ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის გუნდს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის "ბაშაქშეჰირის სტადიონზე" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე" დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის
რესპუბლიკისა და დანიის ნაკრებთა წინააღმდეგ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი. სტამბოლი, "ბაშაქშეჰირის სტადიონი"

კორეის რესპუბლიკა - საქართველო 16:30 (თბილისის დროით 17:30)

8 სექტემბერი. თბილისი, "დინამო არენა"  
საქართველო-დანია 20:00

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ