კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 15 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ "ჯვაროსნები" ხორვატიაში გადაინაცვლებს და 19 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში ხორვატიას შეხვდება.

მოახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

"ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ორი შეხვედრა იქნება. იმ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ შანსი, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ როგორც შვეიცარიას, ასევე ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათ ძალიან ძლიერი ნაკრებები ჰყავთ.

ვლადიმირ ვაისი ბელორუსთან ხომ არ დაიწყებს
ფეხბურთელების შერჩევას და მან ახლა, ამ თამაშებში უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს უფრო მეტი აქცენტი.

მთლიანობაში, მიმდინარე შესარჩევი ციკლი ცუდად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან ჯგუფში ორი უძლიერესი ნაკრები, დანია და შვეიცარია გვყავდა. თანაც, ყველა შეხვედრაში ჩვენს გუნდს 3-4 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ მოთამაშეების ბევრი შემცვლელი ჰყავდეს".

ეროვნულ ნაკრებზე საუბრის შემდეგ კახა კაჭარავას "სამტრედიას" შანსებზე ვკითხეთ, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.

"სეზონის დაწყებისას ჩვენი მიზანი იყო, რომ ეროვნულ ლიგაში გადავსულიყავით. გარკვეული მიზეზების გამო პირველი ადგილი ვერ დავიკავეთ. მაგალითად, ჩვენს ბევრს ფეხბურთელს ჰქონდა ტრავმა და სხვადასხვა მატჩში გვაკლდნენ.

ვფიქრობ, შეგვწევს იმის ძალა, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ახლა ველოდებით, ვინ იქნებიან ეროვნული ლიგიდან ჩვენი შესაძლო მეტოქეები, მაგრამ ყველა გუნდი ძლიერია.

ცუდი გუნდი არც ჩვენ გვყავს და ჩემს ფეხბურთელებს აქვთ ამბიცია, რომ უმაღლეს ლიგაში იასპარეზონ", - თქვა კაჭარავამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მერანია მაგარი გუნდი და მაგიტო ვერ გადახვედი კახა
მერანი
01:03 14-11-2019
3
ეს რა კაცია იმას კი არ იძახის მერანი კაი გუნდიაო იმას იძახის ტრამვები ქონდათო მერანმა 2-მოუგო 1-ფრე და მესამეც მოუგებს
merani 11
01:01 14-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული