ალექსანდრე იაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ყველაფერი სწორად იცოდეს

AutoSharing Option
სასტუმრო "რუმსშ" ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.

"გამომდინარე იქიდან,რომ ნაკრების გარშემო ბევრი კითხვა დაგროვდა, ჩვენ მთავარ მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მედიას ასეთ ფორმატში შევხვედროდით და მიზანი სწორედ ის იყო, რომ საზოგადოებისთვის და მედიისთვის ყველაფერი სწორად აგვეხსნა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ყველაფერი სწორად იცოდეს, რადგან ეს საერთო საქმეა. ეროვნული ნაკრების წარმატება სრულიად საქართველოს წარმატებას ნიშნავს.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ძალიან სასიხარულოა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და გასულ ტურში 20 წუთი ითამაშა. გიორგის დღესაც
ვესაუბრე და მისი თქმით, მომდევნო თამაშში მეტ სათამაშო დროს მიიღებს. მას ფეხი თითქმის აღარ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ზაფხულის შეხვედრებისთვის ის 100 პროცენტით მზად იქნება.

ჯანოს შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა და არცერთ ფეხბურთელს არ მოუცია იმის საბაბი, რომ მათ არ ვენდოთ. ჯანომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავის ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებს და მე დარწმუნებული ვარ, მას რომ შეძლებოდა ირლანდიის წინააღმდეგ თამაში, აუცილებლად ითამაშებდა."

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული