"ჩაკვეტაძე დაგვაკლდა... შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "რუმსში" ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზევე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ჩილესთან აწარმოებს და დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

- გიორგი არაბიძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში კარგი შეხვედრები ჩაატარა. რატომ ვერ ვხედავთ მას ეროვნულ გუნდში?
- არაბიძემ ნაკრებში შანსი მიიღო. ამ დონის ტალანტმა საკუთარ კლუბში მეტი უნდა ითამაშოს და საკუთარი ხარისხი აჩვენოს. ის 20 წლისაა და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ არის
ერთადერთი, ვისაც კლუბში პრობლემები აქვს.

- ჯანო ანანიძემ ირლანდიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 3 დღეში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რა მოხდა?
- ჯანო შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ფეხი სტკიოდა. მან იცოდა, რომ მასზე იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ კარგად არ გრძნობდა თავს, კლუბში დაბრუნებულიყო.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს მეტოქეზე მაღალი დონის მოთამაშეები და ეს არის მარცხის მიზეზი, მაშინ რატომ ახანგრძლივებთ ასეთ გუნდთან კონტრაქტს?
- მე ვთქვი, რომ იმ მომენტში, როდესაც შვეიცარიას ვეთამაშეთ, ჩვენი ფეხბურთელები შესაბამის დონეზე არ იყვნენ მომზადებულები. უამრავი ტრავმა იყო, ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონატი ახალი დაწყებული ჰქონდა.

არც მე ვარ გვარდიოლა ან მოურინიო, მე ვაისი ვარ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში პროგრესს ხედავენ. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ვიღებ, როგორც მოგებულ, ასევე წაგებულ მატჩებზე.

მე, ალბათ, ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ვიდრე სხვა მწვრთნელებს ჰქონიათ საქართველოს ნაკრებში. როცა ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის, წავალ.

- საქართველოს ნაკრების ორ მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, გაგრძელდება თუ არა როტაცია და ვის მიიჩნევთ დღესდღეობით ცენტრფორვარდის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტად?
- ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯიმი ტაბიძეს კარგი პერიოდი აქვს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გააგრძელა.

იმ შემთხვევაში თუ ნაკრებში ნავალოვსკი არ იქნება, განვიხილავთ ლევან ხარაბაძის და ლაშა დვალის კანდიდატურას. ნავალოვსკი ჯერ 32 წლისაა და მისი გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სამი წელია ტრავმების გამო ლევან მჭედლიძე მოედანზე ვერ ვიხილეთ, არადა ეს მოთამაშე ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. გიორგი ქვილითაიამ კი, საზარელი ტრავმის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, მაინც მოახერხა დაბრუნება და მას თამაშის დიდი სურვილი და მონდომება აქვს.

კმაყოფილი ვარ არველაძის თამაშითაც, პირველი შეხვედრისთვის ნორმალურად იასპარეზა.

გაფართოებულ სიაში გვაქვს ბექა მიქელთაძის გვარიც, რომელიც "ანორთოსისში" ასპარეზობს, არ არის გამორიცხული უახლოეს მატჩებში ისიც ვიხილოთ.

- რამდენად დაგაკლდათ გიორგი ჩაკვეტაძე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან და რამდენად ნორმალურია, რომ მის გარეშე გუნდი წარმატებას ვერ აღწევს?
- გიორგი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ლოგიკურია, რომ ის დაგვაკლდა. შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე. ან "ბარსელონა" და "იუვენტუსი" აიღეთ, მესისა და რონალდოს გარეშე - სულ სხვა გუნდებია.

შეხედეთ რა დაემართა მადრიდის "რეალს", მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წასვლის გამო.

- თქვენ თქვით, რომ ირლანდიასთან მატჩში ლორიამ ცოცხალი კედელი ვერ დააყენა და ამას მოჰყვა გოლი...
- მე გოლი გიორგი ლორიასთვის არ დამიბრალებია, ეს მთლიანად გუნდის შეცდომა იყო. უბრალოდ, ფაქტია, რომ კედელი არასწორად იდგა და საჯარიმოდან გოლიც ამას მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ამ ქვეჯგუფიდან ესენი გამსვლელები არ არიან და დარჩენილ თამაშებში ნელ-ნელა შეაჩვიოს ნაკრებს კარაცხელია არაბიძე,არველაძე,ზარანდია,ხარაბაძე,პაპუნაშვილი,და ვინც თავს გამოიჩენს.არიან ეროვნულ ჩემპიონატშიც რამოდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელებიც.მე დავინახე ამერიკიდან და ნუთუ ეს ვერ ხედავს.არ ესწრება გასაგებია, მარა კომპიუტერითაც არ უყურებს.
კახა ქირია
12 აპრილი 2019 23:44
3
მე ჩვენი ჩემპიონატიდან დინამოელი შულაია მომწონს
გოგა
13 აპრილი 2019 09:57
2
უნდა გაგაწბილო, მაგ ჩამოთვლილთაგან ჯერ ნაკრებში ვერავინ გაქაჩავს პაპუს გარდა.
საინტერესოა
13 აპრილი 2019 09:57
5
ეს კაცი მართლა ვერაა ხო იცით. ამისთვისაც უსწავლებიათ ქართველებს ეშმაკური საუბარი:) რეალს და ბარსას გვადარებს ეგ კაცი, არადა ორივე თამაში ფეხბურთელებს გადაბრალა წაგება.
გოგა
12 აპრილი 2019 23:46
11
ამან სულ აურია ამ ბოლო დროს , დაანებე თავი ჭაკვეტაძეს ... არ იყო ჭაკვეტაძე ნაკრების გასაწვეთნელას რომ მოხვედი ბიძია და ნუ ათამაშებ დეხბურთელებს შეუსაბამო პოზიციებზეეეეეეე !!!!!
benji
13 აპრილი 2019 00:32
12
ერთა ლიგა ჩაკვეტაძემ მოიგო პირადად და დანარჩენი თამაშები ყველა წააგე და საერთოდ რას გვიზიხარ მწვრთნელად ვერ ვხვდები :) კობიაშვილსი დებილ თავში ჩამახედა პროსტა, ცხადაძე რო მოხსნა))) ყველაზე მაგარი მწვრთნელი ვინც კი გვყოლია)) ნაღდ ქართულ, კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებს :)
Tbiliseli
13 აპრილი 2019 01:31
9
რას ჩააცივდით არაბიძეს?! არ არის ეგ ბიჭი ჯერ ნაკრებისთვის მზად!
Gio
13 აპრილი 2019 10:52
7
მართალია ეს კაცი რას ერჩით, არგამოვა სალამური ამ საქმიდან და ამას პირდაპირ ამბობს
რონნალდ
13 აპრილი 2019 12:04
8
თქვენი კომენტებით გამოდის, რომ მაგარ დონეზეა ქართული ფეხბურთი, გვყავს მაგარი ფეხბურთელები, უბრალოდ ვაისი არ ვარგა.
ერიჰაა
13 აპრილი 2019 10:04
7
ჩვენები რომ ერთმა ლიგას თამშიდან თამაშამდე იგებდნენ - მაშინ ვამბობდი, რომ ეს კაცი გასაშვებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი საქმე გააკეთა ნაკრებში. მადლობა უნდა ვუთხრათ და მოვიყვანოთ ახალი მწვრთნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრები ჩარჩება განვითარების იმ ეტაპზე, სადაც მივიდა. ჩაკვეტაძის მოსვლით ნაკრებს ჭირდება ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი, რომელიც გრძნობს თამაშს და ცვლის ტაქტიკას, სტრატეგიას მიმდინარეობისას. შეცვლებს არ აგვიანებს, შემადგენლობას სწორად ირჩევს მეტოქიდან გამომდინარე. იმ თამაშებს მაშინაც ვამბობდი - იგებდა პირადად ჩაკვეტაძე. ვაისის დამსახურება ის იყო, რომ ფრთხილობდა და გუნდს ამავდროულად კარგი ატმოსფერო შესძინა , შეკრა, მაგრამ რადგან გიორგი საჭირო დროს თავის თავზე იღებდა თამაშს, როცა ხედავდა რომ მწრთნელი შეცვლებს აგვიანებდა - ეს გვყოფნიდა. ეხლა გვინდა განვითარება, ამიტომ იფიქრეთ ვინმე ალღოიან, დისციპლინის მოყვარულ და შემოქმედებითი ტიპის მწვრთნელზე.

მართლა სიმპატიური კაცია და პირადად ნამდვილად არაფერს ვერჩი, მარა ვერ კითხულობს თამაშს დროულად და ამ შეცვლებს რეგულარულად აგვიანებს, ეს კიდევ ნაკრებია
გადასარევი გიორგი
13 აპრილი 2019 02:58
9
ამიტომ ვიფიქრეთ ალღოიან, დისციპლინის მოყვარულ და შემოქმედებითი ტიპის მწვრთნელზე და ვითხოვთ ცხდაძეს და მხოლოდ მას (არავის სხვას)
giga
13 აპრილი 2019 09:50
8
ვერა და ვერ მოვიწონე ეს კაცი! სუსტი, უმოტივაციო და უპრინციპოა, რაღაცნაირი მოდუნებული ტიპია! ერთა ლიგა და უსუსტესი ნაკრებები რომ არა - ორი შესარჩევია მოგება არ აქვს და მაინც მწვრთნელია და მაინც იმედი გვაქვს?
...კიდევ ხელფასზე რო დაიწყო ლაპარაკი და თავი დაგვამადლა!
იმის იმედი მაქვს რო ბიჭების ბრძოლით და მონდომებით იქნებ ბელარუსს როგორღაც გავცდეთ და მერეც რაღაც იქნება!
ვაისის იმედი არ მაქვს და არც არასდროს მქონია!..
ბასკი
13 აპრილი 2019 11:09
9
ეს მგონია მახსრად გვიგდებს და კარგადაც გამოსდის...ყოჩაღ ვლადიმერ!
დატა
13 აპრილი 2019 12:00
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული