გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში თუ ლეგიონერი ბურთს კარგად გააგორებს, შემდეგ აუცილებლად იწყება საუბარი მის ნატურალიზებაზე. ეს ხშირად არათუ ნაკრების გაძლიერებითაა განპირობებული, არამედ ინტერესით, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელის, ჯოვინო ფლამარიონის გაქართველებაზე, რომელიც საქართველოში მესამე წელს ატარებს. მოგეხსენებათ, ხუთი წელია საჭირო, რათა ფეხბურთელმა ქართული პასპორტის აღება შეძლოს.

ჯოვინო არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი. გვახსოვს, ალბათ, აბაიომი ოვონიკოკო, თუ როგორი ზარ-ზეიმით გადავეცით ნიგერიელს საქართველოს პასპორტი. თუმცა ოვონიკოკომ "გაგრაში" კარგი ასპარეზობის შემდეგ ვერც
"ზესტაფონში" ითამაშა, შემდეგ უცხოეთშიც ვერ ააწყო კარიერა, ბოლოს პორტუგალიის ქვედალიგელ "მირანდელაში" იყო და მას შემდეგ მისი საფეხბურთო კვალი იკარგება...

ცოტა დააკლდა გაქართველებამდე თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ყოფილ მცველ რენე ფერეირა დოს სანტოსს. ბრაზილიელ ფეხბურთელს საქართველოში ყოფნა კიდევ ნახევარი წელი ესაჭიროებოდა, რომ მოქალაქეობა მიეღო. მის ნაკრებში თამაშზე აქტიურად საუბრობდა მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე და გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მას საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა.

რენემ საქართველოს შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში დიდი პერიოდი დაჰყო და ამჟამად პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბ "მარიტიმუში" გამოდის, ოღონდ შეცვლილი ამპლუით, ის საყრდენი ნახევარმცველია.

altმკითხველთა უმრავლესობის აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს

30 წლის იყო ჩისკო მუნიოსი, როდესაც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. მალევე დაიწყო მის ნატურალიზებაზე საუბარი. თვითონ ფეხბურთელიც ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, თუმცა 30 წლისა და 35 წლის ჩისკო - ეს სხვადასხვა მოცემულობა უნდა ყოფილიყო, თანაც ოთხ წელიწადში საქართველო დატოვა და 35 წლისამ კარიერა დაასრულა.



მაშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც ამ აზრს დასცინა:

"კარგით რა, ხალხნო. რა ჩისკო... გადახედეთ ქართული ფეხბურთის ისტორიას, როგორი ფეხბურთელები გვყავდა. რომელ ჩისკოზეა ლაპარაკი. თანაც, წესებით, უცხოელი 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ქვეყანაში, ნაკრებში გამოსვლის უფლება რომ დართონ. ეს დრო რომ გავა, ჩისკო თითქმის ჩემი ტოლი იქნება...".

გვინდა თუ არა ჯოვინო ნაკრებში?

23 წლის ბრაზილიელი საქართველოს ჩემპიონატში კარგად თამაშობს, თუმცა ვერ ვიტყვით, საუკეთესოაო. მაგრამ მისი ასაკიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე ფიქრიც. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელები ჭირს, არავინ იცის, მომავალში ეს ფეხბურთელი როგორ ითამაშებს. შეიძლება ოვონიკოკოს გზა გააგრძელოს ან კარგი კარიერა აიწყოს.

თანაც, რას ვკარგავთ? არაფერს. უბრალოდ საკითხავია, რამდენად შეძლებენ ბათუმელები დანარჩენი ორი წელი მის შენარჩუნებას? მოგეხსენებათ, ბრაზილიელს ამ ზაფხულსაც სურდა აჭარიდან აბარგება, მას ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე პრაღის "სლავია" ეპატიჟებოდა. ხოლო ბათუმელებმა მისი შეჩერება კონტრაქტით შეძლეს.

ბრაზილიელს "დინამოსთან" 2021 წლის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი, 5 წელი კი ორი თვის შემდეგ უსრულდება, 2022 წლის თებერვალში.
მკითხველის კომენტარები / 29 /
გააჩნია ევრო ტურნირებზე რას იზამს თორე საქართველის ჩემპიონანტში შენგელიაც იტანდა მაგრამ თურქეთში ჯერ ფეხიც ვერ მოიკიდა
diego
31 ოქტომბერი 2019 20:45
2
საიდან მოგდით ესეთი აზრები. რაც არის ნაკრები მაგ რესურსით უნდა გააგძლოს მოღვაწეობა, ისედაც ესეთი დაბალი ხარისხის ნაკრებს, ესეთი დაბალ ხარისხიანი ფეხბურთელი აკლდა. ვიღაცა გაფაფხურდება და ეგრევე ნაკრებში რომ ტენით. ან ვინმე წართული გვარით სადმე ბურთს გაგორებს ატეხავთ ერთ ამბავს ნაკრებში რატო არ იძახებენო. ვინც ნაკრებს აკომპლექტებს რის ვაი ვაგლახით არჩევს ფეხბურთელს ამ წყალ წაღებულ ცემპიონატიდან. შეეგუეთ დრევანდელ რეალობას რა ნაკრებიც გყავდა რაც გვყავს და გვეყლობეა. არავის არ უნდა მაღალი დონის გუნდს წართველი, მიზეზი ეძებეთ არაორგანისებულ ფედერაციაში ყველაფერში და არა იმაში ვიღაცა რომ ფაფხურებს ამ სასაცილო ჩემპიონატში.
giga
31 ოქტომბერი 2019 13:43
13
გვინდა!!! გვინდა!!! გვინდა!!!
tngh
31 ოქტომბერი 2019 12:52
10
"წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო"
საქართველო
31 ოქტომბერი 2019 12:03
1
„„25 წლისაა და საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება, მომავალში ალბატ კიდევ მოუმატებს„„
თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? 25 წლისა უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი უნდა იყოს, მოუმატებს არა კვახი.
მისცემთ პასპორტს, გაძღება ხინკლის წვენით, მოაჯდება კაი ტაჩკას, ფული კი ექნება და ჩვენი დიდი ხათრით და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გულისთვის ვინცხა აფრიკელი, ბურთს დაუწყებს კიდევ დევნას??? გიჟია ტოოო??? აბა ფულიანი და აწყობილი მინდორში, მთელი ქვეყნის წინაშე ტრუსიკიანი ირბენს? ეგეთი რა გაუჭირდა როო?!! მართლა გიჟი უნდა იყოს, გიჟიიი!!!
კ ო მ ბ ლ ე
31 ოქტომბერი 2019 05:45
13
წყალბურთში თუ შეიძლება, კალათბურთში თუ შეიძლება, მძლეოსნობაში თუ შეიძლება,ძიუდოში თუ შეიძლება,მითუმეტეს არცერთ ზემოთხსენებულ სპორტში არ გვიჭირს ისე როგორც ფეხბურთში,აქ რატომ არ შეიძლება?მილიონი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია,ძმები თამაშობენ სხვადასხვა ნაკრებში და ამით არაფერი დაშავებულა, ჯაკა,ბოატენგი.....თუ ჯოვინო ითამაშებს მგონი მოგებული დავრჩებით, წაგებით მაინც არაფერს ვაგებთ.
ქართველი გულშემატკივარი
30 ოქტომბერი 2019 23:24
13
მოტობურთი გამოგრჩა! )))
aburjga
31 ოქტომბერი 2019 08:54
3
ხალხს ეკითხებით რა გინდათ? ფეხბურთის ბოსებო. ფეხბურთს უნდა ცხონებული ანდრო ჟორდანიას მზგავსი მწვრთვნელი..
გიორგი
30 ოქტომბერი 2019 23:06
2
ხორვატიის ნაკრების ყოფილი მცველი და მწვრთნელი, იგორ შტიმაცი დარწმუნებული არ არის, რომ მისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდა.
"ვინმემ იცის, ზუსტად ვის ვეთამაშებით ფინალში?! კიმპემბე - კონგო, დემბელე - მავრიტანია, სიდიბე - მალი, უმტიტი - კამერუნი, პოგბა - გვინეა, ტოლისო - ტოგო, მატუიდი - ანგოლა, კანტე - მალი, ნ'ზონზი - კონგო, მბაპე - კამერუნი, მენდი - სენეგალი, მანდანდა - კონგო, ფეკირი - ალჟირი..." - განაცხადა შტიმაცმა.

ასეთი საქართველოს ნაკრები გინდათ?! ასეთი ნაკრები თუ რამეს მოიგებს ის საქართველოს ნაკრების გამარჯვება იქნება?!
aburjga
30 ოქტომბერი 2019 21:22
23
როცა ამ გუნდის უცხოტომელით გაძლიერებაზე მსჯელობთ, საქართველოს ე რ ო ვ ნ უ ლ ი ნაკრები რომ ჰქვია ეს არ დაგავიწყდეთ!
aburjga
31 ოქტომბერი 2019 08:59
5
ჯერ ერთი მამდენს არავინ გამოიძახებს. აქ საუბარია 1 ფეხბურთელზე მაქსიმუმ, რომელიც გამორჩეული იქნება იმ ადგილას, სადაც ქართველებს გვიჭირს. მე ვერანაირ ცუდს ვხედავ ამაში.
ზუზუ
30 ოქტომბერი 2019 23:00
10
ჯოვინკო კი არა ეროვნულ ნაკრებში მესი და ნეიმარიც არ მინდა. ჯერ საკლუბო ფეხბურთი რა დღეშია 400 მილიონებს რომ იხდიან ფეხბურთელებში და ფულმა შთანთქა სპორტული აზარტი. ახლა ნაკრებებში გაუფასურდეს ყოველგვარი პატრიოტული მუხტი და ლეგიონერებით გაიტენოს ნაკრებები. მოკლევადიან გეგმებზე ფიქრს იმაზე ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ფეხბურთი როგორ ამოვიდეს ჭაობიდან... ნიჭიერი ბავშვები როგორ უნდა აღიზარდონ თორემ, მაგის გარეშე ერთჯერადად არც ჯოვინკოს მიწვევა და არც სხვების არაფერს მისცემს ქართულ ფეხბურთს
არა
30 ოქტომბერი 2019 21:20
13
ადმინისტრაციული ვერ ვიტყვი რო საუკეთესოაო და აბა ვინ არის ჯოვინოზე უკეთესი ეროვნულ ლიგაში? ეროვნულ ლიგას რო თავი დავანებოთ ნაკრებშიც არ არის ამაზე უკეთესი თავის პოზიციაზე.. ძალიან დახვეწილი მოძრაობები აქვს ფლამარიონს და მისთვის ერთი კაცის მოტყუება არაფერს წარმოადგენს.
ქომაგი
30 ოქტომბერი 2019 20:36
13

სიახლეები პოპულარული