"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"

AutoSharing Option
ფოტო: bild.de

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, გერმანელმა კლაუს ტოპმიოლერმა BILD-თან ინტერვიუში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშაობის მიზეზებზე ისაუბრა.

2004 წლის აგვისტოში კლაუს ტოპმიოლერის "ჰამბურგი" გერმანიის თასზე "პადერბორნს" ხვდებოდა და გატანილი ორი სწრაფი გოლის მიუხედავად, 2:4 დამარცხდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა რობერტ ჰოიცერმა "ჰამბურგის" კარში ორი პენალტი დანიშნა, პროტესტების გამო კი მოედნიდან პირველ ტაიმშივე ფორვარდი ემილ მპენზა გააძევა.

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების დავალებით, ჰოიცერი მატჩებს აწყობდა, შემდეგ კი ამ მატჩებზე ტოტალიზატორებში ფსონები იდებოდა.

"პადერბორნთან" მატჩმა "ჰამბურგში" ჩემი კარიერა გაანადგურა. ჩვენ 2004-05
წლების სეზონი ცუდად დავიწყეთ. ამას თასიდან გამოვარდნაც დაემატა. როგორც იცით, ოქტომბერში გუნდიდან გამიშვეს.

მატჩი 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მივხვდი, რომ მსაჯი უჩვეულოდ იქცევა. ერთ-ერთი სასტვენის შემდეგ მსაჯის ასისტენტთან მივედი და ვუთხარი, რომ მთავარი მსაჯის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ დაცინვაა. ლაინსმენმა კი მიპასუხა, რომ მან ეპიზოდი სხვანაირად დაინახა. მატჩის დასრულების შემდეგ ჰოიზერს ვუთხარი, რომ საშინლად იმუშავა და მთელი მომზადება და შრომა წყალში ჩაგვიყარა.

მე არ მჯერა შეთქმულებების და მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. უბრალოდ მეგონა, რომ მსაჯს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. ჩემი, როგორც ფეხბურთელის წარმოდგენაში, ფეხბურთში თაღლითობა წარმოუდგენელია. როდესაც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ეს დაადასტურა, ჩემთვის ცა ჩამოინგრა.

"ჰამბურგიდან" წასვლის შემდეგ მე "კიოლნისა" და "ჰოფენჰაიმის" ვარიანტები მქონდა, მაგრამ ჰოიცერთან დაკავშირებული ისტორიის გამო გერმანიიდან წასვლა მინდოდა. შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩავიბარე", - განაცხადა ტოპმიოლერმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, გერმანელმა კლაუს ტომპიოლერმა BILD-თან ინტერვიუში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშაობის მიზეზებზე ისაუბრა.


2004 წლის აგვისტოში კლაუს ტოპმიოლერის "ჰამბურგი" გერმანიის თასზე "პადერბორნს" ხვდებოდა და გატანილი ორი სწრაფი გოლის მიუხედავად 2:4 დამარცხდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა რობერტ ჰოიცერმა "ჰამბურგის" კარში ორი პენალტი დანიშნა, პროტესტების გამო კი მოედნიდან პირველ ტაიმშივე "ჰამბურგის" ფორვარდი ემილ მპენზა გააძევა.


როგორც აღმოჩნდა, ხორვატი კრიმინალების დავალებით ჰოიცერი მატჩებს აწყობდა, შემდეგ კი ამ მატჩებზე ტოტალიზატორებში ფსონები იდებოდა.


"პადერბორნთან" მატჩმა "ჰამბურგში" ჩემი კარიერა გაანადგურა. ჩვენ 2004-05 სეზონი ცუდად დავიწყეთ, ამას თასიდან გამოვარდნაც დაემატა. როგორც იცით, ოქტომბერში გუნდიდან გამიშვეს.

მატჩი 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მივხვდი, რომ უჩვეულო რაღაც ხდებოდა. ერთ-ერთი სასტვენის შემდეგ გვერდით მსაჯთან მივედი და ვუთხარი, რომ მსაჯის ეს გადაწყვეტილება უბრალოდ დაცინვაა. ლაინსმენმა კი მიპასუხა, რომ მან სხვანაირად დაინახა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჰოიზერს ვუთხარი, რომ საშინლად იმუშავა და მთელი მომზადება და შრომა წყალში ჩაგვიყარა.

მე არ მჯერა შეთქმულებების და მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. უბრალოდ მეგონა, რომ მსაჯს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა. ჩემს, როგორც ფეხბურთელის წარმოდგენაში, ფეხბურთში თაღლითობა წარმოუდგენელია. როდესაც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ეს დაადასტურა, ჩემთვის ცა ჩამოინგრა.

ამის შემდეგ მე მქონდა "კიოლნისა" და "ჰოფენჰაიმის" ვარიანტები. მაგრამ ჰოიცერთან დაკავშირებული ისტორიის გამო გერმანიიდან წასვლა მინდოდა. შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩავიბარე", - განაცხადა ტოპმიოლერმ.ა

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0