ბათუმი თუ თბილისი? - სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალი? [გამოკითხვა]

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელორუსის ან ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეიძლება ბათუმში, ახალ სტადიონზე გაიმართოს.

ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ბათუმის ახალი სტადიონის მცირე ტევადობითაა განპირობებული. კერძოდ, გულშემატკივართა ნაწილი წუხს იმაზე, რომ "დინამო არენაზე" თითქმის 2.5-ჯერ მეტი ქომაგი შეძლებს თამაშზე დასწრებას.

საინტერესოა, როგორია საერთო სტატისტიკა. გთავაზობთ გამოკითხვას და სასურველია, ამავდროულად, თქვენი შეფასებები კომენტარის სახით დააფიქსიროთ.

სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსის ან ლუქსემბურგის
ნაკრებს დაუპირისპირდება?
Sportall.Ge
თბილისში - დინამო არენაზე
Sportall.Ge
ბათუმში - ახალ სტადიონზე

altლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ



მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეთი კითხვის დასმა და თვითონ ფაქტი სად უნდა ჩატარდეს პროვოკაციულია! ჯერ ერთი თვითონ ფეხბურთელები დინამო არენაზე უფრო არიან მიჩვეული და ეს იქნება მათთვის მშობლიური გარემო, მეორეც ის რომ თბილისში სტადიონის ტევადობაც მეტია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მაინც თბილისში არ ხართ ყველა))
დავით 67
08 ნოემბერი 2019 14:44
0
ამას კითხვა უნდა? თუ თბილისში სტადიონი არ გაივსება?
varlam
08 ნოემბერი 2019 12:47
2
არც ბათუმის სტადიონის არიქაზე დამთავრება იქნება კარგი და არც თბილისიდან თამაშის იქ გადატანა.მაყურებლის ინტერესიც ხომ უნდა გავითვალიწინოთ.თბილისშიც ანშლაგი იქნება და ამდენ ხალხს რას პასუხობ?აშენდება ბათუმის სტადიონი და შემდეგშიც ექნება ნაკრებს თამაშები.ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.
სოსო
08 ნოემბერი 2019 12:56
1
ნახევარფინალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს დინამო არენაზე რამოდენიმე მიზეზის გამო:
დინამო არენა - ქვეყნის ყველაზე დიდი და ცენტრალური სტადიონია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი თამაში მანდაა ჩატარებული და ეს მატჩიც ასეთების სიაში შედის;
სტადიონის ტევადობა - ასეთ მატჩში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თითქმის 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს ექნება დასწრების საშუალება და შესაბამისად ბილეთის ფასიც უფრო სტაბილური იქნება;
ამინდი - ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელი ტენიანობიდან გამომდინარე ბევრად დიდი შანსია იმისა, რომ ბათუმში მაგ დროს ნალექი იყოს. თბილისში ამის შანსი ნაკლებია;
სტადიონის კონსტრუქციის მედეგობა - ამ თამაშზე იქნება სრული ანშლაგი. არავინ იცის მაყურებელი რას მოვიმოქმედებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. დინამო საიმედო და გამოცდილი კონსტუქციაა, 100 000 გაგიჟებული გულშემაკივრისათვისაც გაუძლია, ბათუმში კი ეჭვი მეპარება ამ თამაშამდე ასეთი სრული დატვირთვის გამოცდა მოხერხდეს.
ამიტომ, ეს ისტორიული მატჩი აუცილებლად ისტორიულ დინამოზე....
ანესთეზეოლოგი
08 ნოემბერი 2019 14:09
5
გუშინაც დავწერე კობის ნათქვამზე და დღესაც იგივეს დავწერ ბათუმის სტადიონს ყველა მოუთმენლად ველით მათ შორის სამტრედიაშიც ახლოსაა და მაგ რა ჯობს მარა ეს თამაში არის ალბათ ქართული ფეხბურთის გადმწყვეტი თუ სად წავა ჩვენი ფეხბურთი ასეთი მნიშვნელობის თამაში 13 მაისის მერე არ ყოფილა ჩვენთვის ამიტომ ორი აზრი არაა რო თბილისში 55 ათასი დაესწრება მაგ თამაშს და ბელორუსები მაგითაც უნდა გავტეხოთ ვინც ლოგიკურად აზროვნებთ შეიძლება მაგ თამაშზე ბათუმელმა ძალიან ცოტამ შეძლოს დასწრება ბილეთი იქნება ალბათ კატასტროფა ფასები რადგან 20 ათასიანია.
dato
08 ნოემბერი 2019 13:15
1
ჩვენთვის რათქმაუნდა ხონიდან ახლოს არი ბათუმი მაგრამ ინტერესი დიდი არი და რათქმაუნდა თბილისი ეს არც უნდა განიხილოს რა ბათუმი...
ხონელი
08 ნოემბერი 2019 13:47
2
რა თქმა უნდა ტიფლისში უნდა ჩატარდეს,ბორია პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე".პატივცემულ პრეზიდენტს სხვაგან ამ თამაშის ჩატარება არც უნდა განეხილა.(54139-20000=) 34139 ადამიანს უნდა მოაკლო ამ თამაშის სტადიონზე ნახვის სიამოვნება..ბილეთსაც ცეცხლის ფასი არ დაადოთ
aslan
08 ნოემბერი 2019 13:19
2
თბილისელი ვარ, მაგრამ ბათუმს ვემხრობი. რატომაც არა!
ალექსანდრე
08 ნოემბერი 2019 13:53
21
მერამდენე თაობის თბილისელი ხარ?
sainteresoa
08 ნოემბერი 2019 14:12
6
გააჩნია საიდან ჩამოსულმა ხალხმა. ის ჩამოსული ხალხი სხვადასხვა პატარა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსული და არა სოფლიდან. თბილისელობა პროფესიაა , რასაც შენ ვერასდროს გაიგებ! პროვინციალიზმი სწორედ ისაა რაც დაწერე. თორემ თბილისელობა რომ საამაყოა ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი. შეიძლება ჩამოხვიდე რაიონიდან და გახდე თბილისელი, მაგრამ თქვენ ვერ ხდებით თბილისელები და რას იზამ! მარტო თქვენი დამახინჯებული ქართული რად ღირს!
ლევანი-ს
08 ნოემბერი 2019 18:33
2
ყველა გამოხმაურება
ლევან კობიაშვილს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ ასეთი მატჩი უნდა ტარდებოდეს მეტი მხარდამჭერი მაყურებლის წინაშე.
გოგი
08 ნოემბერი 2019 13:48
2
არ მესმის ვის სჭირდება ეს ავანტურისტული აზრები, ასე ვთქვათ ჩორტი? რა მიხვედრა მაგას უნდა, რომ ასეთი საპასუხისმგებლო და ბეწვზე ჩამოკიდებული მატჩის სახლში ჩატარების უპირატესობა მოგვეცა და უნდა გამოვიყენოთ დინამოზე თამაშით, თორე ახალ მიუჩვეველ სტადიონზე თამაში უპირატესობა აღარ იქნება. ბარემ ტრაპიზონში ჩავატაროთ. მეტი თემა არა აქვთ ფედერაციაში? შემადგენლობისთვის მიგეხედათ ის აჯობებდა მგონია. ისე ბათუმსაც არა უშავს, ლამაზი ქალაქია, მარა მაგას ფეხბურთთან რა კავშირი აქვს? თუ კოსოვო ვერ გავიდა, პრინციპში აზრიც არ ექნება სად ვითამაშებთ. ვაი თქვენს პატრონს
ვასო
08 ნოემბერი 2019 17:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული