საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
რომელიღაც ტოტალლიზატორი რომ ძალიან ხეირობს ცხადია, მაგრამ ფეხბურთელების წილი რამდენია ძალიან მაინტერესებს. რა ღირს ამათი ღირსება და პატივი.
izi
17 ოქტომბერი 2019 11:29
1
აზრზე ხართ რა სუსტი გუნდია? ჩვენი ნაკრები მიაწვა და გაუტანა :D ასეთი რამე მე პირადად ძნელად მახსენდება.
შეტევა
17 ოქტომბერი 2019 10:15
0
ღირსებააყრილი სამარცხვინოები!
joi zaza
16 ოქტომბერი 2019 17:38
5
raga "svarka" da raga eseni ra!!!! kobiashvilo mokide xeli shen vais da wadit ra bizia!!!
სანდრო
16 ოქტომბერი 2019 16:44
9
"პოჩერკზე" ეტყობა ბევრს, თუ როგორი "ბოღმის" ბუკეტია...
tngh
16 ოქტომბერი 2019 16:11
6
აბა "პოჩერკი" ქართულად როგორ იქნება?
tngh-ს
16 ოქტომბერი 2019 17:03
3
ვაისი გასშვებია იმიტომ რომ შემადგენლობის სწორად დაყენება არ იცის, ასევე შეცვლებს საერთოდ ამოვარდნილს აკეთებს ლოგიკიდან. მერე ყველაზე მათავარი რაღა დროს ნავალოვსკი, ოქრიაშვილი, ანანიძეა ნაკრებში? 8 წელია ვერაფერს შვებიან, ასევეა ყაზაიშვილზეც რომელიც მხოლოდ ამერიაკზე ფიქრობს!
dato
16 ოქტომბერი 2019 14:22
5
ვაისა არის გასაშვები ფედერაციასტან ერტად. კაშიას რომ რამე მოუვიდეს, დაცვა არ უნდა გავყავდეს? ასევე ტაბიძის ფაქტორიც გამოიხატა. რაღა დროს ნავალოვსკია, კვერკვე დაეყენებია და გრიგალავა გადაეწია ფლანგზე ანდა ლუბოი, ტაბიძემ ხომ გაქაჩა ფლანგი. რო ამოიჩემებს ვინმეს, ვსიო. იმედია ეხლა მაინც მიხვდა, რომ ნავალა არაა ნაკრებში გამოსაძახებელი. სუსტი იყო საყრდენი ზონა, თუ ვინმეს გამოცდა უნდოდა, დაეძახებინა პარუნაშვილისთვის, მეტი კაი მომენტი რა უნდოდა, ან იმ ბიჭმა რა დააშავა, მეტი რა ქნას? ხარაიშვილი რაც დაიმტვრა, მის მერე თითქოს მოიშალა ნაკრები, თუ ვცდები? ლობჯანიძე და შენგელია ფეხსაც ვერ გაანძრევს უფრო კარგ ნაკრებებთან ფაქტია და ეს არ იცოდა? ზარანდია რატომ არ უნდა ყოლოდა? ეხლა უნდა მისცემოდა სწორედ შანსი. შენგელიას არ სჯობს? ყაზაიშვილი კიდე არაა ნაკრების კაცი საერთოდ, ანანიძემ კი აკეთა პასები, მარა ვერც ეგ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიეცით სხვებსაც შანსი. მჭედლიშვილი ნავალოვსკის არ სჯობს? რა დააშავა? ან ებრალიძე რატომ გასწირეს ასე? არ გამოდის ამ ხალხთან ფეხბურთი და შეცვალეთ რა მოხდება, მოიწვიეთ ეს ხალხი, ცოტა შეთამაშება უნდა ხარას და ეგაა. რა არის ბიჭო მაზოხისტები ხომ არა ხართ. ოქრიაშვილი დაიმტვრა, ხომ ნახეთ, არ სეუძლია და მიტო. საბა რომ ყოფილიყო ერთ 2 გოლკს მაინც შეაგდებდა, ასევე დვალი კედელია ცენტრში. გვყავს ბიჭები და ვერ იყენებდე, ცოტა გაუგებარია რა. შესაცვლელია ვაისა აბა რა. თუ არადა მაშინ ფედერაციის თავები ყოფილა ნაკრების ასეთი სავალალო მდგომარეობა. აი რა მოგვცა ეხლა ამ თამაშმა? არც არაფერი, ნავალა რომ არ ვარგოდა 2 წელია ვიძახი და ყველამ იცის, ჯანო, ვაკო და ოქრი რომ აღარარიან ამ ქვეყნად ესეც არახალია, აბა რა გიშლით ხელს? კლუბის ხელმძღვანელობა იმას რომ იტყვის, კვერკვე ნაკრებში შევა ფორმაშიო და მერე ვათამასებო, რაღა უნდა თქვა? გამოდის რომ აქ უვარგისების სარეაბილიტაციო ცენტრია, თუ ეროვნული გუნდი? საკუთრებაში გყავთ ნაკრები? კობის ეხება ეს და მის ზემოთაც. სირცხვილი არაა? თუ საერთოდ დაკარგეთ ეგ ძარღვი.
ვასო
16 ოქტომბერი 2019 14:08
7
უთავმოყვარე, ზარმაცი და უქნარა ერი ვართ, ფეხბურთელებიც ხომ ჩვენივე ნაწილია, ამაშია პრობლემა, რაც ერი ის ბერი,
zmo
16 ოქტომბერი 2019 13:13
2
წაყვანილი ყავდა მცველები და ჩამშლელები, გიბლარტართან თუ არ ათამაშებ ახალგაზრდებს, ზარანდიაზე და არაბიძეზე მაქვს საუბარი, აბა ვისთან უნდა ათამაშო? გიბლარტარს უფრო მეტი მომენტი და უფრო კარგი გუნდი იყო მეორე ტაიმში, უნდა ვაღიაროთ, რომ არ გაუმართლათ.
s.s.
16 ოქტომბერი 2019 13:02
4
chven nakrebs gamarjveba ar ekutvnoda, postalioni da potograpi ro tamachs chemogibrunebs da 2 gols gagitans , sircxvilit arc unda chamodioden sakartvelochi, loria ro ara cavagebdit , lorias umadlodet , da vaisi ar dagekargot arsad, mainc raari jvari xoargakvt dacerili am vaisze, gibraltartan ro gachirvebit moigeb, tpui, sircxvili da tavis mochra xart sakartvelosi erti sami pegburtelis gamoklebit, chipolinoebs ro ver mougeb, 38 clis pegburtel postalionma gagitanat burti , meti ragazea saubari, chemarcxvenlebi.
KUTAISELI
16 ოქტომბერი 2019 12:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული