03-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული