საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
ხან დაცვაა კარგი ხან მეკარე ხან ნახევარდაცვა და ასე გრძელდება,მერამდენე შესარჩევია და სულ ან ბოლო ვართ ან ბოლოდან მეორე, ნებისმიერი მწვრთნელის ხელში. რო არა ერთა ლიგა ვაისიც იგივე შედეგებს დებს რაც სხვები დებედნენ. ეხლა მოდით და ვიშტეროთ ძალით თავი,რო არაა ესე..
გოგა
13 ოქტომბერი 2019 22:38
0
მთელი ერი ელოდება ერთ ბავშვს რომელსაც ჯერ ერთი სეზონიც კი არ აქ ნათამაშები, გამოვა შეიძლება ფორმაში არ იყოს, ან ვერ წაუვიდეს ორი -სამი თამაში და თქვენ იქნებით პირველები ვინც ცოცხლად დამარხავთ, შეეშვით რა , როცა დადებს შედეგს მერე შეაქეთ, ნიჭიერი როა და კარგი ადამიანი მაგას ყველა ვხედავთ. არ მოგბეზრდათ ეს მესიების შექმნაა და წარმოსახვა?? რამდენი მესი გვყავდა ამ ბოლო 10 წელიწადში ხო არ დაგავიწყდათ? / ნუ კიდებთ მაგ ბავშვს ამხელა ტვირთს!!!
Vasili
13 ოქტომბერი 2019 19:55
1
ნაკრებმა ორი თამაში მაგრად ითამაშა ორ მასზე 100 თავით მაღლა მდგარ მეტოქესთან შეძლო და კარი მშრალად შეინახა და 2 ქულა აიღო, ოქრი და ანანიძე კი ერთ ერთი საუკეთესოები იყვნენ მოედანზე,ლორიაც ზაან მაგარ ფორმაშია ,ორი თამაში კარი მშრალად შეინახა და რა ბურთები აიღო...ზოგიერთები ბოდიშს გიხდით და ნუ ხართ დაუნახავები , ბიჭები მაგარი შეთამაშებულები არიან და კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ეტყობათ რო ნელ ნელა შედიან საუკეთესო ფორმაში.თამამად შეიძლება ითქვას რომ ნაკრებმა იპოვა თავისი თამაში და ამ თამაშით ბელორუსსაც დავამარცხებთ და კოსოვოსაც, გიბრალტარზე არაფერს ვამბობ...ბოლო ორი თამაში რომ ითამაშეს ასე კარგად დიდი ხანია არ უთამაშიათ..მე ამათი მჯერავს!!!!
nodara
13 ოქტომბერი 2019 18:30
0
ისტორიულად შემოდგომაზე უკეთ რომ ვთამაშობთ თუ ატყობთ?!
გიორგი
13 ოქტომბერი 2019 17:00
2
დაცვა ვისწავლეთ გოლი ვერ გააქვთ მალე წინაც ვიზამთ რამეს:) მითუმეტეს ჩაკვე რო დაბრუნდება. ერთი ფაქტია ბოლო წლებში ყველა რო სამ ქულაზე ჩამოდიოდა და თამაშის დაწყებამდე ამბობდნენ კიდეც , ახლა არაა მთლა მასე საქმე , ირლანდია ნიჩიათი კმაყოფილია. დანიასაც არ ეტყობოდა უკმაყოფილება და თვითონაც იძახიან ამას. უკვე ანგარიშგასაწევი ვართ და ზაან კარგია.
ემირი
13 ოქტომბერი 2019 15:56
1
მერამდენე თამაშია კიტეიშვილი ძაან მაგრა თამაშობს და რანაირად შეიძლება ეს უკეთეს გუნდში არ იყოს
ემირი
13 ოქტომბერი 2019 15:51
1
ყაზაიშვილი და ჯანო ნაკრებს საერთოდ არ უნდა გააკარო ნაკრებს
რუსლანი
13 ოქტომბერი 2019 14:33
7
ფრეთმადიდებელო?!
მაყურებელო!
13 ოქტომბერი 2019 11:18
5
ვიცი კლავიატურაზე წერა ადვილია კრიტიკაც.მაგრამ მაგრამ მინდა გკითხოთ ჯანო ანანიძეს ნაკრებში რატომ უხმობს ვაისი? არ ბრძოლობს ეშინია სუსტია ვიყავი ტრუბუნაზე და ვუყურებდი
ზუკა
13 ოქტომბერი 2019 10:33
7
კიტეიშვილს ფეხბურთელი რომ გონია თავი,
რატი
13 ოქტომბერი 2019 09:50
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული