ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვაისის სია ერთ კვირაში გამოქვეყნდება - საქართველო სამხრეთ კორეას შეხვდება?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევის ფარგლებში, თბილისში დანიის ნაკრებს შეხვდება. თუმცა მანამდე, 5 სექტემბერს, შეიძლება სტამბულში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდეს.

როგორც მოგეხსენებათ, შესარჩევში ჩვენი ჯგუფი 5-გუნდიანია. შესაბამისად, 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სათამაშო დღე აქვს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთკორეელებთან და მალე შესაძლებელია ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს.

დაპირისპირების ადგილი კი თურქეთის ქალაქი სტამბული იქნება. აქამდე საქართველოს ნაკრები სამხრეთკორეელებს არასდროს დაპირისპირებია.

რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას, ვლადიმირ ვაისის სია მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

altგიორგი ჩაკვეტაძე: სავარაუდოდ, 6 თვეში დავიწყებ თამაშს

16-30/08/geo4.jpg" border="0" alt="alt" title="ვაისის სია ერთ კვირაში გამოქვეყნდება - საქართველო სამხრეთ კორეას შეხვდება?" style="height: 50px; width: 50px;" />16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
ასევე დაგაინტერესებთ