ვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

AutoSharing Option
12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ფრე 0:0 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, მიუხედავად იმისა, რომ უგოლოდ დასრულდა. ჩვენ შევეცადეთ, ეს შეხვედრა მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა.

ეს იყო მაღალი ხარისხის თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ გამოცდილი გუნდის  ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ირლანდიის რომელიმე ფეხბურთელი ჩვენსას აღემატებოდა.

საბოლოოდ ეს იყო შეხვედრა დიდი შანსების გარეშე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. გუშინ ვთქვი, რომ 120 პროცენტი იყო საჭირო ამ
შეხვედრის მოსაგებად, ჩვენი ფეხბურთელები კი 110%-ით დაიხარჯნენ.

ირლანდიელთა შემადგენლობაში ბრწყინვალედ ითამაშა შეინ დაფმა, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. ვფიქრობ, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ფრემ ირლანდიელებიც დააკმაყოფილა, რადგან შეხვედრის ბოლოს დროის გაყვანაზე თამაშობდნენ.

ვაკო გვილია განაცხადში იმიტომ არ იყო, რომ ტრავმირებულია, კუნთი აწუხებს. ის შემდეგ შეხვედრაშიც არ იქნება. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მიკროტრავმა აქვს, მაგრამ ის ჩვენთან ერთად იქნება გიბრალტარში.

დაგვაკლდა რა თქმა უნდა, გოლი, ცოტა ხარისხი გვაკლია საჯარიმოში. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, თუმცა გვჭირდება გაცილებით მეტი აგრესია. განსაკუთრებით უნდა შეგვეძლოს სტანდარტული მდგომარეობის კარგად გამოყენება.

ოთარ კიტეიშვილი საუკეთესო იყო მოედანზე, ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამავდროულად სხვა ფეხბურთელებმაც საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინეს და მე თითოეული მოთამაშით კმაყოფილი ვარ.

პირველად ათი წლის წინ დავუპირისპირდი ირლანდიას, როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი. ირლანდიას ყოველთვის სიმპათიური ნაკრები ჰყავდა, კარგი მწვრთნელებით. ვფიქრობ, რთული იქნება დანიასთან და შვეიცარიასთან ირლანდიელთა ჭიდილი, თუმცა მინდა წარმატება  და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვუსურვო.

დღეს, უფრო პირველ ნომრად ვთამაშობდით და ამიტომ არ შემოვიყვანე საბა ლობჟანიძე, რადგან სწრაფი ფეხბურთელია და როცა ვთამაშობთ დაცვით ტაქტიკას, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ამჯერად შენგელიას და ლობჟანიძის გამოყვანა ვამჯობინე".

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

 

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ













მკითხველის კომენტარები / 33 /
30 წლის მანძილზე მგონი 30 მწვრთნელი შეიცვალა საქართველოს ნაკრებმა ქართველიც და უცხოელიც და მაინც ვერცერთა ვერაფერს ვერ მიაჰწია მითუმეტეს რომ იყო დრო როცა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავდა პრემიერ ლიგაშ სერიაში ბუნდესლიგაში მაინც ჩვენი ნაკრები ვერ ახერხებდა მოგებას აქ იყვნენ მწევრთნელები რომლებსაც უმაღლესი დონის კლუბები გაუწვრთნიათ თავის დროზე მაგრამ შედეგი იყო ნოლი ჩემი აზრით ვაისი იმ რესურსიდან გამომდიანრე რაც აქვს არის საუკეთესო მწვრთნელი ვინც ყოფილა 2000 იანი წლების მერე საქართველოს ნაკრებში დავუშვათ წავიდა ვაისი ვინ უნდა დაინიშნოს ქეცბაია და ითამშოს 6 მცველით და 4 ჩამშლელით?? გეგუჩაძე რომელმაც ზედიზედ 7 თამში წააგო 21 წლამდე ნაკრებში? ცეცაძე რომელმაც შვეიცარიასთან ელემეტარული სწორი შეცველებიც კი ვერ გააკეთა თავის დროზე ? თუ ცხადაძე 10 თამშიდან 6 წააგო და 1 შოტლანდიას მოუგოო მარტო და შოტალანდია არასდროს ყოფილა მაღალი დონის ნაკრები და ორჯერ მეტ ხელფასის იღებდა ვიდრე ვაისი აზერბაიჯანის და ყაზახეთის იქით არ უმუშავია თუ ეგეთი მაგარი მწვრთნელია რატომ არ მუშაობს მაღალი დონის ნაკრებში ან კლუბში? აქ მწვრთნელში არაა პრობლემა აქ სისტემა შესაცვლელი მთლიანად და ფედერაციაში და კლუბებშია პრობლემა, ჩემი აზრით ერთა ლიგაზე გუნდი უნდა გაიყვანოს ვაისმა და შემდეგ რა შედეგსაც დადებს ნაკრები იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ.
Giorgi
13 ოქტომბერი 2019 18:35
0
კარში დამრტყმელი არა გყავთ და გოლის გამტანი.ჩაკვეტაძე დამტვრეულია და მიშტერებიხართ,როდის გამოვა.
status quo
13 ოქტომბერი 2019 15:41
1
ერთი ჯიშის მამაძაღლები რას მოუტანენ ქართულ ფეხბურთს. ეგ გლდანელი ვირები.
ddgfdf
13 ოქტომბერი 2019 15:29
5
.. ტექნიკა და შესრულება უნდა გოლის გატანას.. აგრესია კალთბურთში ცენტრს ჭირდება ჩემო ვასულია.. მოკლედ ირლანდიას მეკარე საერთოდ რო არ ყოლოდა და ისე რო ეთამაშა მინც ეს შედეგი იქნებოდა რადგან ჩვენს ნაკრებს კარში დარტყმა არ განუხორციელებია .. თუ არ გჯერათ სტატისტიკას გადახედეთ ..კარში თუ არ დარტყი ისე როგრ უნდა მოიგო თამაში წარმოუდგენელიაა რა
reali
13 ოქტომბერი 2019 12:16
2
მაგრად ტეხავს!!! სირცხვილია უბრალოდ მეორე შესარჩევი მოგების გარეშე,გიბრალტარი არ ჩათვალოთ თორე გადავალ ჭკუიდან:))) ვილოცოთ რომ კოსოვო გავიდეს ჯგუფიდან თუმცა ჯერ ბელარუსები უნდა დავამარცხოთ:( გინდაც გავიდეთ იმ ნანატრ ევროპაზე,მაგრად დაგვამცირებენ მსოფლიო პრესები იმიტომ ხვდებით ალბათ რასაც გვიზავენ ჯგუფში:((((
ვაისი ვალოდია
13 ოქტომბერი 2019 09:38
10
მაგრა გამკვირვებია იმ ხალხის რაღაც პოზიტივზე რომ საუბრობს.მერამდენე ციკლი უნდა ჩავამთავროთ გიბრალტარის კომპანიაში, თქვენ რომ აუგი დაგცდეთ.თუ თავს თვლით საფეხბურთო ქვეყნად რატომ არ უნდა გვქონდეს ასეთი ჯგუფიდან გასვლის თუ არა, გაბრძოლების ამბიცია მაინც!(ამაზე ნაკლები ჯგუფი იშვიათად რომ შეგვხდეს) ან იმაზე წუწუნი რომ ტოპ ლიგებში არ გვყავს ხალხი, რა უბედურებაა! იქნებ პირიქითაა, გასვლის შემთხვევაში მოხვდნენ ტოპებში, არა? ამის უამრავ მაგალითს მოგიყვანთ. თავის დროზე გარღვევას მასე იწყებდნენ იგივე თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატიაც კი დასაწყისში. აღარაფერს ვამბობ ისლანდია, ლატვია, კოსტა–რიკა, კორეაზე... ისიც მტკნარი ტყუილია, რომ ამ დონის ფეხბურთს ნაკრები ვერ თამაშობდა. ცხადაძის ნაკრების ნათამაშები აშკარად, უეჭველად სჯობდა ყველა კომპონენტში.
P.s ამ თამაშზე და ვაისის სახასიათო მომენტი: სანამ კაცი არ დავარდა ზამენას ცოცხალი თავით არ აპირებდა...
amataki
13 ოქტომბერი 2019 02:28
7
ხშირად არის ხოლმე შედარებები საქართველოს ნაკრების ისეთ ნაკრებებთან რომლებსაც არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებლები და ტოპ კლუბებში ფეხბურთელები მაგრამ აჰწევენ შედეგს კი არსებობენ ასეთი ნაკრებები,მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეიძლება ნაკრები არ იყოს ტოპ ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაგრამ იყოს ფიზიკურად ძლიერი მაგ.ისლანდია სადაც 185 ნაკლები არცერთი არაა სიმაღლეში ძალიან ძლიერი გუნდია ფიზიკურად იგივე კოსტარიკა და სხვა ნაკრებები,ხოლო საქართველოს ნაკრები არც ფიზიკურადაა ძლიერი და არც მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ 18-19 წლის ბიჭებისგან ვითხოვთ განსაკუთრებულად მაღალი დონის თამაშს რომლებსაც ჯერ ფეხბურთის თამაში ნორმალურადაც კი არ დაუწყიათ ელემენტარული საბაზო კლუბიც კი არ გვყავს ქვეყანაში სადაც შეიძლება რომ ფეხბურთელი გაიზარდო ჩამოყალიბდეს და წავიდეს მერე კარგ ჩემპიონატში ასეთი კლუბი უკვე ყველა ქვეყანას აქვს როგორც მაღალი დონის ნაკრებებს ასევე საშუალო დონის ნაკრებებს და შიდა ჩემპიონატი საერთოდ რა დონეზეაა სომხური კლუბებიც კი გვიგებენ უკვე ისეთი დრო დადგა ლუქსემბურგს და გიბრალტარსაც კი გაჰყავს გუნდები ევროპა ლიგაზე და ჩვენ 1 ხელ მოვახერხეთ სულ გასვლა 10 წლის წინ და იქაც ყველა თამაში წავაგეთ ჯგუფში და იმის მერე პლეიფოს იქით ვეღარ მივდივართ და რეალურები ვიყოთ ნუ გავაკრიტიკებთ უსაფუძვლოდ მწვრთნელს ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია მაგრამ ყოვლად გაუგებარი ამბიციები პირიქით დამღუპველი.
Giorgi
13 ოქტომბერი 2019 01:43
5
გიო,ვაისი მეორე ვადას ასრულებს უკვე და სტანდარტების ვერ გამოყენებაზე ვის საყვედურობს?არც ერთი კომბინაცია არა აქვს დამუშავებული ნაკრებს არც სტანდარტებში და არც შეტევაზე გადასვლაში.საჯარიმოში რაღაცის შექმნაზე ლაპარაკი ხომ საერთოდაც ზღაპარია.საერთოდ გოლი ხანდახან მაინც რომ გაგვაქვს,საოცარი ეგ არის.
სოსო
13 ოქტომბერი 2019 13:39
3
ბატონო გიორგი, როცა მწვრთნელი ვერ ხედავს, რომ ფეხბურთელი ვეღარ დადის, არათუ დარბის და ასეთი უკვე ორია(ოქრი და ჯანო), იმას მწვრთნელი არ ჰქვია. არც ასისტენტი ჰყავს რომ უკარნახოს, არც შეკრების დროს შეამოწმა რა ფიზიკურ ფორმაში არიან და ეს არაჯანსაღი კრიტიკაა? ამ დროს ქვილითაიას სცვლი, რომელმაც რაც კი დაცვიდან მაღალი გადაცემა გაკეთდა ყველა მოიგო. შეცვალე დროზე ეს ორი და გვილია ერთერთ ლობჟანიძესთან ერთად, ამ თუნდაც ხარაიშვილი. მოკლედ მოგვაშორონ სანამ დაგვღუპავს.
emigranti
13 ოქტომბერი 2019 04:49
7
ზოგიერთი ადამიანი აქ ისეთ კომენტარს წერს და აკრიტიკებს მწვრთნელს შედეგის გამო თითქოს საქართველოს ნაკრები კიარა, რომელიმე ევროპული ან სამხრეთ ამერიკული გრანდი ნაკრები ვიყოთ ეს ადამიანი არსებული რესურსით დებს მაქსიმალურ შედეგს ნაკრებს, რომელსაც 1 ფეხბურთელიც კი არ ჰყავს მაღალი დონის ჩემპიონატში და ერთი ფეხბურთელიც კი არ გვყავს ისეთი, რომელსაც აქვს მაღალი დონის სათამაშო გამოცდილება ტოპჩემპინატში და გვყავს ფეხბურთელები საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატებიდან და კლუბებიდან ბევრი იქაც ვერ თამაშობს ძირითადში და ვეთამაშებით პრემიერ ლიგის ბუნდესლიგის სერიაას და ლალიგის ფეხბურთელებს არამარტო ფეხბურთელებს არამეტ ზოგიერთ თავის კლუბში ლიდერიაა და ჩვენ ნორმალური თავმდასხმელიც კი არ გვყავს, რომელსაც სეზონში 10-15 გოლის გატანა შეუძლია თავის კლუბში და როცა ჩვენც გვეყოლება ტოპ ჩემპიონატებში სტაბილურად მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელები მაშინ მოვითხოვოდ მაქსიმალური შედეგი და უმაღლესი დონის ნაკრებებისთვის მოგება ვიყოთ ობიექტურები და ნუ ვიქნები ილუზიებში.
Giorgi
12 ოქტომბერი 2019 23:52
10
არ გეწყინოს მეგობარო, მარა სანამ ასე ვიფიქრებთ არაფერი არ გამოვა ფეხბურთში. კომენტატორების არ იყოს, ბოლოს რა თქვა - ძვირფასი ორი ქულა დავაკარგვიინეთ ირლანდიასო, იმის მაგივრად რომ ეთქვა ირლანდიამ გაგვიძლო და ძვირფასი ორი ქულა შეინარჩუნაო. აი ესაა პრობლემა ასე მგონია. უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს მეტი - ესაა ფეხბურთი, ზუსტად ასე გადავლენ ფეხბურტელებიიმ გრანდებში რაც გაქვს ნახსენები :) ჯერ მოგებები და მერე გრანდები და არა პირიქით
გადასარევი გიორგი
13 ოქტომბერი 2019 02:53
1
ნუ პროფესორობთ რაა, ჩვენ ძალიან ხოარ ვბაქიაობთ ნელ ნელა? ჩემპიონატს შეხედე, მერე ფეხბურთელების მომზადებაბს შეხედე, მერე მათ გუნდებს.
აპსოლიტურად ყველა ნაკრების უპირობოდ,ან დამარცხებას ვიტხოვთ ან ტოპ გუნდებთან მაგარ ფრეს.
ამ საბა და ხარაიშვილზე ლაპარაკი უკვე დამღლელია, არ არიან ეს ბიჭები ნაკრების დონის, საბა ათამაშა და არაპერი გაუკეტებია, ხარაიშვილი ფიზიკურად 8კლასელ ბავშვს ჰგავს.
ყოვლისმცოდნე
12 ოქტომბერი 2019 23:29
6
ყველაზე მაგარი მწვრთნელია ვაისი. ფაქტიურად სასწაულებს ახდენს ამ შემადგენლობით. ბრავო ვაის
ფეხბურთი
12 ოქტომბერი 2019 22:15
8
მოშორდი კლავიატურას ვაისს...
reali
13 ოქტომბერი 2019 12:56
2
შაყირობთ?
emigranti
13 ოქტომბერი 2019 04:56
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული