pressball: ბელორუსის მეტოქე ერთა ლიგაზე თითქმის გაირკვა - საქართველო [VIDEO]

AutoSharing Option
ბელორუსულმა pressball-მა ერთა ლიგის შესახებ თავის მკითხველს სიტუაცია განუმარტა.

"გასულ წელს ერთა ლიგის D ლიგაში ჯგუფებში გამარჯვებულები გაირკვა: საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი. ნახევარფინალში ისინი ასე დაწყვილდნენ: საქართველო-ბელორუსი და ჩრდილოეთი მაკედონია-კოსოვო. ეს მხოლოდ რომელიმე მათგანის ევროპირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლას შეუძლია შეცვალოს.

საქართველო და ბელორუსი ამას უკვე ვეღარ მოახერხებენ, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას კი შანსი ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა ოქტომბერში ეს შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩრდილომაკედონიელებმა G ჯგუფში სლოვენიას სძლიეს (2:1), ხოლო პოლონეთთან წააგეს (0:2), მეორეადგილოსან ავსტრიას 5 ქულით ჩამორჩნენ და
ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიღა დარჩათ.

კოსოვოს A ჯგუფში საქმე უკეთესად აქვს - მეორე პოზიციაზე მყოფი ჩეხეთი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. კოსოვოს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - გასვლაზე ჩეხეთთან და სახლში ინგლისთან".

მოკლედ, ბელორუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთა ლიგაზე ვითარების შეცვლის შესაძლებლობა მინიმალურია და დიდი ალბათობით, თბილისში საქართველოსთან მოუწევთ დაპირისპირება.

ბოლო ტურში ბელორუსი მინსკში ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა (იხ. ვიდეო) და C ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-4 ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 22 /
ბელარუსიის ნაკრებთან შინ ვთამაშობთ და მაგის იმედი მაქვს, მაგრამ კოსოვოს ნაკრებთან თუ მოვხვდით ძალიან ცოტა შანსები გვაქვს, ჩვენი ნაკრები ძლიერებთან უფრო კარგად თამაშობს, დანიასთან და ირლანდიასთან ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ.
s.s.
17 ოქტომბერი 2019 12:49
4
ეგ ის ბელარუსი არ არის? 20 თუ 21 წლის თოკომ მცველები ერთმანეთს, რომ აჯახა და ვინ საით გადავარდა ვეღარ იგებდნენ, გოლი კი ლამაზი დარყმით შეაცურა ბელო რუსების კარში.
გიზოგ
22 ოქტომბერი 2019 09:55
0
ბელორუსი გასვლაზე უფრო კარგად თამაშობს შეტევაში ვიდრე სახლში, იმიტომ რომ ბეი-ბეგი (დაარტყი და ირბინე) ტაქტიკა აქვს. ხოლო ჩვენები გადამწყვეტ მომენტში თან სახლში "მანდრაჟით" (ჩაჯ--ლი) თამაშობენ. თავდასხმაში მარტო ჩაკვეს იმედად ვართ, თუ შეძლო ძველი ფორმის დაბრუნება. დაცვაში ხვრელები გვაქვს. გაგახსენებ ცხადაძე 5 მცველით თამაშობდა, სამაგიეროდ კაკაბაძეს და მარცხენა მცველს ქონდათ უფლება უპრაკუნოდ ერბინად წინ (ახლაც მაგას აკეთებენ). ქეცბაია 7 მცველით თამაშობდა. მოკლედ დაცვა დიდი პრობლემაა, თავდასხმა არ გვყავს და არც ოპტიმიზმით არ გამოდის არაფერი. ბელორუსიასთან მოგება მწვრთნელების მოფიქრებაზე იქნება დამოკიდებული.
kaira
17 ოქტომბერი 2019 15:02
0
აი ვინც ნაკრების მთავარ პრობლემად ვაისს ხედავს, ამაზე არაადეკვატურ რამეს ვერ იტყვით.
გუგა
17 ოქტომბერი 2019 11:16
7
რატომ ამდენი ნეგატივი და პესიმიზმი ხალხო! არც ვაისის ბრალია ეს მდგომარეობა და არც ფეხბურთელების, ჩვენი მიმდინარე მდგომარეობა ფეხბურთში ასახავს ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, უფრო სწორად პირიქით. რაც ვართ ეს ვართ, ვუქომაგოთ ჩვენ ნაკრებს და თუ გავა ბედნიერი იქნება მთელი ქვეყანა, თუ არა და გავაგრძელოთ ზრუნვა უკეთესი მომავლისთვის.
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2019 09:37
4
100% მართალი ხარ, მაგრამ მაინც უკეთესი შედეგები, რომ გვინდა? 35-40 წლის წინანდელი მიღწევებით როდემდე ვიტრაბახოთ? მაშინდელი შედეგები აღარ გვექნება, სამწუხაროდ.
პენსიონერი გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2019 11:25
1
ამბიციები კი გვაქვს, იცოცხლე. მახსოვს მსოფლიოს პრიზიორი ბულგარეთის დამარცხების შემდეგ როგორი ამბიციები გაგვიჩნდა, სახლში ინგლისის ნაკრების დამარცხებას ვიქადნებოდით და 0:2 წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელი, მგონი ჩივაძე იყო თუ არ ვცდები, გადავაყოლეთ, რას ჰქვია ინგლისთან წავაგეთ. ეჰ რა დრო იყო, უელსებს, ალბანეთებს და მისნაირ გუნდებს, სახლში თუ გასვლაზე რომ უშანსოდ ვუგებდით, გრანდებთან გასვლაზე ფრეს ვუმიზნებდით და სახლში მოგებას ვგეგმავდით. იქაც იყო ჩავარდნები ჩვენ რომ გვჩვევია, მოლდოვასთან მარცხი და ეგეთები, მაგრამ მაინც. დღეს ჯგუფური თამაშები დაწყებული არაა რომ უკვე გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგული გვაქვს და "მოსამზადებელ ეტაპად" თუ გამოვიყენებთ შემდეგი შესარჩევისთვის
გიორგი
17 ოქტომბერი 2019 09:36
0
აი ზუსტად ვერ დაგეთანხმები. წელს იყო პირველად, რომ შესარჩევის ტურნირის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე კიდევ გვქონდა შანსი გასვლაზე. ხომ შეიძლებოდა ირლანდიისთვის რომ მოგვეგო, ჰო და დაამატე ჩვენ 8 ქულას 2-იც და შანსი ბოლომდე გვექნებოდა, თან როგორი: მოუგე შვეიცარიას და გადიხარ. მააააშ. მეორე საკითხია რისი მომგები ვართ და რისი არა. მაგრამ შენ წეწრ, თეორიულადო...
alexandre
17 ოქტომბერი 2019 09:54
1
ვაისი გუნდს ვერ აყენებს,რამდენჯერ ითქვა:შეცვლებს აგვიანებს,ვაისი არ არის კარგი კვალიფიკაციის მწვრთვნელი,საქართველოში არ ცხოვრობს,როგორც ვიცი საქართველოს ჩემპიონატებს არ ესწრება,ქართველი კაცის ხასიათიც არ იცის,რას გადაეკიდეთ?გაუშვით და ქართველი დანიშნეთ,თხემით ტერფამდე,რომ იცის ქართული ხასიათი,ჩვენ ქართველები განწყობის ხალხი ვართ,თუ კარგ განწყობაზე ვართ მთებს გადავაბრუნებთ ,თუ არადა პატარა ბორცვსაც ვერ ავივლით,იქვე სადმე მივეგდებით,კარგ ქართველ მწვრთნელს შეუძლია გუნდი სულ მოტივირებული და კარგ განწყობაზე ყავდეს,ჰოდა მოიძიეთ და დანიშნეთ,ისე როგორც თავის დროზე თბილისი დინამოსთვის მოიძიეს და დანიშნეს ნოდარ ახალკაცი და რას მიაღწია მის ხელში დინამომ ყველას კარგად მოგეხსენებათ.
თერჯოლელი
17 ოქტომბერი 2019 08:52
3
თერჯოლელო, ძირითადად გეთანხმები. ისე ხასიათის გამოსასწორებლად. როდესაც 75-ში ისევ წააგო დინამომ, იმ ავად სახსენებელმა შევარდნაძემ დაუძახა, ვისაც ევალებოდა და უბრძანა: მოხსენით დინამოს მწვრთნელი და ახალი კაცი დანიშნეთო. ჰო და მანაც ახალ+კაცი = ახალკაცი დანიშნა. ასე იყო ის ამბავი. გაანათლოს ფარსადანოვიჩის სული უფალმა.
alexandre
17 ოქტომბერი 2019 09:50
2
ფეხბურთი არა კვახი.საქართველოში შტანგის და მე მგონი შახმატიც ქაჩავს რომელი სპორტია განვითარებული. რაგბია და მსოფლიოზე გამოჩნდა რის მაქნისები ვართ, კალათბურთია და სამქულიანებზე აცრილები ვართ არ ესვრიან და არც ეგენი არიან დიდი ბედენა. ჭიდაობაციყო და ლუხუმის გარდა ყველა კინწის ყვრით გამოყარეს არა და სულ მცირე 3 ოქრო უნდა გვქონოდა.მოკლეთ რა მთავრობც გვყავს ისეა სპორტიც.ბასილაშვილია და ვერც გამოდგა დიდი გადამრიე ვინმე.
misha
17 ოქტომბერი 2019 06:29
19
რა ბოღმა გკლავს. რომ წერ, 3 ოქრო უნდა გვქონოდაო, ესე იგი აღიარებ რომ გვყავს მოჭიდავეები მაინც. ვაი შე მართლა მიშა-მაგარია. ფუ შენს ქართველობას.
alexandre
17 ოქტომბერი 2019 09:45
6
რა ევროპა და რის მსოფლიო, ხომ არ ღადაობთ?!!
ამას ტინგიცი უფრო ჰქვია, რასაც ვთამაშობთ.
ეეხ! ყიფიანი, ვოვა, ვიტალი, საშა, რამაზი,
აი თამაში ვინ იცოდა და თან ლამაზიც.
წავიდა ჰეეეეე!!!!!! ტყემალი რომ აყვავდებააა!!!
კ ო მ ბ ლ ე
17 ოქტომბერი 2019 01:21
4
ვინც ძველი გულშემატკივარია, ეხსომება მაშინაც გვქონდა მძიმე პერიოდები, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ მოვიდა ის დიდებული თაობა. არც ეხლა ვართ უიმედოდ. კიდევაც დაიზრდებია ალგეთს ლეკვები მგლისანი....
გიზოგ
22 ოქტომბერი 2019 09:44
0
დიზლაიკის დამწერი რომელი ხარ ერთი გამოჩდი,სირცხვილი არაა...რამდენი დრო გავიდა რაც ჩვენს ფეხბურთელებს ხეირანი არაფერი გაუკეთებიათ,არადა იყო დრო გრანდეს ვამარცხებდით!
+
17 ოქტომბერი 2019 06:29
1
გიბრალტართან და ირლანდიასთან თამაშის მერე საბოლოდ დავრწმუნდი რომ ჩვენს ნაკრებს ვერც ერთა ლიგა უშველის და ვერც ჯგუფი სადაც 3 ნაკრებს შეუძლია გასვლაა ერთადერთი შანსი რომ საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს მსოფლიოზე ან ევროპაზე არის იმ შემთხვევაში თუ აქ ჩატარდება რომელიმე ტურნირი ვისაც იმის ულიზია გაქვთ რომ ეს ნაკრები ერთალიგიდან გავაა თავს ნუ მოიტუიებთ ბელარუსსაც ვერ გაცდება და თუ გაცდა კოსოვო აუცილებლად მოუგებს 100%. ახლა შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ეს ნათქვამი მაგრამ აი ზუსტად ასე იქნება.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 21:46
38
პესიმისტებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე.
გიზოგ
22 ოქტომბერი 2019 09:40
0
სიმართლე მწარე მოსასმენია, მაგრამ თითქმის 100%-ით ჩემი სათქმელი დაწერე! ბელარუსთან მოგება ხომ საეჭვოა (თუ "ჩაკვე" არ გვეყოლა, ისიც კარგ ფორმაში) და კოსოვოსთან ან თუნდაც ჩრდილო მაკედონიასთან მინიმალური შანსები გვაქვს. დღევანდელი რეალობა ასეთია და თუ გვინდა, ეს მოცემულობა შეიცვალოს, სასწრაფოდ ზომების მიღებაა საჭირო. ანუ ცვლილებებია საჭირო, თუმცა ამჟამინდელი ფედერაციის ხელმძღვანელობის ხელში ამის ილუზია არ მაქვს
qomagi
17 ოქტომბერი 2019 10:53
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული