კონორ ჰურიჰანი: თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, ბურთს გვართმევდნენ

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან თამაშით და მატჩის შედეგით ირლანდიელთა ნახევარმცველი კონორ ჰურიჰანი უკმაყოფილო დარჩა და irishmirror-ს გამოუტყდა, რომ გაუჭირდათ.

ირლანდიელთა მძიმე საღამო თბილისში

"მწვანე ბიჭებს" გაუჭირდათ საქართველოსთან, რადგან მეტოქე მთელ მოედანზე გასაქანს არ აძლევდა.

ირლანდიელ ნახევარმცველთა ტრიომ (ჰურიჰანი, ჰენდრიკი და უილანი) რთული ბრძოლა გადაიტანა, ნელა მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეები მუდამ ასწრებდნენ.

აი, რა თქვა ჰურიჰანმა, რომელიც შეხვედრის წინ საქართველოს კარში კიდევ ერთი გოლის გატანას გვპირდებოდა.

"მართალი გითხრათ, გაგვიჭირდა. არასასიამოვნო იყო. ვიცით, უკეთ შეგვიძლია თამაში. თუმცა ჯგუფში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები ვართ. ეს
პოზიტივია. ამდენად, რამდენიმე დადებითი მომენტი არის.

ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, ძალიან ტექნიკურები არიან და ბურთს იჭერენ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა გააჩნდათ, მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნიათ, მხოლოდ შორიდან ურტყამდნენ კარისკენ და ჩვენ მოგების მეტი შანსი გვქონდა.

ეგანმა ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს კონოლისაც ჰქონდა შანსი. ქულა ქულაა და ჩვენ ვიცით, რომ უკეთაც შეგვიძლია ასპარეზობა.

თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, როგორც ბურთს მივიღებდით, გვართმევდნენ და ამაში თავად ვიყავით დამნაშავენი. კარგი იქნებოდა, მოედნის მათ ნახევარზე დაგვეჭირა ბურთი და ზეწოლა განგვეხორციელებინა.

ახლა ჟენევაში უკეთ თამაში გვმართებს. შვეიცარია ფავორიტი იქნება, გულშემატკივრები მხარს დაუჭერენ, მაგრამ ჩვენ ჩვენსას უნდა მივაღწიოთ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ტრენერი ყველამ კარგად ვიცით 75-ე წუთამდე არ აკეთებს შეცვლებს, ოქრიაშვილმა პირველი ტაიმი კარგად ითამაშა, მეორეში არ უნდა ეთამაშა, ტრენერი აშკარად სცოდავს. ფიზიკურად ირლანდიას ვერ აჯობებ, საჭიროა ინდივიდუალისტები და სწრაფი თამაში, სამწუხაროდ ზარანდიას არა და არ იძახებს!
s.s.
14 ოქტომბერი 2019 18:38
0

თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, როგორც ბურთს მივიღებდით, გვართმევდნენ /მე მემგონი სხვა თამაშს ვუყურე ,, ან თვალის ექიმთან ვარ მისასვლელი უეჭველი!!!
Vasili
14 ოქტომბერი 2019 15:30
3
ან იმათ უყურეს სხვათამაშს და შესაძლოა ისინი არისნ მისასვლელნი ექიმთან
დათო
14 ოქტომბერი 2019 17:41
1

ოქრიაშვილი ასოცით დარბოდა იმიტომ დაიღალა რაც მართალია გრიგალავამ მაგრად ითამაშა
გრიგოლ1408
14 ოქტომბერი 2019 01:36
0
1-2 ისეთი პასი გააკეთა სულ ხაზი გადაუსვა ყველაფერს. კარგი რა. ფეხბურთელი რომ უწყინარ სიტუაციაში პასს ვერ აკეთებს, ის ფეხბურთელი არ არის. ასეთია ჩვენთან 10-და 9.
odala
14 ოქტომბერი 2019 17:41
2
ესენი,რომ ყველა ბაქიბუქობს გავიგეთ,მაგრამ,დააკვირდით,ჯერ ყაზაიშვილს პასის გაკეთება ჯიუტად არ უნდა,მერე შენგელია შემოვიდა და,რომ დაარტყა ჯანო ედგა გვერდზე,მიეცი პასი,იგივე ყაზაიშვილი,საჯარიმოში არ მისცა პასი,ამ მომენტებისაგან შედგება ფეხბურთი,კიტეიშვილი ყოჩაღ,ფიზიკურადაც კარგია,ვაისს ალბათ მხედველობა არ აქვს,ხომ ჩანდა,რომ ოქრიაშვილი დაიღალა ვეღარ დარბოდა,სანამ არ წაიქცა და დაწვა მინდორზე,შემცვალეთო არ იქნა მისი შეცვლა,ლობჟანიძე ყოჩაღ ცოტა ადრე უნდა გამოეყვანა რა კარგად ებრძოლა მაღალ ბურთებზე,ანანიძე კარგი იყო,გრიგალავა კარგი იყო,კაცი ყოველ წელს.მაღალ დონეზე თამაშობს ძლივს გამოიძახა ბოლო თამაშებში,ტაბიძეს არაუშავდა,კაშიას დროზე უნდა ჩანაცვლება,კანკავა ნუ პროფესიონალია დებს ყველაფერს, და დროის გაყვანა რაღა იყო,ლორიას,რომ გაჰყავდა დრო იმას ვამბობ,შეიძლებოდა მოგება,რატომ არ გვჯერავს,რომ შეიძლება ამათი დამარცხება ხანდახან უნდა გარისკვა,გადაალაგე და ბოლო ოთხი წუთი შეუტიე დიდი ძალებით ხომ შეიძლება,მით უმეტეს,რომ ხომ დაინახეთ მაღალ ბურთებზეც ჯობდა ლობჟანიძე,შეცვალე ადრე ოქრიაშვილი ანდა,რატომ აყენებ ძირითადში,შემოიყვანე ბოლო ნახევარი საათი,ირლანდიაც დაღლილი იყო,კაცი ფიზიკურად ვერ არი და ეგერ მეორე ლობჟანიძე დანიაში,ხარაიშვილი შვედეთში,მომზადება აკლიათ მაგათ,რაც იყო დადებითი ბურთის ფლობა იყო ჩვენი,მორჩა პასს არ აძლევენ უკეთეს პოზიციაში მყოფს თან ხედავენ, მაინც თავის თავზე იღებენ,მე მგონი დავითაშვილი,არაბიძე,კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,სასწრაფოდ ძირითადში.
გოჩა
14 ოქტომბერი 2019 00:04
2
აქაც და 21 წლამდელებშიც თავდასხმაში ურთიერთქმედებაა ჩვენი აქილევსის ქუსლი.ერთმანეთს არ ამჩნევენ,მწვავე პასს არ აძლევენ,სისწრაფეზე არ აყოლებენ ბურთს.ბურთის ფლობას ბურთის ფლობისათვის,მხოლოდ ფრე მოაქვს,მოგებას კი შეტევა და კარში დარტყმა სჭირდება.ფლანგებიდან ჩაწოდებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი,თუ მასზე ვინმე გადის,იხსნება,დასწრებაზე თამაშობს და თვითონ პასიც ზუსტია.ამის მსგავსს,რაიმეს აკეთებს ჩვენი ნაკრები?არა
სოსო
14 ოქტომბერი 2019 22:50
0
ნამდვილად ეგრეა.ყაზაიშვილს იქნებ ვილმემ აუხსნას,რომ ფეხბურთში ის ერთი წამი ფასობს როდესაც,დროულ პასს გაუკეთებ შენს თანაგუნდელს რომელიც უკეთეს პოზიციაში არის.გულშემატკივრები უფრო დაგაფასებს.მე მესმის ყაზაიშვილის, რომ ჩემზე უფრო უნდა გოლის გატანა,მაგრამ მეც არა ნაკლებ მინდა საქართველოს ნაკრების მოგება!
chabuka
14 ოქტომბერი 2019 10:27
0
ყველა გამოხმაურება
ძაან თავხედი ხალხია რა, ესეიგი ქართველები საათში ასი მილით დარბოდნენ და ბურთს ართმევდნენ და ამაში თვითონ ყოფილან თურმე დამნაშავე, ჩვენი დამსახურების აღიარება არაფრით უნდა, გვყოლოდა ერთი ჩაკვეტაძე და მისნაირი ვინმე კიდე და ვნახავდით რამდენს გამოიძრობდით კარიდან,
Dato
13 ოქტომბერი 2019 23:15
6
პასუხისმგებლობა ქვია მაგას, სითავხედე კი არა. საქართველოს ნაკრები რომ ცუდად თამაშობს, ან მწვრთნელს ვაბრალით, ან სველ და უხარისხო მინდორს, ან ამინდს ანაც გაყიდული თამაში იყოო. არასოდეს საკუთარ თავს
rasa
14 ოქტომბერი 2019 00:11
12
არ უნდათ იმიტომ რომ თავს აპრიორი უკეთესებად თვლიან და სირცხვილია მათ თვალში როცა ჩვენნაირ ქვეყანას ვერ უგებენ. რაგბშიც იგივეა ბრიტანელები ყოველთვის ზემოდან გიყურებენ სანამ თავზე არ დაახევ ბურთს და არ დაუმტკიცებ რომ ერთი თავით ჯობიხარ. ამიტომ მინდოდა მაგათთან მოგება განსაკუთრებით მარა არ გვეღირსა რა.
Piper
13 ოქტომბერი 2019 23:43
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული