3 მლნ ლარი - "საბურთალომ" ევროთასებზე ჯერჯერობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ ევროპა ლიგის შესარჩევ რაუნდზე გადაერთო.

შესაბამისად, თუ სასწაული არ მოხდა, "საბურთალომ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხაც გადაეცემა.

ამ დროისთვის "საბურთალოს" 660 000 ევრო აქვს გამომუშავებული, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კი 280 000 ევროა განკუთვნილი. შესაბამისად, "საბურთალოს" უეფასგან უკვე 940 000 აქვს, რაც დღევანდელი კურსით 3 053 622 ლარია.

ეს ჯერჯერობით ყველაზე მეტია მიმდინარე სეზონში ქართულ კლუბებს შორის.

აქ კი შეგიძლიათ კონკრეტულად ნახოთ, რომელ ეტაპზე რა თანხა გამოიმუშავა "საბურთალომ":

  • ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო
  • ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 380 000
  • ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

  • ჯამში: 940 000

იმ თანხას, რასაც კლუბი გამოიმუშავებს, ის ევროთასების სეზონის ბოლოს მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ "საბურთალო" ასევე მიიღებს თანხას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისგან, მას დაახლოებით 5 000 000 ლარი მაინც ექნება.

უხეშად რომ დავთვალოთ, ეს თანხა საფეხბურთო კლუბის სარჩენად სამყოფი არაა, მაგრამ სწორი განკარგვის პირობებში შესაძლოა კლუბმა თავი მაინც შეინახოს.

აქ ყურადღებას მხოლოდ ფონდისა და უეფასგან მოცემულ თანხებზე ვაკეთებთ. ამის გარდა, კლუბს სხვა შემოსავალიც ექნება, როგორიც არის ტრანსლაციიდან შემოსავალი, გაყიდული ბილეთებიდან, ტრანსფერებიდან და სპონსორებისგან. მართალია, მცირე, მაგრამ მაინც.

შეგახსენებთ, რომ მესამე ეტაპზე "საბურთალო" "არარატ-არმენიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
saburtalo zagrebs ver chexvdeba, zagrebi ligas itamachebs cels, tu ararats gacda perencvarochi an kluji chexvdeba saburtalos an cvena zvezda .kvela chemtxvevachi pleiopi unda itamachos da didi chansi akvs evropaligis jgupchi moxvdes, me carmatebas usurveb saburtalos karg pegburtsac tamachobs da chempionatchic scorad moikca, ar isargebla torpedos mdgomareobit da ar daitaca pegburtelebi sxva klubebisgan gansxvavebit ,pirikit dasaxmareblatac mzad iko , sxva klubebs rom gamoetkvat survili, magram es aris sakartvelos pegburtis solidaroba, magram sxvis ubedurebaze chen bednierebas ver aickob,dges torpedos uchirs dachlis pirasaa isedac dachlilia, xval cheizleba nebismieri sxva gundi agmochdes aset dgechi, chven xo sakartvelochi vcxovrobt sadac pegburtis done vitom imatebs.
ქუთაისელი
03 აგვისტო 2019 15:06
3
ევრო ასპარეზზე სამარცხვინო გამოსვლისთვის-გუნდებს,ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ!..
Fz
03 აგვისტო 2019 14:53
9
ვინ შეგვარცხვინა და ვინ მოგვჭრა თავი?
სოსო
05 აგვისტო 2019 18:38
0
ეს კაცი პრეზიდენტი როა , ის ხეჩიკაშვილი არაა ცხადაძე რო გააგდო ნაკრებიდან? თქვენი არვიცი, მარა მე ამ კაცის მიერ საბურთალოს აყვავებისა და გაძლიერების ამბავისა მომავალში, არ მჯერა ნამდვილად! მისი პროფესიონალიდან გამომდინარე ამ საქმეში, რასაც ქართული ფეხბურთი ქვია, ძალიან ეჭვი მეპარება ამ კაცმა რამე გააკეთოს ან შეეძლოს გაკეთება რაიმესი ქართული ფეხბურთისათვის და თუნდაც ამ გუნდისათვის , რომლის პრეზიდენტიც ბრძანდება!
ზაზა
03 აგვისტო 2019 14:50
7
მისი შექმნილია ეს გუმდი და რას უწუნებ მუშაობაში?
სოსო
05 აგვისტო 2019 18:40
0
ვისაც დაავიწყდა დაავიწყდეს, მარა მე არ დამვიწყებია ამ კაცის (ხეჩიკაშვილის) წვლილი კახა ცხადაძის ტყუილუბრალოდ გაგდებაში საქართვლეოს ნაკრებიდან, რომელი ადამიანიც ახლა საბურთალოს უდგას სათავეში, პრეზიდენტი ყოფილა თურმე, არც ვიცოდი! თქვენი არვიცი, მარა მე ამ კაცის პროფესიონალიზმის არ მწამს და ძალიან ეჭვი მეპარება საბურთალომ მაგის ხელში რამეს მიაღწიოს! ძალიან მეპარება ეჭვი!
zaza
03 აგვისტო 2019 14:32
10
ტყუილად არ გაუგდიათ, არა ადეკვატური ხელფასი ჰქონდა კაცს რომელსაც როგორც მწვრთნელს არაფრისთვის არ მიუღწევია და კიდევ იბრიქებოდა, გასაგდები იყო და გააგდეს.
niko
03 აგვისტო 2019 18:21
3
ფინანსები კარგია,რაც მეტი ფული ექნებათ გუნდებს მით უფრო კარგი,მაგრამ მე უფრო მეტად თამაშის ხარისხის მომატება მიხარია,გუნდებმა აჩვენეს,რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე იზრდება,ეს ძალიან კარგია. პ.ს.სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ფულს მოაქვს უფრო მაღალი ხარისხი და პირიქით ხარისხს ფული.
sake
03 აგვისტო 2019 13:47
1
სამი მილიონი აფერი არაა, განა რამდენი ჯიპი მოვა? ჰა, ჰა შვიდი, ესაა სულ!!!
კ ო მ ბ ლ ე
03 აგვისტო 2019 13:11
11
საქართველოს ჩემპიონატის დღევანდელი დონეც კი სრულიად საკმარისია, რომ მინიმალური დანახარჯებით ერთ-ორი გუნდი მუდმივად ხვდებოდეს ძირითად ბადეში და ცოტა მეტი ფინანსებითა და მონდომებით ჩემპიონთა ლიგის ბადეში მოხვედრაც შეიძლება, რაც ჩვენზე ბევრად არასაფეხბურთო ქვეყნებმაც კი მოახერხეს... საქართველოში ევროები და ევროტურისტები წვიმასავით წამოვიდოდა და ეროვნულ ბანკს აღარ დასჭირდებოდა არაფრისმომცემი და დროებითი ინტერვენციების განხორციელება ლარის კურსის დასაოკებლად... გასაგებია, რომ ფედერაციის მესვეურებს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს და დღეში სამჯერ რომ აჭამო ერბოკვერცხი, ტაბაკის წიწილისკენ არც გაიხედავენ, მაგრამ კიდევ ხომ უნდა არსებობდეს ვიღაც ან ვიღაცეები, ვისაც ეს ჩიჟი-პიჟი ყელში ამოუვიდა?!...
მ. ტ.
03 აგვისტო 2019 12:04
3
აუცილებლად გავივლით სომხურ ბარიერს და პლეიოფში ვითამაშებთ!
წარმატებები!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
03 აგვისტო 2019 10:39
2
რა არ მოგეცონა ? ჯერ გადახტი და ჰოოპ მერე დაიძახეო ? არა მართალი ეს კაცი? შენ გურჯი გრუზინ არის ?
Martlaa - ს - S
04 აგვისტო 2019 18:30
0
Martlaa - ს
შენ სომეხი არის?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
03 აგვისტო 2019 14:46
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული