ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ნიკა კვეკვესკირი: მომავალი ორი მატჩი ერთა ლიგის ნახევარფინალის გენერალური რეპეტიცია იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასა და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო ოთხი სანაკრებო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა და წლის ბოლო ორი შეხვედრის მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მით უმეტეს,  შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ.

ყველამ კარგად ვიცით, თუ რა დონის ნაკრები ჰყავს შვეიცარიას. ამასთან ერთად, მათ ჩვენთან მოგება ძალიან სჭირდებათ იმისათვის, რათა ევრო
2020-ზე იასპარეზონ. ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდს საკუთარი მიზნები აქვს. ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნაში, რამდენიმე ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, შანსი მიეცემა.

ვფიქრობ, მარტში გასამართი ისტორიული მატჩის წინ უახლოეს ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი ეროვნული ნაკრების თვითდაჯერებულობაზე დიდ გავლენას მოახდენს. შვეიცარიის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას დავუპირისპირდებით, რომელიც ასევე ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩემი აზრით, ასეთი დონის მეტოქეებთან დადებითი შედეგის ჩვენება ნაკრების თვითდაჯერებულობისათვის აუცილებელია.

მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ყველა ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის მოლოდინში ვართ."

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით