ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.
"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.
მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.
ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.
ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".
ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.
ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
თუ ლორიაზე ვიტყვით რაიმეს,მე მომეჩვენა,რომ ლორიამ კი არ დააყენა კედელი ცუდად,არამედ კედელს მიაწვა ირლანდიელი და მცველი, გვერდზე გადაიხარა.მეტოქის სტანდარტულები კი,მწვრთნელის გასარჩევია.ჩვენ ვინ გვიშლის,რომ დაბალი კლასის პირობებში სტანდარტები დავამუშაოთ?როცა სირბილი და თამაში არ შეგიძლია,ეს საუკეთესო გამოსავალია,მაგრამ ვაისს ამდენი წელია,არაფერი ამის მსგავსი არ გაუკეთებია და საერთოდაც ამ ციკლში,მისი საუბარი,უკვე ქეცბაიას საუბრის გამეორებაა.ხანდახან სიტყვა-სიტყვითაც.ისე თამაშის სტილითაც.არა?ქეცბაიას გული მაინც შესტკიოდა და ამისი,არ ვიცი.არველაძე დებიუტისათვის ცუდად არ გამოიყურებოდა,მაგრამ ნახევარ დაცვა პასს რომ ვერ მოგცემს,შეტევა ბევრს ვერაფერს იზავს,მით უმეტეს,ქვილითაიას ტიპის თავდამსხმელი.ის ხომ არც ძალიან მოძრავია,არც სწრაფი და არც ცქვიტი.მას მწვავე პასი სჭირდება საჯარიმოში და იქ აქვს შანსი,მაგრამ სადაა ეს პასი?არაბიძის თამაშს ვუყურე ახალგაზრდულში.კი გაიტანა ორი გოლი,ორი სამი დიდებული პასიც გააკეთა,მაგრამ ლიდერობას თავის თავზე არ იღებს,ვერ აბალანსებს ინდივიდუალურს და გუნდურს.მას შეუძლია შესანიშნავი გამთამაშებელი გახდეს,მაგრამ რაღაცნაირად თავშია თითქოს ჩაკეტილი.გიორგი თუ გაიხსნა,წარმოიდგინეთ ის და ჩაკვეტაძე ფლანგებიდან და ცენტრში შესვლებით,ირლანდიის დონის ნაკრებებს აიკლებდნენ,მაგრამ სად არის.ირლანდიელების 9 ნომერმა კი რეალურად აგვიკლო და თამაშიც გააკეთა.ოქრი კი შემოიყვანა,მაგრამ გამოჩნდა,რომ შორსაა კონდიციებიდან და ვაისმაც ალბათ ხალხის გასაჩუმებლად გამოიყვანა მოედანზე,თან იქნებას იმედით.ალბათ შეიძლებოდა ზარანდიას მოხმობა,მაგრამ მაშინ არველაძეზე ვიტყოდით,რატომ არ დააყენაო.თუმცა ეს ბიჭი,აუცილებლად სანახავია,ძირითადში.ზაფხულში დანიასთან ვთამაშობთ და უკვე აქედან მეშინია,ისინი ხომ მთელი თამაში იბრძვიან,მაღლებიც არიან და რამდენსაც შესძლებენ,იმდენს გაგიტანენ.დაზოგვა არ იციან.კარგი ბატონო,ვთქვათ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე,ამ დონის ნაკრებით,იქ რა გვესაქმება?