ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.
"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.
მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.
ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.
ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".
ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.
ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.
მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
თუკი მოხდა სასწაული და როგორღაც გავედით ევროპაზე, იქ ვის უნდა ვეთამაშოთ თუნდაც ტოლ-სწორად, მოგებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. იღბალის და მჩხიბავების იმედათ თუ გადიხართ მოედანზე კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გაშვებული გოლი მხოლოდ ლორიას ბრალია რომ კედელი ვერ დააყენა სწორედ თუ დაცვის ტოტალური ჩავარდნის? შეფასებასაც რომ სწორად ვერ გააკეთებ ვერც საჭირო დასკვნებს გამოიტან.