ხორვატიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა - მოდრიჩი, რაკიტიჩი და სხვები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს პულაში ხორვატიას ამხანაგურ მატჩში შეხვდება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები რიეკაში ჯერ სლოვაკებს უმასპინძლებენ, შემდეგ კი - ჩვენს გუნდს და მათმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა შემადგენლობა გამოაცხადა.

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), სიმონ სლუგა (ლუტონი)

მცველები: ტინ იედვალი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), კარლო ბარტოლეცი (კოპენჰაგენი), დუიე კალესტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მილნიაკი (რიზესპორი), დინო პერიჩი (დინამო)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარცელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარიო
პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოსიფ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო), მილან ორსიჩი (დინამო)

სათადარიგოები: მარკო როგი (კალიარი), ფილიპ ბრადარიჩი (ჰაიდუკი), მარინ ლეოვაცი (დინამო), იოსიპ იურანოვიჩი (ჰაიდუკი)

საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან ორი მატჩი აქვს ჩატარებული: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში 1:0 მოუგო, ხოლო სპლიტში 1:2 დამარცხდა.

პულის "ალდო დროსინას" სტადიონი, სადაც შეხვედრა გაიმართება, 9 800 მაყურებელს იტევს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნეტა გამაგებია, რას ღადაობთ? თუ არ მოგწონთ ნაკრები, ბიჭები, მოწინააღმდეგე, ვინ გაიძულებთ ან სტადიონზე წასვლას, ან მატჩის ტვ-ში ყურებას. რას ილანძღებით და რას შაყირობთ?
Alexandre
29 ოქტომბერი 2019 23:05
0
სლოვაკეთს მოუგებენ ოფიციალურ თამაშს და არამგონია ჩვენთან გაიგიჟონ თავი. ფრე იქნება ეს თამაში.
გოგა
29 ოქტომბერი 2019 22:18
0
ანუ ხორვატიის ნაკრებტან დადებითი ბალანსი შევინარჩუნეთ. 1:0 თბილისში; 1:2 სპლიტში. ფლეი-ოფში გავიმარჯვეთ ))
chempion
29 ოქტომბერი 2019 21:18
2
მდაა... ხორვატებზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია გვაქვს... ისღა დაგვრჩენია, ვაისის შეფხიზლებას დავუცადოთ... იმედია, 19 ნოემბრამდე დაუმუჯლუგენებს ფედერაცია და ჩვენს შემადგენლობაზეც შევიტყობთ ტყუილ-მართალს...
მ. ტ.
29 ოქტომბერი 2019 16:11
1
შესწორება- 1:3 გვაქვს წაგებული. კარგი კი ის არის,რომ ამ დონის ნაკრებმა სპარინგად აგვარჩია
გუსანი
29 ოქტომბერი 2019 11:42
32
სანამ დაწერ საქართველოს ნაკრების ვიკიპედია მაინვ ნახე, 1:2 წავაგეთ ხორვატიაში პირველი გოლი კანკავამ გაიტანა თავით.
არასწორი ხალხის რისხვა
29 ოქტომბერი 2019 12:00
0
რას გვაშინებთ გუნდების დასახელებით რეალი ჩელსი მილანი ინტერი რა აკტიობე სუმგაითი ნეფთჩი და ბოლოს და ბოლოს შტურმი ნაკლები არიან? რატომ უნდა მოგვიგონ ამ ჭე კლასის გუნდებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა ჰაი კლასის გუნდების ფეხბურთელებით სავსე ნაკრებს? ბოდიშით ანორთოსისი გამომრჩა ევროპის რისხვა
kote
29 ოქტომბერი 2019 11:21
21
დაცვაში დომაგოი ვიდა არ ყავთ და ეს ჩვენი გოლის გატანის შანს ერთი ორად ზრდის
irakli
29 ოქტომბერი 2019 08:28
18
ესპანეთს მოვუგეთ და ხორვატია რაღაა )) მითუმეტეს მონაგები გვაქვს ხორვატევთან))) ისე მსოფლიოს ვიცე ჩენპიონებთან კარგი თამაში იქნება ესე მგონი მთავარია ტრავმა მოირჩინოს ბიჭებმა
ტოტტი
29 ოქტომბერი 2019 08:01
9
Naxevardacva ar yavt, wesit shuaze unda gavxiot:d
Janluka
29 ოქტომბერი 2019 07:27
6
ჰოოო, ეგაა ჩვენი შანსი, მანდ ექნებათ ქაოსი, გარტყმაში არ არიან ბიჭები... დაუშვილი და კანკავა ბურთს არ ანახებენ
Nietzcshe
29 ოქტომბერი 2019 10:17
4

სიახლეები პოპულარული