ირლანდიელთა თავკაცი: გთხოვთ, სწორად გამიგოთ, საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ...

AutoSharing Option
11 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"გთხოვთ, სწორად გამიგოთ, ჩვენ საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. თქვენს ნაკრებს დანიასთან არათუ ფრე, არამედ მოგებაც შეეძლო. თუმცა ამჟამად შვეიცარიაშიც მოსაგებად მივემგზავრებით და ხვალაც მოგება გვაქვს დაგეგმილი.

ხვალინდელ შემადგენლობას ვერ დაგისახელებთ. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის და ტრავმების გამო, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც მათ სრულფასოვნად შეცვლიან.

ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ხვალ არ იქნებიან, მათ უკვე დიდი როლი ითამაშეს ნაკრების წარმატებაში
და მომავალში დაგვიბრუნდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაცვას გამოვარჩევდი. ჩვენ ვნახეთ წინა შეხვედრაში, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს დანიის ნაკრებს. ჩვენ შევეცდებით, თავისუფალი სივრცეები მოვნახოთ", - თქვა მაკარტიმ.

საქართველოსა და ირლანდიას შორის ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ოქტომბერს "დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება. მატჩს "პირველი არხი" გააშუქებს.

altვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

altშეგვიძლია თუ არა ირლანდიის ნაკრების დამარცხება? - საქართველოს მე-11 მცდელობა



მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვალ ბავშვებთან ერთად მოვდივარ სტადიონზე უნდა დაგამარცხოთ და მოვიშოროთ ირლანდიური თარსვა
ტეტე1234
11 ოქტომბერი 2019 23:12
1
Bოდიში შემეშალა ლაიკი მინდოდა:)
Mosexoneli
12 ოქტომბერი 2019 10:59
0
აუ ერთი დავახიოთ ბურთი თავზე ამათ რა , სპორტული გაგებით რათქმაუნდა :) მეც დიდ პატივს ვცემ ირლანდიას, ნამდვილად ვამბობ, მარა ეს თამაში მაგრად უნდა მოვუგოთ!!! ლაღად ითამაშეთ და ვაისი იმედია შეტევით ფორმაციას აირჩევს. მთავარია ოქრიაშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი და ანანიძე იყვნენ ცენტრში და ქვილითაია თავდასხმაში და მაგათ ვანახებთ სეირს. მიდით ბიჭებო!!
გადასარევი გიორგი
11 ოქტომბერი 2019 22:53
0
ფედერაცია ვერ წყვიტავს რომელზე უნდა დაიწყოსთაყამი მაგას წყვიტავს უეფა და ტოტალიზატორი
გრიგოლ1408
11 ოქტომბერი 2019 19:51
1
რამ გამოგაშტერათ ამხელა ფედერაცია? ან ძაან ადრე ნიშნავთ თამაშებს ან ძაან გვიან :D პრინციპში რა არი გასაკვირი, უუნარო ფედერაცია ხართ
თემო
11 ოქტომბერი 2019 17:56
23
სუფთა საყომარო თამაში არწავაგებთ ნუ გეშინიათ ჩვენებმა თუ ვერ გაიტანეს ირლანდია გაიტანს საკუთარ კარებში
გრიგოლი1408
11 ოქტომბერი 2019 17:53
2
ისე ვინც ასე თქვა მოსაგებად მოვედითო ვერცერთმა წაიღო 3 ქულა. ფრე მგონია ხვალ. დარწმუნებული ვარ ირლანდიელების პირველი საფიქრალი ხვალ არ წაგებაა და არ წავლენ ზედმეტ რისკზე,თუ ჩვენმა დაცვამ კარგად ითამაშა და არაფელი მიქარა.
გოგა
11 ოქტომბერი 2019 17:38
0
ისე 5 საათზე თამაში ვისი იდეა იყო?სად გეჩქარებოდათ 8 ან 9 ზე არ შეილებოდა? ძალიან მინდოდა დასწრება მაგრამ ვერანაირად ვერ ვასწრებ.
სიმართლე
11 ოქტომბერი 2019 17:01
1
რატო ძმაო? პირიქით, ხალხს უნდა შვილები, შვილიშვილები წაიყვანონ თამაშზე. ფეხბურთი და სტადიონზე სიარული ასწავლონ. 5 საათი ნამდვილად კარგად არჩეული დროა. 8-9 საათზე არასრულწლოვანსაც და ჩემნაირ ბებერსაც უჭიღტ წასვლა თამაშზე.
mdaa
12 ოქტომბერი 2019 12:21
0
მე მგონი გვაქვს შანსი ირლანდიასთან.
გიორგი
11 ოქტომბერი 2019 16:56
2
შანსი ყოველთვისაა ყველასთან
goga
11 ოქტომბერი 2019 17:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული