საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩისთვის, საქართველო - დანია, ბილეთების ონლაინრეჟიმში გაყიდვა 25 აგვისტოს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. საქართველო - დანიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენის“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება და კონკრეტულ თარიღს გულშემატკივარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის საშუალებით შეიტყობს.

საქართველოსა და დანიის ეროვნული გუნდების მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრის ყველა
ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული