ვაისის სია ერთ კვირაში გამოქვეყნდება - საქართველო სამხრეთ კორეას შეხვდება?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევის ფარგლებში, თბილისში დანიის ნაკრებს შეხვდება. თუმცა მანამდე, 5 სექტემბერს, შეიძლება სტამბულში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდეს.

როგორც მოგეხსენებათ, შესარჩევში ჩვენი ჯგუფი 5-გუნდიანია. შესაბამისად, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სათამაშო დღე აქვს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთკორეელებთან და მალე შესაძლებელია ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს.

დაპირისპირების ადგილი კი თურქეთის ქალაქი სტამბული იქნება. აქამდე საქართველოს ნაკრები სამხრეთკორეელებს არასდროს დაპირისპირებია.

რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას, ვლადიმირ ვაისის სია მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

altგიორგი ჩაკვეტაძე: სავარაუდოდ, 6 თვეში დავიწყებ თამაშს

16-30/08/geo4.jpg" border="0" alt="alt" title="ვაისის სია ერთ კვირაში გამოქვეყნდება - საქართველო სამხრეთ კორეას შეხვდება?" style="height: 50px; width: 50px;" />16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა სამხრეთ კორეა ვერ არიან რააა ....ესენი ისეთ სიჩქარეებზე თამაშობენ რომ ჩვენი ოპელი მაგათ ფერარისთან ვერაფერ კარგს ვერ გამორჩება გარდა ერთისა თავიანთი თვალით ნახონ თუ როგორ უნდა სირბილი ....ოკ დანიასთან მოგების შანსი ისედაც მცირე იყო და კორეელების შემდეგ ქანცგამოცლილები ფრის შანსიც აორთქლდება ....თანაც ისეთ ტემპზე თამაშის გამო ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ ზოგიერთმა ხრუსტალის ფეხბურთელებმა შეიძლება ტრამვებიც კი აიკიდოს ...ასე რომ ვერ არის ეგ ძაან კარგი არჩევანი თან თურქეთში თამაში რა უბედურებააა ...როდესაც 48 საათის შემდეგ სახლში ოფიციალური თამაში გვაქვს ...
ეხაააა
21 აგვისტო 2019 17:55
1
ჯობდა ჩრდილოეთ კორეას შევხვედროდით ჩვენი პოლიტიკური ორიენტაციის შესაბამისად.
ოჩოპინტრე
21 აგვისტო 2019 19:59
19
P.S. არარატ არმენიასთან განცდილი სირცხვილის ამბავი გადაგორდა, პასუხისმგებელი (ოღონდ არა მხოლოდ სიტყვით) არავინ არის?!
........
21 აგვისტო 2019 17:10
4
ბუკმეკერულმა კანტორებმა საკუთარ თავზე აიღეს საბურთალოს მარცხი)))
ოდდსპორტალი
21 აგვისტო 2019 20:57
1
ჩრდილოეთ კორეასთან ჯობია,თანაც ერთნაირად მოაზროვნე მთავრობა გვყავს))) ვიცი საბჭოთა ცენზურა არ გაატარებს მაგრამ მაინც ვწერ))
ბათუმის ფანი
21 აგვისტო 2019 16:51
29
ეს იქნება ძალიან წინდაუხედავი ქმედება, ასეთ სწრაფ გუნდთან თამაში, შემდეგ ამხელა გზა და ორ დღეში დანიასთან შეხვედრა! რა არის ფედერაციაში არავინ ხართ?!
x.x
21 აგვისტო 2019 22:19
1
ევროპაზე უნდა გავიდეთ, კოსოვო შეგვხვდება. ნახევარდაცვა გვეყოლება ძალიან კარგი, გამოყენება უნდა ამ შანსს
შოთა
22 აგვისტო 2019 06:16
0
თავდამსხმელი არ ჰყავს ნაკრებს და გელა ნუგზარაშვილს მაინც არ იძახებენ.
ეს უნამუსობა უნდა დასრულდეს!
უნდა დავიწყოთ უვადო აქციები მთელ საქართველოში ნუგზარაშვილის მხარდასაჭერად და ვაისის გადასაყენებლად!
მურმანი
22 აგვისტო 2019 09:55
6
გეთანხმები, მაგარ ფორმაშია გელა, 53 თამაშში 4 გოლი გაიტანა უკვე!
ნუგზარ გელაშვილი
27 აგვისტო 2019 23:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული