ვლადიმირ ვაისის სია - 5 საკითხი, რომელიც გვაფიქრებს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა წლის ბოლო შემადგენლობა დაასახელა, უფრო სწორად, წინა საერთალიგო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სლოვაკი კვლავ თავის სტიქიაშია.

კარგი იქნებოდა, ნაკრების თავკაცს უფრო მეტად ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოეძახა და გამოეცადა რეალურად ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც მარტში აუცილებლად გვყოლოდნენ ან საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ განაცხადი ისეთია, მინიმუმ 5 ფეხბურთელი ზედმეტია.

საკითხი #1
მეკარეებზე მოკლედ ვიტყვით. თითქმის ყველა განაცხადის გამოქვეყნებისას ერთი და იგივე ხდება. უბრალოდ უნდა ვისურვოთ, რომ მარტში ლორია-მაკარიძის წყვილიდან ერთი-ერთი აუცილებლად იყოს სათამაშო ფორმაში.

საკითხი #2
სლოვაკის გათვლით, ცენტრალურ მცველებს პრობლემების
დროს ფლანგზე თამაშიც შეუძლიათ. არადა, ასე არ არის. ორივე ფლანგზე მინიმუმ თითო მცველის გამოძახება შეიძლებოდა, რომლებიც სისტემატურად ამ პოზიციაზე თამაშობენ და მათი ზოგადი შემოწმება.

მარცხენა ფლანგზე უკვე ვწერდით. კარგი იქნებოდა, ამირან სანაიას შესაძლებლობები გვენახა, მარჯვენა ფლანგზე - ნიკოლოზ მალი/გიორგი მჭედლიშვილიდან ერთ-ერთი. გასაგებია, რომ მალი შეიძლება ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იყოს, მაგრამ თუ სამარტოდ საჭიროება დადგება, ადაპტაციის გავლა უფროსებთან საჭიროა.

საკითხი #3
ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია და მურთაზ დაუშვილი. ამ სიაში ორი ფეხბურთელი ზედმეტია. რეალურად, სხვა პოზიციებზე, სადაც უფრო მეტი რაოდენობით გვჭირდება არჩევანი, ამხელა კონკურენცია არ არის.

კონკურენციაც ცოტა გადამეტებული ნათქვამია, ამ ფეხბურთელთაგან ოთხი ფორმაში არაა.

საკითხი #4
შერჩევის კომპონენტი - ეჭვი მაქვს, ვაისი არათუ სხვა პოტენციური კანტიდატების შეხვედრებს არ უყურებს, არამედ იმ 25 ფეხბურთელისაც, რომლებიც გამოიძახა. ზოგიერთი ფეხბურთელის გაფართოებულ სიაში მოხვედრა, ეს უფრო კითხვებისგან თავის არიდებას ჰგავს.

რეალურად, ნაკრებში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ვაისი იცნობს, მაგრამ იმას არ უყურებს, თუ როგორ ფორმაში არიან ისინი. შემადგენლობის გარკვეული ნაწილი ისეა შერჩეული, რომ ეს ფეხბურთელები მხოლოდ განაცხადში დარჩებიან. დიდი ალბათობით, სლოვაკი მათ მინდორზეც არ შემოიყვანს.

გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ნათლად ჩანს მატჩებში.

საკითხი #5
კარგია თავდასხმაში, რომ ვაისი კონკურენციას ზრდის. ამ შეკრებაზე გუნდს დაემატება ბაჩანა არაბული. კარგი იქნებოდა, ვაისი თუ საყრდენ ზონაში ორ ფეხბურთელს მოაკლებდა და დარჩენილ ორ პოზიციაზეც თავდამსხმელებს გამოიძახებდა: ბუდუ ზივზივაძე - ნიკა კაჭარავა.

ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს ბოლო პერიოდი, ჩვენი დონის ან უფრო ძლიერ გუნდებთან კარში ვერ ვურტყამთ, შესაბამისად, გოლიც ვერ გაგვაქვს. დარჩენილი ორი შეხვედრა კი საშუალებას მისცემდა, თუნდაც ვარჯიშებზე მაქსიმალურად გამოერჩია ორი თავდამსხმელი, რომელიც სხვებზე უკეთესია.

altმინუს კვირკველია, პლუს არაბული - საქართველოს ნაკრების განაცხადი შვეიცარიასა და ხორვატიასთან მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვაისი აქამდე უნდა გაეშვა ფედერაციას, ახლა გვიანია, ბელორუსთან ნეტა ჩაკვეტაძე და დაცვის ცენტრი იყოს ჯანმრთელად თორე ვაისის ტაქტიკოსობის დიდი ხანია აღარ მჯერა!
ბასკი
07 ნოემბერი 2019 14:17
5
ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე-ო თამამად იტყვი ჩვენს ყოფილ და ეხლანდელ ხელისუფლებაზე, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ორივე გვყავს, მწვრთნელი ვაი-სი და ფეხბურთელები ვუი-სები
llcl
07 ნოემბერი 2019 14:33
17
ძაან საყვარელი ხარ
XXX
07 ნოემბერი 2019 16:17
3
ყოჩაღ ავტორს
დემე
07 ნოემბერი 2019 14:49
8
წადი ძმაო სხვა რამე აკეთე რაც უფრო შეგიძლია,ჩვენ რას გვერჩი.რომელი ბასკი ხარ?ჩემი?
რეზო
07 ნოემბერი 2019 14:52
14
Chveno vai-s,ise giyvars erti da igive liandagze siaruli,mwvrtnelobas tavi ro gaanebo da metroshi memanqaned imushavo ara?
Misha
07 ნოემბერი 2019 15:37
14
ცხადაძის გაშვების და ვაისის მოყვანის ფორმა ძალიან არ მომეწონა მაგრამ რას ვიზამთ.. არც ვაისია ნამდვილად იდეალური. ეხლა ერთ რამეს გკითხავთ ჯიგრებო, ვაისის წასვლას ვინც ითხოვთ: გულზე ხელი დაიდეთ და დამისახელეთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვინც თქვენს მაღალ გემოვნებას აკმაყოფილებდა თამაშით, შედეგით, სასტავის დაყენებით ან რაღაცით მაინც. რომ მივხვდეთ რის მიღწევა გინდათ ამის გაშვებით:)
valderrama
08 ნოემბერი 2019 01:24
1
რა ვთქვა არ ვიცი,
ეს ვაისსა და სხვასაც ეხება.
პელე, სანტოსი, ბურუჩაგა?
გალაქტიონი აჯობებდა გუნდის ტრენერად!!!
როგორ არა ვთქვა,
ზღარბი ჰგონიათ, თურმე ბურთი
და თავს რად თვლიან
ფეხბურთელებად?
დროშები ჩქარა!
რომ გადაფაროს
მინდორში ყანა!
კ ო მ ბ ლ ე
08 ნოემბერი 2019 01:45
7
დაახვიე აქედან ვაის დროზე!
ჭუმიკა
07 ნოემბერი 2019 22:08
7
ამ ეტაპზე მხოლოდ ცხადაძე,შემდგომში ალბათ შოთა.
რეზო
08 ნოემბერი 2019 15:18
1
ვისაც უნდა ნაკრებში თამაში ყველას მივესალმები, გამოუძახოს ზარანდიას რომელსაც შეუძლია შეტევის გამწვავება, რომ თამაშს რაღაც ელფერი მიეცეს, არ ვიცი რა შეტევაში არავინ არ გვყავს და ვისაც შეუძლია იმას არ იძახებს. თუ ვინმე კითხულობთ ფედერაციიდან კომენტარებს იქნება მიუთითოდ რა.
s.s.
10 ნოემბერი 2019 15:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული