"ჩაკვეტაძე დაგვაკლდა... შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "რუმსში" ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზევე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ჩილესთან აწარმოებს და დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

- გიორგი არაბიძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში კარგი შეხვედრები ჩაატარა. რატომ ვერ ვხედავთ მას ეროვნულ გუნდში?
- არაბიძემ ნაკრებში შანსი მიიღო. ამ დონის ტალანტმა საკუთარ კლუბში მეტი უნდა ითამაშოს და საკუთარი ხარისხი აჩვენოს. ის 20 წლისაა და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ არის
ერთადერთი, ვისაც კლუბში პრობლემები აქვს.

- ჯანო ანანიძემ ირლანდიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 3 დღეში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რა მოხდა?
- ჯანო შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ფეხი სტკიოდა. მან იცოდა, რომ მასზე იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ კარგად არ გრძნობდა თავს, კლუბში დაბრუნებულიყო.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს მეტოქეზე მაღალი დონის მოთამაშეები და ეს არის მარცხის მიზეზი, მაშინ რატომ ახანგრძლივებთ ასეთ გუნდთან კონტრაქტს?
- მე ვთქვი, რომ იმ მომენტში, როდესაც შვეიცარიას ვეთამაშეთ, ჩვენი ფეხბურთელები შესაბამის დონეზე არ იყვნენ მომზადებულები. უამრავი ტრავმა იყო, ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონატი ახალი დაწყებული ჰქონდა.

არც მე ვარ გვარდიოლა ან მოურინიო, მე ვაისი ვარ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში პროგრესს ხედავენ. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ვიღებ, როგორც მოგებულ, ასევე წაგებულ მატჩებზე.

მე, ალბათ, ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ვიდრე სხვა მწვრთნელებს ჰქონიათ საქართველოს ნაკრებში. როცა ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის, წავალ.

- საქართველოს ნაკრების ორ მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, გაგრძელდება თუ არა როტაცია და ვის მიიჩნევთ დღესდღეობით ცენტრფორვარდის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტად?
- ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯიმი ტაბიძეს კარგი პერიოდი აქვს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გააგრძელა.

იმ შემთხვევაში თუ ნაკრებში ნავალოვსკი არ იქნება, განვიხილავთ ლევან ხარაბაძის და ლაშა დვალის კანდიდატურას. ნავალოვსკი ჯერ 32 წლისაა და მისი გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სამი წელია ტრავმების გამო ლევან მჭედლიძე მოედანზე ვერ ვიხილეთ, არადა ეს მოთამაშე ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. გიორგი ქვილითაიამ კი, საზარელი ტრავმის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, მაინც მოახერხა დაბრუნება და მას თამაშის დიდი სურვილი და მონდომება აქვს.

კმაყოფილი ვარ არველაძის თამაშითაც, პირველი შეხვედრისთვის ნორმალურად იასპარეზა.

გაფართოებულ სიაში გვაქვს ბექა მიქელთაძის გვარიც, რომელიც "ანორთოსისში" ასპარეზობს, არ არის გამორიცხული უახლოეს მატჩებში ისიც ვიხილოთ.

- რამდენად დაგაკლდათ გიორგი ჩაკვეტაძე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან და რამდენად ნორმალურია, რომ მის გარეშე გუნდი წარმატებას ვერ აღწევს?
- გიორგი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ლოგიკურია, რომ ის დაგვაკლდა. შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე. ან "ბარსელონა" და "იუვენტუსი" აიღეთ, მესისა და რონალდოს გარეშე - სულ სხვა გუნდებია.

შეხედეთ რა დაემართა მადრიდის "რეალს", მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წასვლის გამო.

- თქვენ თქვით, რომ ირლანდიასთან მატჩში ლორიამ ცოცხალი კედელი ვერ დააყენა და ამას მოჰყვა გოლი...
- მე გოლი გიორგი ლორიასთვის არ დამიბრალებია, ეს მთლიანად გუნდის შეცდომა იყო. უბრალოდ, ფაქტია, რომ კედელი არასწორად იდგა და საჯარიმოდან გოლიც ამას მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ეს კაცი თამაშის დროს ჩამოდის მარტო. არც აინტერესებს შედეგი ვერ ხედავთ?
დავით 67
31 მაისი 2019 18:38
0
აქ კომენტარი წავიკითხე ნუ მოვთხოვთ ნაკრებს ათეულის გუნდებთან მოგებასო. ათეულის ერთი და ორი გუნდი სულ გვეყოლება ჯგუფში და თუ ვერ მოუგეთ ვერასოდეს გავალთ ჯგუფიდან და მართლა გავაუქმოთ ფეხბურთი. ისე ირლანდია 33 იყო როცა ვეთამაშეთ. არ გვყავს ისეთი სუსტი ნაკრები,რო ირლანდიასთან მარტო ერთი კარში დარტყმა გვქონდეს. ვაისი სუსტი მწვრთნელია და მშიშარა.
ზუგდიდი
13 აპრილი 2019 21:53
5
ქვეყანაში სადაც ფეხბურთი ნომერ პირველ სპორტის სახეობად ითვლება, იმ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ისე ხდება მეორე ვადით არჩეული რომ კონკურენტი იურიდიულად არ გააჩნია.ეს არის პასუხი იმაზე , თუ რატომ ვართ ასეთ დღეში!
ფეხბურთი
13 აპრილი 2019 18:08
7
იმ ნაკრებს და გუნდს რა უთხარი მარტო ერთი 19 წლის ბიჭის იმედად რო იქნება. რაღა უნდა მოთხოვოთ აწი ამათ....სირვხვილია მართლა. ღმერთმა არ ქნას და ბელორუსთან ჩაკვეტაძე რო დაგვაკლდეს ვერ უნდა მოვუგოთ? რავიცი რავიცი....
gg
13 აპრილი 2019 16:45
3
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს წელიწადში რვაასიათასი აქვს ხელფასი, რომელმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. ვაისსაც იგივე ხელფასი აქვს და შესარჩევიდან გასვლა მაინც არ უნდა მოვთხოვოთ?
ფეხბურთი
13 აპრილი 2019 15:30
3
შეადარე რა
4444
13 აპრილი 2019 16:16
1
ვერ მოთხოვ ამ ჯგუფიდან გასვლას. არ გვყავს შესაბამისი დონის ფეხბურთელები. არც მოდრიჩი და რაკიტიჩი გვყავს და არც მანძუკიჩი. ამ ნაკრებით ჯგუფიდან ვერც ვაისი გავა და ვერც მოურინიო ან კლოპი. სწორი ამბიციები უნდა გვქნდეს. მაგალითად ბელარუსთან მოგება. და არა მსოფლიო რწიტინგის ათეულის ქვეყნებთან მოგებაზე ფიქრი.
სანდრო
13 აპრილი 2019 16:04
6
Kidev kargi chakvetadze gvyavs tore riti gaimartlebda tavs mere . Rashiamartali nakrebis fexburtelebs klubis fexburtelebs rom adarebs ?! Shveicarias shaqiri ar yavda mase mara ramit daaklda ? ))))) tranvirebulebs da ukluboebs specialurad idzaxebs rok tavi imartlos mere?! Eseti shtabechdileba rcheba ashkarad
Emigranti
13 აპრილი 2019 14:11
6
ეს კაცი მართალია რასაც ამბობს,ამბობს იმას რასაც ხედავს,უბრალოდ ჩვენ არ გვინდა დავინახოთ და გავიგონოთ.არ გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელებიც კი,მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელით დამტავრებული,ამ დონით დიდ ფეხბურტს ვერ ითამაშებთო გვეუბნება და შედეგიც არ გექნებათო,აქპრობლემა ფეხბურთელის აღზრდაშია და ამას გვეუბნება ეს კაციც ,ჩვენ კი ჯიუტად შედეგს ვიტხოვტ
ჯაბა
13 აპრილი 2019 12:23
10
მერე რომ არ გვყავს, არ შეიძლება რომ მწვრთნელი მაინც იყოს მაღალი დონის? ხელფასს რაში ვუხდით რომ ყველა თამაში წააგოს და მერე გვითხრას მე რა ვქნა თქვენ ფარჩაკები იყოთო?
4 წელია აქ არის და ნაკრების მიერ ერთი ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია არ მახსოვს მე
lasha
13 აპრილი 2019 15:02
5
აღიარე შენი შიშები და შეცდომები და უფრო მეტად მოგეშვება, ჩვენც უფრო ადვილად გაპატიებთ. შეცდომებს ყველა უშვებს. შვიდი მცველით რო გამოგყავს გუნდი ჩაკვეტაძე კი არა მესი რო გაგვექართველებინა მაინც ვერ გავიტანდით გოლს ვერცერთ თამაშში. შეგეშინდა და შეგეშალა დაცვაში გეგონა კიელინი ბონუჩის წყვილი გყავდა და გოლს არ გავუშვებდით, თავდასხმაში გეგონა ჰუსეინ ბოლტი გყავდა და ერთხელ რო ამოკრავდა მცველი ბურთს ფეხს ის ყველა ბურთს დაეწეოდა ყველას გაასწრებდა, ყველას მოატყუებდა და გოლს გაიტანდა. მოკლედ აგერია რამსები და აღიარე ეს.
dadu
13 აპრილი 2019 12:18
3
ალბათ ძნელია არ დაეთანხმო...სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ,მარტალია ეს კაცი მეკარე კედელს ვერ აყენებს,მცველი კაცს ვერ იჭერს .თავდამსხმელი ბურთს ვერ ეწევა..ამ კაცის ნათქვამი არავის ესმის
რობიკო
13 აპრილი 2019 12:11
10
Ratom ayenebs dzirotadshi maset mekares. Ratom idzaxebs uklubo fexburtelebs. Roca aris alternativa ase tu ise . Zarandia arabidze tundac oqris magivrad . An marcxena mcvelis poziciaze ratom unda gyavdes sami mcveli elementarulia rom ar aris es kaci im donis rasac tavs gvaxveven.. sul tavs imartlebs da ratom sanam tamashi daicyeba laparaks icyebs . Aman exla.moirchina tranva mzad ar aris is uklubod aris da ase shemdeg. 5 cutit satamashod arcert mcvrtnels ar shetavs da tamashis bedis gadasacyvetad. Umeyes cilad drois gasayvanad sheyavt rom icodet
Emigranti
13 აპრილი 2019 16:09
3
მართალია ეს კაცი რას ერჩით, არგამოვა სალამური ამ საქმიდან და ამას პირდაპირ ამბობს
რონნალდ
13 აპრილი 2019 12:04
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ევროშესარჩევი
#
გუნდი
1
ირლანდია
2
2
0
0
2
6
2
შვეიცარია
2
1
1
0
2
4
3
დანია
1
0
1
0
0
1
4
გიბრალტარი
1
0
0
1
-1
0