ჯანო ანანიძე განმარტავს, რატომ არ გაჰყვა ნაკრებს დუბლინში

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ევროპირველობის შესარჩევი ციკლის მატჩში შვეიცარიასთან კი ითამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს დუბლინში ირლანდიასთან სათამაშოდ არ გაჰყვა. ამან გულშემატკივრების გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

"მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებსა და მხარდაჭერებს გვერდში დგომისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ძალიან დადებითი გზავნილები მივიღე, შვეიცარიელი ფეხბურთელისთვის გაწეული იმ მცირე დახმარებისთვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე.

მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი,
რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღიანი პაუზა ამეღო.

23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, სრულად მოშუშდება და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები ჩემი ნაკრებისთვის და ასევე გუნდისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს ჯანო ინსტაგრამზე.

29 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "კრილია სოვეტოვი" საკუთარ მოედანზე ტულის "არსენალთან" 0:1 დამარცხდა, ჯანო კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
და საერთოდ რას ამარიაჟებენ ამ ბიჭს, ერთი რიგითი ფეხბურთელია, რომელიც არასოდეს არ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს და ნუთუ მეტეს ახლა. ერთი ანდაზაა ,,ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოჩორი ეგონაო" ასაკი ისეთი აქვს ის ამაზე მეტს ვერ მოუმატებს და შეეშვით,რა. განა მისი სადარი არ მოგვეძებნება?? --რამდენიც გინდა, მარა რას იზამ მათ არ ყავთ პატრონი.
დათო
02 აპრილი 2019 08:20
0
რატომ უნდა განმარტოს ჯანომ ვინმესტვის რამე? ერტ ტეტრს უხდიან რომ ცამოდის,,წარმატებები ჯანო და მიხედე სენ საქმეს,,აქ ნაციონალებს რა გამოლევს
gigi
01 აპრილი 2019 16:37
2
ჯანო შენი და ნავალოვსკის იმედი მაქვს:))))
guga
31 მარტი 2019 01:05
2
ჯანო ნიჭიერი ფეხბურთელი რომ არ იყოს რუსები ამდენ ფულს არ გადაუხდიდნენ!!!
ზურა
30 მარტი 2019 20:41
2
ჯანო ანანიძის ფეხბურთი არ გაიშვა :) ვერც გოლი გააქვს, ვერც სახიფათო მომენტს ქმნის. არა აქვს ამ კაცს ნიჭი და რატომ იტყუებთ თავს? ნიჭი აქვს ჩაკვეტაძეს, კანკავას, კაშიას!
გიორგი
30 მარტი 2019 18:25
19
ვისც ჯანოში ეჭვი გეპარებათ გაიხსენეთ მისი წარსული,წარმატებები ჯანო და შენი იმედი გვაქბს ნაკრებში!
ირაკლი
30 მარტი 2019 14:19
4
სანამ აფერისტობას არ მოიშლით და კაცურად ცხოვრებას არ ისწავლით, მანამდე არაფერი გეშველებათ. ისწავლეთ რაგბისტებისგან კაცობა. 18 წლის ნებისმიერი რაგბისტი მირჩევნია კაცობით ყაველაშვილს, კობიაშვილს, ვაისს, კალაძესა და მაგათ საძმაკაცოს. ხვალ რო ომი დაიწყოს, ნებისმიერი რაგბისტი აიღებს იარაღს ხელში და წავა ომში. ესენი კი მაქსიმუმ შვეიცარიაში, იტალიაში ან მალდინის კუნძულებზე გაიქცევიან. ამ ტრამვებითაც ნუ ამოხვედით მართლა და მართლა ყელში. წლობით კითხულობდე კაცის ტრამვას ესეთი არაფერი გამიგია. ავადმყოფ მშობელს აღარ ვდარდობთ ზოგჯერ და ტატუებიანი და თმაშეღებელი ლევანა მჭედლიძე გვადარდეთ, მეტი საქმე არა გვაქვს!
კურდგელი ვაისი და ლენინი მოსკოვიდან
30 მარტი 2019 14:15
15
კარგი რა ჯიგარ შენ ახლა ფეხბურთელის და რაგბისტის მუხლებს და საერტოდ კუნტებს და ფიზიკურ მომზადებას ერთ სასწორზე ნუ დადებ რა
Emzar Duisburg
30 მარტი 2019 16:44
3
არ დატანჯა ეს კაცი ტრამვებმა! ვერა გვყავ კაი ექიმებიც ალბათ ნაკრებში!
კობი
30 მარტი 2019 13:36
3
აქ ჯანოში ეჭვის შეტანაზე არარის! აქ ფედერაციის ფეხებზე მკიდიაობაზეა! ფედერაციამ განგვიმარტოს რატო წავიდა ჯანო, რატო არ ჩამოვიდა ჩაკვეტაძე, მწვრთნელი რო არ გველაპარაკება ჩვენ გულშემატკივრებს მაგას ხო შეგვაჩვიეთ! ვითომ ვაისის პირადი გუნდი იყოს საქართველოს ნაკრები!!! ფედერაციისგან უნდა ვიღებდეთ ინფორმაციას და მწვრთნელი უნდა პასუხობდეს ჟურნალისტის შეკითხვებს! ვიღაცის მონაჭორს არ უნდა ვარკვევდეთ და არ უნდა ვმარჩიელობდეთ!
ბასკი
30 მარტი 2019 13:32
0
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები ვისაც გახსოვთ - პირდაპირ ნადირობა იყო ხოლმე ჩვენს ფეხბურთელებზე - მესხი,მეტრეველი, ბარქაია, ყიფიანი. გუცაევი, დარასელია, მაჩაიძე და სხვები და სხვები. პირდაირ ფეხებში ურტამდნენ რუსები, კასტალომებს ეძახდნენ, მსაჯიც მათ მხარეს იყო, არც ტელევიზია აშუქბდა, არ იყო სათანადო ტექნიკა, მაგრამ მაინც ვერ ამტვრევდნენ, ერთ-ორ თამაშს თუ გამოტოვებდნენ. არ მახსოვს ტრავმის გამო თვეობით არ ეთამაშათ. ახლა არ ხდება? ერთს მიეკარებიან და მერე მთელი წელი ვეღარ თამაშობენ. სერიოზული პრობლემა აქვთ ჯანმრთელობის მხრივ, კალციუმი არ აქვთ ძვლებში თუ რა არის?
ძველი გულშემატკივარი
30 მარტი 2019 12:52
2
ძველი სტატია მახსოვს,სადაც ვოვა გუცაევზე ლაპარაკობენ,რომ საავადმყოფოს საწოლზე,სამი წელი აქვსო საერთო ჯამში გატარებულიო.ვოვას დაახლოებით 300 მატჩი აქვს ჩატარებული სსრკ ჩემპიონატზე.ყველაფერი მართალია,მათ,მართლა არ ზოგავდნენ,მაგრამ სისწრაფეები და დატვირთვები შეუდარებლად დაბალი იყო,თანაც არ დაივიწყოთ,რომ ამ ბიჭებს ბავშვობა რა პერიოდში აქვთ გატარებული,როცა არ იყო სასმელი,საჭმელი და რაც იყო და არის,ისიც ღმერთმა იცის,რა ხარისხისაა.ამასთან ერთად,ძალიან ჩამორჩა ჩვენი ბავშვთა მწვრთნელების მომზადების და ტექნიკური აღჭურვის დონეც.ბავშვობაში არასწორი მომზადების შედეგები კი მომავალში ტრავმებით და ტრავმისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებით მთავრდება.შედეგიც სახეზეა.
სოსო
30 მარტი 2019 18:26
2
ვინ დარბოდა მაშინ ამდენს?ანდა სად იყო მაშინ ასეთი ზალისმიერი ფეხბურთი?რა აღარ გახსოვთ?
Emzar Duisburg
30 მარტი 2019 16:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული