გურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ირლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა. 

"არა მგონია ამ შეხვედრის შემდეგ საუბარი მაინცა და მაინც პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით უნდა დავიწყოთ. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და არა მგონია ნეგატიური განწყობა დაგვეხმაროს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დადებით განწყობაზე დარჩეს, რათა მიზანის ერთად მივაღწიოთ. 

მატჩი არ წაგვიგია, საკმაოდ ღირსეული თამაში ვანახეთ. მართალია ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, თუმცა, მთლიანობაში თამაშს ვაკონტროლებდით. შეხვედრაში უკეთესი მხარე ჩვენ ვიყავით, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ და
ამიტომაც ვერ მოვიგეთ.

ბოლო ორ შეხვედრას თუ ავიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ. გუნდურად სოლიდურად ვიცავთ თავს და ეს მართლაც პოზიტიურია. შეგვეძლო ირლანდიის დამარცხება, გვყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც მიმენტების შექმნა თავად შეუძლიათ, თუმცა დღეს ეს არ გამოვიდა.

ვთვლი, მოედანზე საუკეთესო 11 მოთამაშე იყო. ტრავმირებულები არ გვყავდა და დღევანდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ყველაზე კარგებმა ითამაშეს.

თამაშის წინათ და მიმდინარეობისას მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით, არ ყოფილა მომენტი, როცა შეიძლებოდა დაგვეშვა რომ მატჩს წავაგებდით. ვეცადეთ მაღალი პრესინგის თამაში, რაც ვთვლი, რომ ძირითადად გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, ჩვენს თამაშში ერთადერთი ნეგატივი მომენტების ნაკლებობა იყო, გუნდური მოქმედებებით უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ."

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ


მკითხველის კომენტარები / 14 /
ესენი რომ თამაშობენ ეგრე მეც ვითამაშებ წამოვწები მინდორზრე დაშემცვლის აბა რას იზამს სხვა რაგზა ექნება. ისე ეგ კარგი მიგნებაა სხვანაირად ეგ შეცვლებს არ აკეთებს.რაც მართალია გრიგალავამ მართლა მაგრად ითამაშა კაშიას მაგივრადაც თამაშობდა
გრიგოლ1408
14 ოქტომბერი 2019 00:23
1
ეხლა ნახეთ,გიბრალტარს თუ მოუგეს,დაიწყებენ აი სწორ გზაზე ვდგავართ და ა.შ.ის კი ავიწყდებათ ბოლო 180წთ.განმავლობაში 2ჯერ წაართვას კარში და არცერთხელ 100%საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.დაწყდნენ ფეხბურთელები და ტიპიმე80წთ.აკეთებს შეცვლას.ყველა ხედავდა რომ ჯანო და ქორი ვეღარ დადიოდნენ,ეს კი მაინც არ ცვლიდა
კახა ქ.
13 ოქტომბერი 2019 18:34
3
ამან ეტყობა სიტყვა საუკეთესოს მნიშვნელობა არ იცის,კარგი თამაში კი გოლს რომ ვერ გაიტანს ის გონია...ამას ქვეყნის მთავარ გუნდში რა უნდა
niko
13 ოქტომბერი 2019 17:59
2
ყველა რატო გვეჯინავება ვერ ვხვდები, რატო გვაჯერებთ იმას რო ყველაფერი კარგად მიდის?! კი ბატონო კარგია რო დანიასთან და ირლანდიასთან არ გავუშვით გოლი , მაგრამ როგორ ჩავიგუბოთ პირში წყალი და არ ვთქვათ რო კარში ვერ ვურტყამთ!, მომეტებს ვერ ვქმნით! დრო რო გაგყავთ 90 წუთის განმავლობაში! მწვრთნელს რო ვერ აწვდით ვერც ფეხბურთელები და ვერც ასისტენტები საღ აზრს რომ უნდა გააკეთოს დროული ცვლილებები და შეეშვას უთამაშებელი ფეხბურთელების ძირითადში დაყენებას, აი რაც დაემართა გუშინ ოქრიაშვილს და ანანიძეს , ამას მწვრთნელი კი უნდა ხედავდეს ძმაო, დაწვა კაცი მოედანზე, ვეღარ შეძლო და რა ექნა?? / არავინ არაა ჩასაფრებული ! განსხვავებული აზრს მოუსმინეთ და კრიტიკას კიდე, არავინაა თქვენი მტერი! პირიქით ყველაზე ძალიან ვინც გაკრიტიკებთ ყველაზე ძალიან ისენი გგულშემატკივრობენ, აბა რო არ აინტერესებდეთ საერთოდ არც დაინტერესდებოდნენ თქვენი თამაშით...: მეტი აზრიანი თამაში და მეტი თავდადება საჭირო! მორიდებული და შეშინებული სპორტსმენები ნუ იქნებით !
Vasil
13 ოქტომბერი 2019 17:55
0
რატომ გონიათ რომ კარგად ვითამშეთ ? არ მესმის როცა კარში ვერ ურტყამ სახიფათო მომნტს ვერ ვქმნით ეს არის კარგი თამაში ფეხბურთი ხო ლამაზი ეპიზოდებისგან შედგება და კარგი თამაშიც ხო მაგით განსზღვრება შრომააა კარგიააა მონდმებაც მაგრამ მწვრთნელი არის ძალინ არაკორქტული და აგრესული ქართვლების მიმართ ვერვტყვი რომ ტაქტიკურად ძალინ კარგი მწვრთნელია იმიტომ რომ უკვე ადვილი გამსცნობი ხდება მისი ტაქტიკა მისი ცვლილებები როცა 0~0 და მოგება გინდა თავდმსხმელი არუნდა მოხსნა ეს ერთი 2 მეორე ტამში ჯანო დაიღალა და მის ნაცვლად ხარშვილი უნდა გამოყვანა უფრო სახფათო იქნებოდა და უფრო კრეტულიც და შორიდან დარტყმაც კარგი აქვს ანაიძე და ვაკო მეორე ტამში გამთიშნენ თამშსს ან ვაკსთვის მეტი სივრცე უნდა მიეცა მწვრთნელ ან კიდევ სართო უნდა გაყვანა და უფრო სწაფი ლობჯანიძე შემყვანა იმიტომ რომ გამჩნდა ბოლო მომნტში თუ როგორ გვჭირდებოდა სისწრფე და სწრაფი გადწყვტილებას ვერ ვიღებდით ბევრი + კი არ იყო ამთამაში გამოდიდთ და თქვით რომ ძალინ ბევრი მინუსი გვქონდა და ძალინ ცუდი მატჩი იყო ამთამშ თუ ვინმე ჩაუწერს ვაის კარგ შედეგში და კარგ თამაში მაშინ ქეცბაის რატო აკრიტიკებდით ხო იგვე სტილში ათამშებდა გუნდს არმესმის რაგინდათ ან რატო არუნდა ვთქვათ სიმრთლე
გიორგი
13 ოქტომბერი 2019 17:43
1
არ უნდა დავუკარგოთ ბიჭებს რაც იშრომეს. მჯერა თქვენი და ბევრი წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
ფეხბურთი
13 ოქტომბერი 2019 15:42
5
გურამ,ბიჯო,პოზიტივით როგორ დავიწყოთ,კარში ბურთს ვერ არტყამთ,გოლის გატანაზე რომ არაფერი ვთქვათ.
status quo
13 ოქტომბერი 2019 15:39
6
90 წუთის განმავლობაში ბურთს რომ ვერ მოარტყამ კარში რომელ შედეგზეა ლაპარაკი,30 წელია დამოუკიდებლები ვართ ყველასგან და ყველაფერში და შედეგი არის 0- ნული.
maxo
13 ოქტომბერი 2019 15:27
10
30 წელი დამოუკიდებლობა და შედეგი რა შუაშია. ესეიგი არ უნდა მოგვეთხოვა დამოუკიდებლობა შედეგისთვის რო მიგვეღწია? სად იზრდებით ესეთები
Dato
14 ოქტომბერი 2019 18:03
0
კაშიას ყველაფერში დავეთანხმები,გარდა დაცვაში,ამ თამაშში კარგი თამაშისა.ირლანდიელების თითქმის ყოველ შეტევაში,საჯარიმოში პანიკა იწყებოდა და ძალიან ბევრი უხეში შეცდომაც დავუშვით.შეტევაში კი,სისწრაფეები და მწვავე,ზუსტი პასები გვეკლდა ძალიან.პასს,კარიდან ზურგით ვიღებდით და ისევ უკან ვაბრუნებდით,ქვილითაიასა კი,საერთოდ არც გაუხედია კარისაკენ,მხოლოდ ბურთის მომყოლ კაცზე დაგდებისათვის იყო მომართული და არც ეგ პასები გამოსდიოდა მაინცდამაინც კარგად.არც გასაკვირია,რადგამ ამას,მეტოქის მასზე ჯანიან მცველებთან ბრძოლაში აკეთებდა.სისწრაფე და სისხარტე კი,აშკარად არ ჰყოფნიდა ინდივიდუალური მოქმედებისათვის.მასთან შედარებით,ლობჯანიძის თამაში,უფრო ნაყოფიერად მომეჩვენა.ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებლად რაღაცის შექმნა და ბურთის მოგება შესძლო.ჯანო და ოქრი,აშკარად ვერ არიან სასურველ ფორმაში,აი კაპიტანი კი,მართლაც საოცრება გვყავს.გული მხოლოდ იმაზე მწყდება,რომ ცოტა ნაკლები ასაკი და მეტი სისწრაფე არა აქვს.კარგი იყო კიტეიშვილიც.მთლიანობაში ნაკრებმა ძალიან გულიანად ითამაშა და რაც შეეძლო,გააკეთა,ბიჭებს საყვედური არ ეთქმით,მაგრამ მეტოქის ნახევარზე და საჯარიმოში,გუნდს არავითარი დამუშავებული კომბინაცია რომ არ აქვს და და ეს უკვე ვაისის მეორე ვადის დასასრულს,ეს ალბათ მწვრთნელის მიერ ამ კომპონენტის იგნორირებაზე მიუთითებს.ამის გარეშე კი გოლების გატანა ძალიან ძნელია და ჩვენი გუნდის სინამდვილეც ამას ადასტურებს.ახლა ჩვენი ბიჭები გიბრალტარს ხვდებიან და რა თქმა უნდა ვალდებულნი არიან გაიმარჯვონ,შემდეგ კი,შვეიცარიაში,იქნებ ვცადოთ და ლაღი თამაში ვითამაშოთ?ვნახოთ რა შეგვიძლია
სოსო
13 ოქტომბერი 2019 13:23
5
გურამ, ძვირფასო, გულშემატკივარი სტადიონზე არა "პოზიტივის", არამედ გატანილი გოლებისა და საკუთარი გუნდის გამარჯვების სანახავად დადის. ეს კი თქვენმა თაობამ, უკვე კარგა ხანია, დაგვავიწყა.
FAN
13 ოქტომბერი 2019 13:15
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული