გიბრალტარი დიდ გულზეა და საქართველოს ნაკრებთან დადებითი შედეგის იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის წინ გიბრალტარი რატომღაც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ამის საფუძველს მათ 10 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოსთან 0:1 წაგებული ამხანაგური შეხვედრა აძლევს და კიდევ ის, რომ რაც მათ ეროვნულ გუნდს სათავეში ხულიო რიბასი ჩაუდგა, გამანადგურებელი ანგარიშით აღარ მარცხდებიან.

ეტყობა, შვეიცარიასთან 0:4, დანიასთან 0:6 და საქართველოსთან 0:3 სერიოზულ წაგებად არ მიაჩნიათ.

Gibraltar Chronicle-ი აღნიშნავს, რომ ირლანდიამ 1:0 და 2:0 მოუგო; კოსოვომ, რომელმაც ინგლისს "უემბლიზე" 3 გოლი გაუტანა (3:5), მხოლოდ ერთხელ მოახერხა მათი კარის დალაშქვრა და საქართველოსთან დადებითი შედეგის მიღწევას შეეცდებიან.

"მიუხედავად
იმისა, რომ გიბრალტარი კიდევ ერთხელ დამარცხდა, ბოლო 7 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, კოსოვოსთან თავი კარგად წარმოაჩინა და პარასკევს "ვიქტორიაზე" ქართველთა ხისტ გუნდთან შედეგის მიღწევის იმედი აქვს", - წერს გამოცემა.

რიბასი ამბობს, რომ მათთვის ყოველი თამაში გადამწყვეტი და ფინალის ტოლფასია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ჩვევა გვაქვს ....პირველი ქულები ავაღებინოთ ჩვენ და ადრე ეს არა ერთხელ მომხდარა ...მაგრამ იმედია დღეს ასე არ იქნება ...!!!
Mdaa
22:47 15-10-2019
1
ანდორა - ვაისი 1:1 ...
არ გაუჭირდებათ
09:37 15-10-2019
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული