pressball: ბელორუსის მეტოქე ერთა ლიგაზე თითქმის გაირკვა - საქართველო [VIDEO]

AutoSharing Option
ბელორუსულმა pressball-მა ერთა ლიგის შესახებ თავის მკითხველს სიტუაცია განუმარტა.

"გასულ წელს ერთა ლიგის D ლიგაში ჯგუფებში გამარჯვებულები გაირკვა: საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი. ნახევარფინალში ისინი ასე დაწყვილდნენ: საქართველო-ბელორუსი და ჩრდილოეთი მაკედონია-კოსოვო. ეს მხოლოდ რომელიმე მათგანის ევროპირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასვლას შეუძლია შეცვალოს.

საქართველო და ბელორუსი ამას უკვე ვეღარ მოახერხებენ, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას კი შანსი ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა ოქტომბერში ეს შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩრდილომაკედონიელებმა G ჯგუფში სლოვენიას სძლიეს (2:1), ხოლო პოლონეთთან წააგეს (0:2), მეორეადგილოსან ავსტრიას 5 ქულით ჩამორჩნენ და
ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიღა დარჩათ.

კოსოვოს A ჯგუფში საქმე უკეთესად აქვს - მეორე პოზიციაზე მყოფი ჩეხეთი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. კოსოვოს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - გასვლაზე ჩეხეთთან და სახლში ინგლისთან".

მოკლედ, ბელორუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთა ლიგაზე ვითარების შეცვლის შესაძლებლობა მინიმალურია და დიდი ალბათობით, თბილისში საქართველოსთან მოუწევთ დაპირისპირება.

ბოლო ტურში ბელორუსი მინსკში ნიდერლანდებთან 1:2 დამარცხდა (იხ. ვიდეო) და C ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-4 ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 22 /
გიბრალტართან და ირლანდიასთან თამაშის მერე საბოლოდ დავრწმუნდი რომ ჩვენს ნაკრებს ვერც ერთა ლიგა უშველის და ვერც ჯგუფი სადაც 3 ნაკრებს შეუძლია გასვლაა ერთადერთი შანსი რომ საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს მსოფლიოზე ან ევროპაზე არის იმ შემთხვევაში თუ აქ ჩატარდება რომელიმე ტურნირი ვისაც იმის ულიზია გაქვთ რომ ეს ნაკრები ერთალიგიდან გავაა თავს ნუ მოიტუიებთ ბელარუსსაც ვერ გაცდება და თუ გაცდა კოსოვო აუცილებლად მოუგებს 100%. ახლა შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ეს ნათქვამი მაგრამ აი ზუსტად ასე იქნება.
Giorgi
21:46 16-10-2019
38
რატომ ამდენი ნეგატივი და პესიმიზმი ხალხო! არც ვაისის ბრალია ეს მდგომარეობა და არც ფეხბურთელების, ჩვენი მიმდინარე მდგომარეობა ფეხბურთში ასახავს ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, უფრო სწორად პირიქით. რაც ვართ ეს ვართ, ვუქომაგოთ ჩვენ ნაკრებს და თუ გავა ბედნიერი იქნება მთელი ქვეყანა, თუ არა და გავაგრძელოთ ზრუნვა უკეთესი მომავლისთვის.
გულშემატკივარი
09:37 17-10-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული