Breaking News: ირლანდიას საქართველოსთან მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ Sportall.ge წერდა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში დუბლინში გამართული ირლანდია-საქართველოს მატჩის დროს მომხდარ ფაქტზე უეფამ დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და შემდეგ საჯარიმო დარტყმიდან ჩვენმა ნაკრებმა გოლი გაუშვა.

ირლანდიური მედიის ინფორმაციით, უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და გულშემატკივრების არასათანადო ქცევის გამო ირლანდიის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ უეფა 16
მაისს გამოაცხადებს.

გარდა ტექნიკური წაგებისა (0:3), ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 50 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, შვეიცარია 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს, ირლანდიის ნაკრები კი გიბრალტართან მატჩში მოპოვებული 3 ქულის ამარა დარჩა.

სწორედ ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში ადგილები, დღეს პირველი აპრილი რომ არ ყოფილიყო :)

მკითხველის კომენტარები / 53 /
საპირველაპრილო ხუმრობასაც ნიჭი უნდა ბიძიკო
მერაბ გ.
02 აპრილი 2019 07:00
0
რა გაუჩდი მამაშენს ასეთი ოხერი
უხ,ცირკი ხარ რა ცირკი
02 აპრილი 2019 01:30
3
რას გავს ეს საქციელი?????
გოგა
02 აპრილი 2019 01:16
1
რას ეკაიფებით ამ გამწარებულ ხალხს არ გცხვენიათ ტო???! რა სახუმარო თემაა. არ დაბლოკოთ ეს კომენტარი თუ წესიერი ხალხი ხართ
მამუკა
01 აპრილი 2019 23:55
9
ეს ტერმინი მკლავს რა "გამწარებული ხალხი" :D :D ჩვენს ქვეყანაში მასობრივად ცხოვრობს ამ კატეგორრის ხალხი რომელიც გვიკრძალავს გართობას, ხუმრობას, დღესასწაულებს და ა.შ. ყველაფერი ცუდად ხვდებათ გულზე გამწარებულ ხალხს და მაგიტომ არაგამწარებულებმაც უნდა შევწყვიტოთ ცხოვრება.
პ.ს. ზოგადად მაინტერესებს საქართველოს ნაკრების თამაშმა გაამწარა ეს ხალხი თუ რამე სხვა მიზეზია?
წესიერი ადამიანი (იმედი მაქვს)
04 აპრილი 2019 14:02
1
Kai tyuili gcodniat sapirvel aprilo
Tete1234
01 აპრილი 2019 23:45
1
არ ეკადრება ასეთ ჟურნალს მატრაკვერცობა. ჩვენ კიდე კაიფი გვინდა? ტფუი
roma bejanidze
01 აპრილი 2019 23:42
11
ვაუ....მაგარი იყო, ჩაგეთვალათ)) ვიფიქრე +1 ბურთი უკვე გვაქვს და იქნებ რამე გავიფორთხიალოთ მეთქი. გილოცავთ 1 აპრილს ყველას.
Geo_Dinamo
01 აპრილი 2019 22:37
3
ვააა ისე რა არი რა რაც გინდა რო მოხდეს იმას ადვილად იჯერებ სანამ ბოლომდე წავიკითხე უკვე ჩვენი ნაკრების შანსები შევაფასე მარა მწარე რეალობას სად გავექცევით,
გიგა
01 აპრილი 2019 21:33
1
მეგობრებო, ასეთ არასერიუზულ და სულელურ ხუმრობას თავმოყვარე გამოცემა და ჟურნალისტი არ იკადრებდა, მაგრამ ფედერაციიდან დაწყებული საკუთარი ჟურნალისტებით დამთავრებული ყველა ჩვენ გვეღადავება. ასეთ ჟურნალისტებს მივმართავ, რომ თავს საგინებლად ნუ გაიხდით
სოსო
01 აპრილი 2019 21:28
5
ბოლომდე არც კი წამიკითხავს ეგრევე გუგლს ვეცი სატურნირო მდგომარეობის გადასამოწმებლად)))) კი, 1 აპრილია, თოვლიც არ მოსულა თბილისში)))
ირაკლი
01 აპრილი 2019 19:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული