ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

შოთა არველაძეს თურქეთის სუპერლიგის გუნდი იწვევს

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძის მიმართ ინტერესს თურქული სუპერლიგის კლუბი "გიოზტეპე" იჩენს და იზმირული კლუბის პირველი არჩევანი სწორედ ის გახლავთ.

აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე თურქული გამოცემა ავრცელებს. "გიოზტეპეს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტამერ ტუნა გუნდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და ახალი დამრიგებლის პოვნა კლუბის პრეზიდენტ მეჰმეთ სეფილს ძალიან მალე სურს.

მეორე კანდიდატად ლევან შენგელიას "ქონიასპორის" მთავარი მწვრთნელი აიტუკ კოჯამანი განიხილება, თუმცა "ქონიაში" კოჯამანის გაშვებას არ აპირებენ.

"გიოზტეპე" 9 ტურის შემდეგ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა. ხოლო შოთას გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" 23
თამაშიდან 21 მოიგო და წაუგებლად ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიპოვა ჩემპიონობა.

შოთა არველაძე თურქეთის პრემიერლიგაში აქამდე უკვე მუშაობდა. შოთა "კაიზერსპორს", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსპორს" წვრთნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ