ირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

AutoSharing Option
12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ფრე 0:0 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ ისაუბრა.

"ჩვენთვის მოპოვებული ქულა არ არის საუკეთესო შედეგი, თუმცა არ არის ცუდი. საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენს კარებთან სახიფათო მომენტები არ ყოფილა.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ვერ შევცვალეთ მატჩის სცენარი.

რომ გეთქვათ საკვალიფიკაციოს წინ, საქართველოსთან ოთხ ქულას მოიპოვებო, დავთანხმდებოდი. ამიტომ არ ვთვლი დღევანდელ ფრეს ცუდ შედეგად.

შეიძლება სამი ქულის
ვერაღებით, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდეთ. ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ერთა ლიგის ფინალშია, შესაბამისად მათ ნაკლებად ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, განსაკუთრებით ბურთის ფლობის ასპექტში. ჩვენ სტუმრად საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ".

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ჩვენმა ფეხბურთელებმა110%-ით დაიხარჯეს






მკითხველის კომენტარები / 5 /
აბაოდა მოსაგებათ ვართ ჩამოსულებიო?
giorgi
13 ოქტომბერი 2019 02:54
0
ხო და ეგრე, როგორ მივაჩმორეთ ;)
გრიშა
13 ოქტომბერი 2019 00:50
1
:)))))))))))))) გავანადგურეთ
chven vart givi
13 ოქტომბერი 2019 11:10
2
არ ეშვება ბრექს
ლევანი
12 ოქტომბერი 2019 20:06
1
მოიცა, შენ არ ამბობდი პატივს გცემთ, მაგრამ უეჭველი ვიგებთო? ახლა ფრეც გყოფნით?
ნათია
12 ოქტომბერი 2019 20:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული