ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებს და 8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა ჩვენი "ჭირიდან" გამომდინარე, ვლადიმირ ვაისს, ტრადიციულად, ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვინ შეიძლება შეარჩიოს სლოვაკმა? ან როგორ ფორმაში არიან ნაკრების ფეხბურთელები? ვნახოთ, რა არჩევანი გვაქვს.

მეკარეები

გიორგი ლორიას მცირე დაზიანების გამო "ანორთოსისის" ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება მოუწია. კვირას მისი კლუბი ჩემპიონატში პირველ შეხვედრას გამართავს და რამდენად იქნება მოედანზე, ჯერ კიდევ საკითხავია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშაა,
იქნება თუ არა ის ნაკრებთან ერთად.

გიორგი მაკარიძე მწყობრშია, თუმცა ბოლო შეხვედრა "პორტუსთან" რთული გამოუვიდა, რადგან მის კარებში 4 გოლი გავიდა. რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, მას "ტორპედო" არ დაუტოვებია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

დაცვა

ცენტრალურ დაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს. საბა კვირკველიამ გაურკვეველი მიზეზებით "ლოკომოტივში" სათადარიგო სკამისკენ გადაინაცვლა. ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინაშიც - დავით ხოჭოლავა "შახტარის" სკამზეა. გურამ კაშიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუმცა მის ასპარეზობაში რეგრესი შეინიშნება.

ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" უცვლელია, მისი გუნდი ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ქართველი ფეხბურთელის როლი საკმაოდ დიდია. ჯიმი ტაბიძესაც "უფაში" ენდობიან და უცვლელი ფიგურაა.

რაც შეეხება დაცვის ფლანგებს, ბოლო რამდენიმე შეხვედრა ოთარ კაკაბაძემ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა. გიორგი ნავალოვსკის ბათუმის "დინამოში" სათამაშო დრო არ აკლია; რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, "ციურიხში" ენდობიან და ქართველიც იმედებს არ უცრუებს. გია გრიგალავა კი ტულის "არსენალში" თავს იდეალურად გრძნობს და დაცვაშიც კარგად ირჯება.

ნახევარდაცვა

სერიოზული პრობლემები გვაქვს საყრდენ ზონაში, ჯაბა კანკავა ყვითელი ბარათების გამო დანიასთან შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა, ვაისმა არც გამოიძახოს. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ტრავმა აქვს და ნაკრებს ისიც ვერ დაეხმარება.

ამ ფონზე იდეალურ ფორმაშია ვაკო გვილია, რომელიც პოლონეთის ლიგასა და "ლეგიას" კარგად შეეწყო, გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ნაკრებშიც დიდი ძალა იქნება. ლაშა პარუნაშვილს კლუბში სათამაშო დრო არასდროს არ აკლდა და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დანიასთან განმეორებით შეხვედრაშიც ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გიორგი აბურჯანიას "ტვენტეში" გადაბარგების შემდეგ ჯერჯერობით სათადარიგო ფეხბურთელის როლი აქვს მორგებული და მოედანს ძირითადად შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრობს. ძალიან მცირე შანსია, თუმცა უსაყრდენობის გამო შეიძლება მურთაზ დაუშვილიც ვიხილოთ, მაგრამ მის გამოძახებას ჯობია ვლადიმერ მამუჩაშვილს ან ნიკა ნინუას მისცემოდათ შანსი, მათ პერსპექტივა მაინც აქვთ.

რაც შეეხება შეტევას, გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება. გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა, თუმცა "სარაგოსაში" ჯერჯერობით დრო არ ეძლევა. ვახტანგ ჭანტურიშვილი კი კლუბის განაცხადში არ ჩანს. ჯანო ანანიძე "სპარტაკში" დაბრუნდა და მოსკოვურ ოცნებას აგრძელებს. თავიდან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბოლო შეხვედრები უკვე სათადარიგოზე გაამწესეს. ჯაბა ჯიღაური ეროვნულ ლიგაში გოლებით დაბრუნდა. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვაისი მას იცნობს და შეიძლება გამოიძახოს კიდეც.

გიორგი მერებაშვილი "პლოცკში" 90 წუთს თამაშობს, თუმცა ისეთი აქტიური ვეღარ არის. ანალოგიური ითქმის ოთარ კიტეიშვილზეც, ბოლო თამაშები იდეალური არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, გიორგი ხარაიშვილი შვედეთში უფრო შესამჩნევი ფიგურა ხდება და ნაკრებისთვის შესანიშნავ ფორმაშია. საბა ლობჟანიძე სატრანსფერო ამბებშია გახვეული. მისთვისაც და ნაკრებისთვისაც კარგი იქნება, თუ უფრო ძლიერ კლუბში გადავა, რადგან მას მეტი შეუძლია, ვიდრე "რანდერსია".

თუმცა ნაკრებში ლიდერის ფუნქციას, დიდი ალბათობით, ვაკო ყაზაიშვილი მოირგებს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და წინა სეზონში მოთამაშე ყაზაიშვილს სულაც აღარ ჰგავს. ამავდროულად, მოსალოდნელია ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებაც, რომელიც ჯანმრთელადაა და "ანორთოსისის" ამხანაგურ შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა. ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა, ეს ჩემპიონატი კი გაცილებით მაღალი დონისაა, ვიდრე პოლონეთის."ზულტე ვარეგემი" არ არის ძლიერი კლუბი, მაგრამ სათამაშო ასპარეზი შედარებით მაღალი დონის აქვს. შესაბამისად, ამ სიტუაციაში ვაისმა აუცილებლად უნდა მისცეს შანსი.

სანაკრებო განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიასაც უნდა ველოდოთ და არ გამოვრიცხოთ, რომ მას სტამბულში ზურიკო დავითაშვილიც ჩაჰყვეს, რომელიც ნაკრების დებიუტანტი იქნება. ამავდროულად, შესაძლოა ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ლევან შენგელიას სახით ვიხილოთ, რომელსაც ვაისი პირადად აკვირდებოდა.

თავდასხმა

აქ კი, ტრადიციულად, კატასტროფული ვითარება გვაქვს. ლევან მჭედლიძეს ტრავმა არ აქვს, მაგრამ უკლუბოდ იმყოფება. გიორგი ქვილითაია "გენტის" ბოლო შეხვედრაში განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ვატო არველაძემ "კორონაში" მოუკლო და სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. ნიკა კაჭარავას კი თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" ბოლომდე არ ენდობა. ელგუჯა ლობჟანიძე "თარაზში" არ ჩანს, დიდი ალბათობით, ტრავმირებულია.

P.S. ვლადიმირ ვაისის არჩევანი საკმაოდ რთულია. ვიმედოვნებთ, იმავე სიტუაციაში ერთა თასზეც არ აღმოვჩნდებით.

altოფიციალურად: საქართველოს ნაკრების კორეის რესპუბლიკის გუნდს შეხვდება

altლეგიონის უქმეები: 2 ქართული გოლი და ვაკო გვილიას მორიგი საგოლე გადაცემა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებს და  8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება,
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა ჩვენი "ჭირიდან" გამომდინარე, ვლადიმირ ვაისს ტრადიციულად ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ვინ შეიძლება შეარჩიოს სლოვაკმა? ან როგორ ფორმაშია ნაკრების ფეხბურთელები? ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს.
მეკარეები
გიორგი ლორიას მცირე დაზიანების გამო "ანორთოსის"ამხანაგური სეხვედრის გამოტოვება მოუწია, კვირას მისი კლუბი ჩემპიონატში პირველ შეხვედრას გამართავს და რამდენად იქნება მოედანზე ჯერ კიდევ საკითხავია. შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშაა იქნება თუ არა ის ნაკრებთან ერთად.
გიორგი მაკარიძე მწყობრშია, თუმცა ბოლო შეხვედრა "პორტუსთან" რთული გამოუვიდა, რადგან მის კარებში 4 გოლი გავიდა. რაც შეეხება როინ კვასხვაძეს, მას "ტორპედო" არ დაუტოვებია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.
დაცვა
ცენტრალურ დაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს. საბა კვირკველიამ გაურკვეველი მიზეზებით "ლოკომოტივში" სათადარიგო სკამისკენ გადაინაცვლა, ანალოგიური მდგომარეობაა უკრაინაშიც დავით ხოჭოლავა "შახტარის" სკამზეა. გურამ კაშიას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუმცა მის ასპარეზობაში რეგრესი შეინიშნება.
ლაშა დვალი "ფერენცვაროშში" უცვლელია, მისი გუნდი ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ქართველი ფეხბურთელის როლი საკმაოდ დიდია. ჯიმი ტაბიძესაც "უფაში" ენდობიან და უცვლელი ფიგურაა.
რაც შეეხება დაცვის ფლანგებს, ბოლო რამდენიმე შეხვედრა ოთარ კაკაბაძემ ძირითადი შემადგენლობა დაიბრუნა. გიორგი ნავალოვსკის ბათუმის "დინამოში" სათამაშო დრო არ აკლია, რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს "ციურიხში" ენდობიან და ქართველიც იმედებს არ უცრუებს.
ნახევარდაცვა
სერიოზული პრობლემები გვაქვს საყრდენ ზონაში, ჯაბა კანკავა ყვითელი ბარათების გამო დანიასთან შეხვედრას გამოტოვებს და შესაძლოა ვაისმა არც გამოიძახოს. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს ტრავმა აქვს და ნაკრებს ისიც ვერ დაეხმარება.
ამ ფონზე იდეალურ ფორმაშია ვაკო გვილია, რომელიც პოლონეთის ლიგასა და "ლეგიას" კარგად შეეწყო, გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ნაკრებშიც დიდი ძალა იქნება. ლაშა პარუნაშვილს კლუბში სათამაშო დრო არასდროს არ აკლდა და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ დანიასთან განმეორებით შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება. გიორგი აბურჯანიას "ტვენტეში" გადაბარგების შემდეგ, ჯერჯერობით სათადარიგო ფეხბურთელის მაისური აქვს მორგებული და მოედანს შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრობს.
რაც შეეხება შეტევას, გიორგი ჩაკვეტაძე ოქტომბრამდე  მოედანს ვერ დაუბრუნდება. გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა, თუმცა "სარაგოსაში" ჯერჯერობით დრო არ ეძლევა. ვახტანგ ჭანტურიშვილი კი კლუბის განაცხადში არ ჩანს. ჯანო ანანიძე "სპარტაკში" დაბრუნდა და მოსკოვურ ოცნებას აგრძელებს, თავიდან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბოლო შეხვედრები უკვე სათადარიგოდ განამწესეს.
გიორგი მერებაშვილი "პლოცკში" 90 წუთს თამაშობს, თუმცა ისეთი აქტიური ვეღარ არის. ანალოგიური ითქმის ოთარ კიტეიშვილზეც, ბოლო თამაშები იდეალური არ გამოუვიდა. სამაგიეროდ გიორგი ხარაიშვილი შვედეთში უფრო შესამჩნევი ფიგურა ხდება და ნაკრებისთვის შესანიშნავ ფორმაშია. საბა ლობჟანიძე სატრანსფერო ამბებშია გახვეული, მისთვისაც და ნაკრებისთვისაც კარგი იქნება, თუ უფრო ძლიერ კლუბში გადავა, რადგან მას მეტი შეუძლია ვიდრე "რანდერსია".
თუმცა ნაკრებში ლიდერის ფუნქციას დიდი ალბათობით ვაკო ყაზაიშვილი მოირგებს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და  წინა სეზონში მოთამაშე ყაზაიშვილს სულაც აღარ ჰგავს. ამავდროულად მოსალოდნელია ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებაც, რომელიც ჯანმრთელადაა და "ანორთოსისის" შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა.
სანაკრებო განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიასაც უნდა ველოდოთ და არ გამოვრიცხოთ, რომ მას სტამბულში ზურიკო დავითაშვილიც ჩაჰყვეს, რომელიც ნაკრების დებიუტანტი იქნება. ამავდროულად შესაძლოა ნაკრებში კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ლევან შენგელიას სახით ვიხილოთ.
თავდასხმა
აქ კი ტრადიციულად კატასტროფული ვითარება გვაქვს. ლევან მჭედლიძეს ტრავმა არა აქვს მაგრამ უკლუბოდ იმყოფება. გიორგი ქვილითაია "გენტის" ბოლო შეხვედრაში განაცხადშიც ვერ მოხვდა.
ვატო არველაძემ "კორონაში" მოუკლო და სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. ნიკა კაჭარავას კი თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" ბოლომდე არ ენდობა. ელგუჯა ლობჟანიძე "თარაზში" არ ჩანს, დიდი ალბათობით ტრავმირებულია.
P.S. ვლადიმირ ვაისის არჩევანი საკმაოდ რთულია, ვიმედოვნოთ იგივე სიტუაციაში ერთა თასზეც არ აღმოვჩნდებით.