ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.
"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.
მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.
ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.
ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".
ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.
ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
დიახაც უნდა ჩავიდეს! აუცილებლად უნდა ჩავიდეს ყველგან , სადაც ტალანტებია, ოზურგეთსა და ჩხოროწყუში ფეხბურთი დღეს არ არსებობს (ეგ ცალკე ტრაგედია) , მაგრამ თვეში ერთხელ მაინც ვალდებულია ტურის ცენტრალურ მატჩს დაესწროს, სადაც ნაკრების წევრები ან პოტენციური წევრები თამაშობენ