ვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

AutoSharing Option
12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ფრე 0:0 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, მიუხედავად იმისა, რომ უგოლოდ დასრულდა. ჩვენ შევეცადეთ, ეს შეხვედრა მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ეს იყო მაღალი ხარისხის თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ გამოცდილი გუნდის  ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ირლანდიის რომელიმე ფეხბურთელი ჩვენსას აღემატებოდა.

საბოლოოდ ეს იყო შეხვედრა დიდი შანსების გარეშე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. გუშინ ვთქვი, რომ 120 პროცენტი იყო საჭირო ამ
შეხვედრის მოსაგებად, ჩვენი ფეხბურთელები კი 110%-ით დაიხარჯნენ.

ირლანდიელთა შემადგენლობაში ბრწყინვალედ ითამაშა შეინ დაფმა, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ვფიქრობ, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ფრემ ირლანდიელებიც დააკმაყოფილა, რადგან შეხვედრის ბოლოს დროის გაყვანაზე თამაშობდნენ.

ვაკო გვილია განაცხადში იმიტომ არ იყო, რომ ტრავმირებულია, კუნთი აწუხებს. ის შემდეგ შეხვედრაშიც არ იქნება. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მიკროტრავმა აქვს, მაგრამ ის ჩვენთან ერთად იქნება გიბრალტარში.

დაგვაკლდა რა თქმა უნდა, გოლი, ცოტა ხარისხი გვაკლია საჯარიმოში. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, თუმცა გვჭირდება გაცილებით მეტი აგრესია. განსაკუთრებით უნდა შეგვეძლოს სტანდარტული მდგომარეობის კარგად გამოყენება.

ოთარ კიტეიშვილი საუკეთესო იყო მოედანზე, ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამავდროულად სხვა ფეხბურთელებმაც საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინეს და მე თითოეული მოთამაშით კმაყოფილი ვარ.

პირველად ათი წლის წინ დავუპირისპირდი ირლანდიას, როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი. ირლანდიას ყოველთვის სიმპათიური ნაკრები ჰყავდა, კარგი მწვრთნელებით. ვფიქრობ, რთული იქნება დანიასთან და შვეიცარიასთან ირლანდიელთა ჭიდილი, თუმცა მინდა წარმატება  და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვუსურვო.

დღეს, უფრო პირველ ნომრად ვთამაშობდით და ამიტომ არ შემოვიყვანე საბა ლობჟანიძე, რადგან სწრაფი ფეხბურთელია და როცა ვთამაშობთ დაცვით ტაქტიკას, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამჯერად შენგელიას და ლობჟანიძის გამოყვანა ვამჯობინე".

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

 

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ













მკითხველის კომენტარები / 33 /
30 წლის მანძილზე მგონი 30 მწვრთნელი შეიცვალა საქართველოს ნაკრებმა ქართველიც და უცხოელიც და მაინც ვერცერთა ვერაფერს ვერ მიაჰწია მითუმეტეს რომ იყო დრო როცა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავდა პრემიერ ლიგაშ სერიაში ბუნდესლიგაში მაინც ჩვენი ნაკრები ვერ ახერხებდა მოგებას აქ იყვნენ მწევრთნელები რომლებსაც უმაღლესი დონის კლუბები გაუწვრთნიათ თავის დროზე მაგრამ შედეგი იყო ნოლი ჩემი აზრით ვაისი იმ რესურსიდან გამომდიანრე რაც აქვს არის საუკეთესო მწვრთნელი ვინც ყოფილა 2000 იანი წლების მერე საქართველოს ნაკრებში დავუშვათ წავიდა ვაისი ვინ უნდა დაინიშნოს ქეცბაია და ითამშოს 6 მცველით და 4 ჩამშლელით?? გეგუჩაძე რომელმაც ზედიზედ 7 თამში წააგო 21 წლამდე ნაკრებში? ცეცაძე რომელმაც შვეიცარიასთან ელემეტარული სწორი შეცველებიც კი ვერ გააკეთა თავის დროზე ? თუ ცხადაძე 10 თამშიდან 6 წააგო და 1 შოტლანდიას მოუგოო მარტო და შოტალანდია არასდროს ყოფილა მაღალი დონის ნაკრები და ორჯერ მეტ ხელფასის იღებდა ვიდრე ვაისი აზერბაიჯანის და ყაზახეთის იქით არ უმუშავია თუ ეგეთი მაგარი მწვრთნელია რატომ არ მუშაობს მაღალი დონის ნაკრებში ან კლუბში? აქ მწვრთნელში არაა პრობლემა აქ სისტემა შესაცვლელი მთლიანად და ფედერაციაში და კლუბებშია პრობლემა, ჩემი აზრით ერთა ლიგაზე გუნდი უნდა გაიყვანოს ვაისმა და შემდეგ რა შედეგსაც დადებს ნაკრები იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ.
Giorgi
18:35 13-10-2019
0
კარში დამრტყმელი არა გყავთ და გოლის გამტანი.ჩაკვეტაძე დამტვრეულია და მიშტერებიხართ,როდის გამოვა.
status quo
15:41 13-10-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული