ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოსა და ირლანდიის მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი, კონტრიერიშებით გვპასუხობდა და პირველი ტაიმი უგოლოდ
დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი, ჰენდრიკი, ჰურიჰანი, კოლინზი
ასევე დაგაინტერესებთ