სიმუს კოულმენი: აგრესიული საქართველოს წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით და მიზანს მივაღწიეთ

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა და "ევრტონის" მცველმა სიმუს კოულმენმა საქართველოს ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"შემდეგ შეხვედრაში ტოპ გუნდს (შვეიცარიას) ვეთამაშებით და თუ გამარჯვების მოპოვება გვინდა, უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს საქართველოსთან მატჩში გავაკეთეთ. შეუძლებელია მოედანზე ფრეს სათამაშოდ გახვიდე, ჩვენ გამარჯვებისთვის ვთამაშობთ და გამონაკლისი არც შვეიცარიაში გასამართი თამაში იქნება.

საქართველოში წამოსვლის წინ ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში გველოდა. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ძალიან მოუმატეს, უკეთესები გახდნენ და ამის გამო დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

საშინაო კედლებში ძალიან აგრესიულად მოთამაშე
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით. ქართველებს ბევრი შანსი არ ჰქონიათ, ჩვენს მეკარეს კარის გადარჩენა ბევრჯერ არ მოუწია. თუმცა, ამის პარალელურად მოწინააღმდეგის ნახევარზე ფანტაზიით არ ჩვენ გამოვირჩეოდით. ბევრი ვერაფერი შევქმენით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კარის მშრალად შენახვა იყო და ეს მოვახერხეთ კიდეც."

15 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრები გასვლაზე შვეიცარიას დაუპირისპირდება. ამ დროისთვის, ჯგუფს დანია და ირლანდია ლიდერობენ 12-12 ქულით. შვეიცარიას კი 8 ქულა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არადა რა პრიმიტიული გუნდია, ცოტა მეტი კლასი და ამათ მოგებას რა უნდა?
MAO
13 ოქტომბერი 2019 21:51
0
მართალი ხარ.და ის ადრინდელი თამაშები ჩვენ თან არცერთი არ მოუგიათ მაგათ!ჩვენებმა წააგეს ყველა....
ემზარ დუისბურგი
14 ოქტომბერი 2019 01:22
0
შვეიცარიას რუსეთს,რო მოუგეთ აქ მაშინას დიდი საჩუქარი გაუკეთეთ და ეხლაც. არაფელს იკისრებენ ეგენი:)
გოგა
13 ოქტომბერი 2019 16:56
7
ქართულის გაკვეთილიდან შატალო ვერაა კარგი საქმე.
გაგა
14 ოქტომბერი 2019 01:25
0
მოუგეთ არა - მოვუგეთ, გაუკეთეთ არა - გავუკეთეთ, არაფელს არა - არაფერს :) არ გეწყინოს მეგობარო და ჭკუის სწავლებად ნუ მიიღებ, უბრალოდ ქართულს ნუ დავამახინჯებთ. შეიძლება სხვასაც გამოადგეს
გადასარევი გიორგი
13 ოქტომბერი 2019 19:10
0
შვეიცარია აწი სამივე თამაშს მოიგებს, დანიას უკვე გიბრალტართან 3 ქულაც ყოფნის და გასვლაზე ამ ირლანდიასთან არ წაგებს, ასე რო ირლანდია ჩარჩება დიდი ალბათობით.
გოგა
13 ოქტომბერი 2019 16:54
1
ყველაფერს კარგად ვაკეთებდით დაცვაში , ბურთსაც ვიჭერდით , გვაკლდა წინ აგრესიული თამაში და კარში დარტყმა, მოკლედ გვაკლდა ჩაკვე .დაგვიბრუნდება და მერე ნახავთ რა ნაკრებიც იქნება თუ მანამ დაცვამ არ აურია ისევ
ემირი
13 ოქტომბერი 2019 15:49
0
ეეჰ,კარში დამრტყმელი და გოლის გამტანი არა გვყავს არავინ.
status quo
13 ოქტომბერი 2019 15:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული