ამ ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ბათუმის ახალი სტადიონის მცირე ტევადობითაა განპირობებული. კერძოდ, გულშემატკივართა ნაწილი წუხს იმაზე, რომ "დინამო არენაზე" თითქმის 2.5-ჯერ მეტი ქომაგი შეძლებს თამაშზე დასწრებას.
საინტერესოა, როგორია საერთო სტატისტიკა. გთავაზობთ გამოკითხვას და სასურველია, ამავდროულად, თქვენი შეფასებები კომენტარის სახით დააფიქსიროთ.
სად გსურთ გაიმართოს ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელარუსის ან ლუქსემბურგის
ნაკრებს დაუპირისპირდება?
ლევან კობიაშვილი: საქართველო-ბელორუსის მატჩის ბათუმში ჩატარებაზე ვფიქრობთ
დინამო არენა - ქვეყნის ყველაზე დიდი და ცენტრალური სტადიონია. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა მნიშვნელოვანი თამაში მანდაა ჩატარებული და ეს მატჩიც ასეთების სიაში შედის;
სტადიონის ტევადობა - ასეთ მატჩში ძირითადი კრიტერიუმი იქნება, თითქმის 2,5-ჯერ მეტ მაყურებელს ექნება დასწრების საშუალება და შესაბამისად ბილეთის ფასიც უფრო სტაბილური იქნება;
ამინდი - ზღვისპირეთისათვის დამახასიათებელი ტენიანობიდან გამომდინარე ბევრად დიდი შანსია იმისა, რომ ბათუმში მაგ დროს ნალექი იყოს. თბილისში ამის შანსი ნაკლებია;
სტადიონის კონსტრუქციის მედეგობა - ამ თამაშზე იქნება სრული ანშლაგი. არავინ იცის მაყურებელი რას მოვიმოქმედებთ განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია აპოგეას მიაღწევს. დინამო საიმედო და გამოცდილი კონსტუქციაა, 100 000 გაგიჟებული გულშემაკივრისათვისაც გაუძლია, ბათუმში კი ეჭვი მეპარება ამ თამაშამდე ასეთი სრული დატვირთვის გამოცდა მოხერხდეს.
ამიტომ, ეს ისტორიული მატჩი აუცილებლად ისტორიულ დინამოზე....