ეროვნული ლიგა. XI ტური: "დილამ" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "დილამ" საკუთარ მოედანზე "ჩიხურას" 2:0 მოუგო.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ. ჯერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ნონიკაშვილმა ჰამზიჩის  კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, ხოლო შემდეგ გრიგალაშვილის მარჯვენა ფლანგიდან განივ გადაცემაზე გოშთელიანმა მცველს დაასწრო.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და "დილამ" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 ლევან ნონიკაშვილი (12), 2:0 გურამ გოშთელიანი (24)

დილა (3-4-3): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ერიკს
სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი, ალვინ ფორტესი (ლუკა რაზმაძე 73), გიორგი კუცია (ნუგზარ სპანდერაშვილი 80), ლევან ნონიკაშვილი (კ), გურამ გოშთელიანი (ისიფუ ლემპტი 87)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, ირაკლი კამლაძე, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (კ) (დავით მეგრელიშვილი 28), ოლეგ მამასახლისი (დავით იონანიძე 72), თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბიძინა მახარობლიძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, ბესო დეკანოიძე (მიხეილ ერგემლიძე 28)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
gundidan gashvebulma kutaisleba mogiges fruidze
sachxerski
15:11 06-05-2019
0
chixura da41
sachxerski
15:05 06-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული