უეფამ საქართველოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა ირლანდია დასაჯოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფამ 26 მარტს საქართველოსა და ირლანდიის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.

უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას 16 მაისს გამოაცხადებს.

პროტესტი ჯონ დელანის თანამდებობაზე დანიშვნას მოჰყვა, რომელიც ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 15 წლის განმავლობაში იკავებდა, 23 მარტს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა მაშინვე მისთვის ახალი პოსტი - ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია შექმნეს და დანიშნეს.

2009 წელს, როდესაც ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატის
შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფიდან საფრანგეთთან ტიერი ანრის ხელით თამაშის შემდეგ გაშვებული გოლით გამოვარდა, დელანიმ FIFA-ს შემოთავაზებულ კომპენსაციაზე უარი განაცხადა და ზეპ ბლატერს "FIFA-ს სირცხვილი" უწოდა და მუნდიალზე ირლანდიის ნაკრების 33-ე გუნდად დამატება მოითხოვა.

2015 წლის ივნისში დელანიმ განაცხადა, რომ FIFA-მ კომპენსაციად 5 მილიონი ევრო გადაიხადა. ფანები დელანის მაღალ ხელფასს აპროტესტებდნენ. გარდა ამისა მისი ბინის ქირაც ბიუჯეტის თანხიდან იფარებოდა.

"ჩოგბურთის ბურთების პროტესტი" მატჩის 33-ე წუთზე შედგა, რაც სიმბოლურად, მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის 33-ე გუნდად დამატების აბსურდულ მოთხოვნას ეძღვნებოდა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ირლანდიის ნაკრებმა საქართველო 1:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რასაც დასთეს მისტერ, დილან - იმას მოიმკი. ეგ იმის გამოძახილია, საქართველოს ნაკრებს მოგონილი პენალტი, რომ დაუდეთ და მოგება გამოგლიჯეთ ხელიდან. ფიზიკის კანონებია, მისტერ დილან.
TanoLife
31 მარტი 2019 03:14
0
წესით ირლანდიასაც წაგება უნდა ჩაუთვალონ და შვეიცარიასაც. არაჯენტლმენურად მოიქცნენ. ისე სადაც სამართალია დანიასაც წინასწარ უნდა ჩაუთვალონ წაგება. ჰოდა მერე მოვიდეს გიბრალტარი და გვეთამაშოს ვაჟკაცურად თუ რამის თავის აქვთ.)))
ჰაჰა
30 მარტი 2019 11:10
0
Tan udrebs uryavdnen cageba unda chautvalon
Vaa
30 მარტი 2019 10:48
0
მართალია უდრებს არ ვიყავით მაგენმა კიდე
lsd
30 მარტი 2019 22:15
0
ორი ბურთის გატანა შეგვეძლო და ვიგებდით უეჭველი , ის ბურთები რომ არ გადმოეყარათ, ამიტომ წაგება უნდა ჩაუთვალონ
123
29 მარტი 2019 16:29
4
წაგებას უთვლიან
ზვიადი
29 მარტი 2019 16:14
2
ეს ბურთები ირლანდიას უეფასში გააქვს?!
კეთილისმსურველი
29 მარტი 2019 13:59
1
რაიქნება ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს....აუ თუ გააუქმებენ მოგებას გამისწორდება სასტიკად მეკიარა ჩვენზე გასწორებული არავინ იქნება ...
nikusha
29 მარტი 2019 13:49
12
არ არსებობს გაუქმების საფუძველი. ეს ილუზიაა.
მაქსიმუმ დააჯარიმონ ან შეუზღუდონ ამ სტადიონზე თამაში

არაუმეტეს
იდალგო
29 მარტი 2019 15:33
1
აუ მგონი ეშველა საქ.ნაკრებს, მერე ჩვენ რა ბაჩიკო.
გიორგი
29 მარტი 2019 12:28
0
ჩაუთვალეთ წაგება, 0-3 ბურთებიც გამოგვისწორდება.DDDDD
hhh
29 მარტი 2019 12:22
1
3:0 წაგება ირლანდიას !!!
გუგა
29 მარტი 2019 12:14
1

სიახლეები პოპულარული